რა ჯდება იარანგის აშენება და რამდენი ირმის ტყავი სჭირდებათ ამისთვის

მეირმეთა იარანგი ეს უბრალოდ ირმის ტყავით გადახურული ტოტების გროვა როდია, ის საკმაოდ რთულ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელსაც მოუმზადებელი ადამიანი ვერ გაუმკლავდება. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე სიტყვასთან “რთული” დგას სიტყვა “ძვირიც”. აქედან იბადება კითხვა: თუ ირმის ტყავის ფასს დავთვლით, საბოლოო ჯამში, რა დაჯდება იარანგი? გადამეტების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ირმების მწყემსებს ამ კუთხით თავიანთი “იპოთეკა” აქვთ.

იარანგი რთული კონსტრუქციაა და არა ერთად შეგროვებული ტყავისა და ტოტების გროვა. ახალგაზრდა ოჯახს საშუალო ზომის იარანგის ასაშენებლად ხის 40 გრძელი მორი და 80 ირმის ტყავი ესაჭიროება. უფრო დიდი ოჯახის შემთხვევაში ლოგიკურია დასაკლავი ირმების რაოდენობაც იზრდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ 200 ირმისაგან შემდგარი ჯოგი წელიწადში 40 ახალ თავს იძლევა. გამოდის, რომ საშუალო ზომის იარანგის მშენებლობას 2-წლიანი დატვირთული შრომა ესაჭიროება.

რეალობაში მეირმეები მშენებლობაში გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ. ერთდროულად 40 და, მით უფრო, 80 თავი ირმის მოკვლა შეუძლებელია, ეს იგივე იქნებოდა, მეირმეს საკუთარი ჯოგი გაენადგურებინა. ამასთანავე, ტყავი ხშირად გამოიყენება რემონტისა და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფენების დასამზადებლად. იარანგის მშენებლობისას, ხანდახან, მწყემსები ბრეზენტსაც იყენებენ, რათა იარანგის ის ნაწილი გადახურონ, რომელზეც ჯერჯერობით ტყავი არ ყოფნით.

მეირმეთა იარანგი ისეა მოწყობილი, რომ მათი დაშლა და თავიდან აწყობა შესაძლებელია. ეს კი დიდი პლიუსია, რადგანაც კარავს ორი სხვადასხვა ვარიანტი აქვს და ისინი სეზონიდან გამომდინარე იცვლება. ზამთრის იარანგის კედლები ზაფხულისაზე უფრო სქელია. ჩვენ უკვე ვუახლოდებით ასეთი იარანგის ფასის საკითხს. ერთი ირმისგან მიღებული ტყავის საბაზრო ფასი 20 000 რუბლია (900 ლარი). თუ მწყემსისაგან პირდაპირ იყიდით, ამ შემთხვევაში ფასი შესაძლოა განახევრდეს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საშუალო ზომის იარანგის ფასი დაახლოებით 800 000 რუბლი (36-ათასამდე ლარი), თუმცა გავითვალისწინებთ რომ ტყავის გარდა საჭიროა ხის მასალა და გათბობისათვის მეტალი ქურა, ფასი დაახლოებით 1 მლნ რუბლი (45-ათასამდე) გაიზრდება.

ცოტაა თუ ბევრი? რასაკვირველია ჩვენთან იპოთეკასთან შედარებით ნაკლები გამოდის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იარანგი “ცივილიზებული” ადამიანისთვის “კარავი” უფროა, მისი ფასის ძვირად განხილვა სავსებით ნორმალურია.