10 ნივთი, რომელთა დანიშნულებას ვერასდროს გამოიცნობდით

ზოგი მოწყობილობა ისე უცნაურად გამოიყურება, თითქოს თვითონ ლუციფერმა შექმნა. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ 10ხელსაწყოს, რომლის ფუნქციონირებაში გარკვევა ისე რთულია, რომ მინიშნების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელიც კია.

1. ამოუცნობი ობიექტი ბორბლებზე

სინამდვილეში ამ მოწყობილობის დანიშნულება ისაა, რომ კაფელს შორის ამოსულ სარეველას უმალვე გაუმკლავდეს. აგარაკზე ან კერძო სექტორში მცხოვრების ოცნება!

2. ხორკლიანი რგოლი

ხელისგულისა და თითების მასაჟორია. იოგისა და ტაიტური მასაჟის სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ ხერხემალის მდგომარეობის გაუმჯობესება ხელისგულებისა და ტერფეფის მასაჟითაც შესაძლებელია.

3. უცნაური ბორბლები

სინამდვილეში ეს აკვარიუმის ფილტრია. თქვენ უკვე იცით მათი ვიზუალი.

4. წნევის დაზიანებული საზომის მსგავსი

ეს მოწყობილობა გამოიყენება მანქანის კარის გასაღებად, ტუმბავ ჰაერს, სანამ არ გაფართოვდება. ავტომფლობელები დამეთანხმებიან, რომ ცხოვრებაში არის შემთხვევები, როცა მანქანის კარი იჭედება და გაღება სასწრაფოა.

5. ბილიარდის ჯოხი თავზე მიმაგრებული ბურთით

ეს მოწყობილობა ელიტურ საბილიარდო კლუბებში გამოიყენება. ბავშვები და ახალგედები ხშირად ბურთს ვერ ახვედრებენ და შედეგად მაგიდის ძვირადღირებულ ზედაპირს აზიანებენ. ჯოხზე მიმაგრებული ბურთი კი მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ახალბედებთან გამოიყენება.

6. ერთი შეხედვით, ფუგუს ფორმის საკიდი

რეალურად კი ის მაკრატლის შეერთების ადგილას ბოლტის მოსაჭერად გამოიყენება.

7. ნუთუ წამების იარაღია?

ეს მოწყობილობა გამოიყენება იმისათვის, რომ სიმინდს მოჭერის გზით ტაროდან მარცვლები მოვაშოროთ(ტარო კი უბრალოდ გადავაგდოთ). რატომ? ბევრ ქვეყანაში მოხარშული სიმინდის ტაროდან კვნეტა უკულტურობად მიიჩნევა.

8. რაღაც სამზარეულოსთვის, მაგრამ მაინც რა?!

ციტრუსების ხელის წვენსაწურია. საიდუმლო ამოხსნილია!

9. საგანი, რომელიც უზომოდ უცნაურია

სინამდვილეში, ის ნემსში ძაფის სწრაფად გასაყრელად გამოიყენება.

10. ბონუსი: იდუმალი საათი პრაღაში!

პრაღის ქუჩებში მსგავსი საათი იშვიათობა არაა, ის დროს არ აჩვენებს, არამედ იმ მდინარის წყლის დონეს, რომელზეც ქალაქია გაშენებული.