ნათურა აინთო: რამდენად ვნებს მანქანას ცარიელი ავზით ტარება

და აი აინთო ავადხსენებული ნათურა! საწვავი საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე თუ დარჩა. განსაკუთრებული ტექნიკური განათლების გარეშეც კი მძღოლი ლოგიკურად მიხვდება, რომ გზის ესე გაგრძელება, კარგი იდეა არაა. სინამდვილეშიც ესეა? დროა აღნიშნულ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ.

ცუდია ორთქლზე სიარული? ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. დასაწყისისათვის უნდა აღინიშნოს, რომ თუ მსგავსი სიტუაცია წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე, ეს ავტომობილისთვის საშიში ნამდვილად არაა, მაგრამ თუ სისტემატურ ხასიათს შეიძენს, მანქანას კარგი მომავალი გარანტირებულად აღარ ექნება. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ძრავასა და საწვავის სისტემას.

თუმცა აქ უნდ აღინიშნოს, რომ ყველა თანამედროვე სისტემები აღჭურვილია მექანიზმით, რომელსაც ხალხში «სულელისგან დაცვას» ეძახიან, როცა სასწვავი სრულდება, ის ძრავას აქრობს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამწევი ძალა მხოლოდ ორთქლზე არ მუშაობდეს და მოწყობილობის შიგნით მცირე ზომის, მაგრამ მეტად დამაზიანებელი აფეთქება არ მოხდეს. ასე რომ პირველ რიგში საწვავის ნასოსი დაზიანდება.

პირველი პრობლემა: გადახურება

მუშაობისას საწვავის ნასოსი ცხელდება და თან საკმაოდ. ტექნიკურ ასპექტებში ჩაუხედავი ადამიანისთვის რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს ნასოსი საწვავის საშუალებითვე გრილდება. თუ საწვავი საკმარისი არ იქნა, ნასოსი გადახურდება და მუშაობას შეწყვეტს, ან შეიძლება საერთოდ გატყდეს კიდევაც. ბენზინის ნაკლებობამ შესაძლოა მთელი სისტემის ჰაერით გამოტენვა გამოიწვიოს და შედეგაც ნასოსმა მუშაობა შეწყვიტოს, ხოლო ძრავა კი ჩაქრეს.

მეორე პრობლემა: ჭუჭყი

საწვავის ავზის ძირზე ნადები ჩნდება. საქმე ყველაზე ცუდად ძველი ავტომობილების შემთხვევაშია, სადაც ავზი ჯერ კიდევ მეტალისგან იყო დამზადებული. მეტალის ბაკი დროთა განმავლობაში იჟანგება, რის შედეგადაც საწვავში უცხო ნაწილაკები ჩნდება. თვითონ ბენზინშიც არაერთი სახის მინარევია, რომელიც მის ხარისხს აუმჯობესებს, თუმცა დროთა განმავლობაში ნალექს წარმოქმნის. ეს ნალექი ძირზე გროვდება. ნაწილი საწვავის ნასოსის ფილტრზე რჩება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როცა ბენზინი თითქმის აღარაა, ნასოსი მას ნადებთან ერთად ექაჩება, რაც იწვევს ფილტრის სწრაფ დაბინძურებას და ასევე შეიძლება ნასოსის გაფუჭების მიზეზი გახდეს.

მესამე პრობლემა: კონდენსატი

საწვავის ავზის შიგნით თითქმის ყოველთვის კონდენსატი წარმოიქმნება. ამის მიზეზი ტემპერატურის ცვლილებაა. ავზში რაც უფრო ნაკლები საწვავია, მით უფრო მეტი კონდესანტი წამოიშობა, რაც გამოწვეულია «შიშველი» კედლების არსებობით. შედეგად წყალი შეერევა ბენზინს და იქიდან გამომდინარე, რომ მასზე მძიმეა, ის ნასოსთან უფრო ახლოს აღმოჩნდება, რისი წყალობითაც საწვავის მაგისტრალში ხვდება. აქ წყალი «საცობს» ქმნის, რაც ძრავის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება და შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მანქანა პერიოდულად ჩაქრეს ან ძრავა საერთოდ გაფუჭდეს.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.