დაფნის ფოთოლი ფანჯრის რაფაზე: როგორ გავზარდოთ სუნელი სახლის პირობებში

კლიმატურ პირობებში ნამდვილად გაგვიმართლა, ყველაფრის გაზრდა შეგვიძლია პირდაპირ გრუნტზე თუ არა, სათბურის ან ოთახის პირობებში მაინც. ასე მაგალითად, დაფნის ბუჩქი ფანჯრის რაფაზე თავს მშვენივრად იგრძნობს.

მის გასახარებლად რაიმე განსაკითრებული საშუალება თუ პირობები საჭირო არაა, ველოსიპედის გამოგონება არ მოგიწევთ. დაფნის ფოთლის რამოდენიმე სახეობა არსებობს და ყველა მათგანი თავისითაც მშვენივრად იზრდება. სასურველია, რომ ფანჯრები სამხრეთით იყოს და მცენარის დროულად მორწყვა არ დაგავიწყდეთ.

დაფნის ხის მოპოვება რამოდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი. ერთი ვარიანტია თესლი სპეციალურ მაღაზიაში იყიდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ თესლი ახალი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში მცენარის გახარება გაგიჭირდებათ. დათესვისათვის საუკეთესო პერიოდია ზამთრის ბოლო ან გაზაფხულის პირველი თვე.

წყლით წინასწარ გაჟღენთილი თესლი უნდა დარგოთ ქოთანში დრენაჟითა და ფხვიერი მიწით, არაუმეტეს ერთი სანტიმეტრის სიღრმეში. მნიშვნელოვანია ნიადაგის დატენიანება და მინისათბურის მოწყობა, ქოთანს შეგიძლიათ ცელოფნით დაფაროთ და აკონტროლოთ, რომ ჰაერის ტემპერატურამ 23 გრადუსზე დაბლა არ დაიწიოს. პირველ ყლორტებს დაახლოებით 2-3თვეში იხილავთ.

თუ სახლში უკვე მოგეპოვებათ ზრდასრული დედა ხე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კალმების მეთოდი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ წინასწარ გამზადებულიც შეიძინოთ.

თვითონ ბუჩქს სურნელი არ აქვს, მაგრამ თუ ფოთოლს ხელით მოჭუჭყნით, არომატი მაღაზიაში ნაყიდ გამხმარ დაფნის ფოთოლზე ბევრად ძლიერი იქნება. სხვათაშორის, ზუსტად იგივე ხდება კამას შემთხვევაშიც. ეს მწვანილი ახალი ბევრად უფრო არომატულია ვიდრე მისი გამხმარი ვარიანტი.

ფოთლები სხვადასხვა ზომისაა, როგორც წესი ზაფხულის პერიოდში ისინი უფრო მცირე ზომისანი არიან, ზამთარში კი პირიქით. საერთო ჯამში დაფნა უპრეტენზიო მცენარეაა და სახლში მის გაზრდას ნებისმიერი შეძლებს.