3 გამოცდილი მეთოდი მინაკერამიკის ქურაზე ნაკაწრების მოსაშორებლად

როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს გაზქურა, შეუძლებელია მისი დაზღვევა დაქცეული წყლისა თუ მძიმე საგნების დაცემისაგან. შედეგად მინაკერამიკაზე ნაპრალები ჩნდება, რომელიც ვიზუალურ მხარეს აფუჭებს. თუ დაზიანება სერიოზულია, პროფესიონალს უნდა მიმართოთ, მცირე ნაკაწრებს კი მარტივი ხრიკების გამოყენებით თავადაც გაუმკლავდებით.

ეფექტური საშუალებები

1. კბილის პასტა

თუ დაზიანება მართლა უმნიშვნელოა, მაგრამ შინაგანი პერფექციონისტი არ გასვენებთ, შეგიძლიათ კბილის პასტა გამოიყენოთ. უმჯობესია არ გამოიყენოთ გელის შემადგენლობით და ყურადღება სოდის შემცველ ვარიანტზე შეაჩეროთ. წაუსვით კბილის პასტა გაზქურის ზედაპირს, დაელოდეთ რამოდენიმე წუთი და შემდეგ კი მშრალი ჩვარით მოწმინდეთ.

2. ლითონის გასაპრიალებელი პასტა

გასაპრიალებელი პასტა შეიცავს ცერიუმის ოქსიდს, რომელიც ღრმა დაზიანებებსაც კი გაუმკლავდება. დაზიანებული ადგილი კარგად დაფარეთ პასტით, შემდეგ კი ჩვარის გამოყენებით კარგად გახეხეთ. დაელოდეთ 30წამი და ზედაპირიდან მორჩენილი პასტა მოწმინდეთ.

3. საპრიალებელი ხელსაწყო

ნაკაწრებთან გასამკლავებელი ყველაზე რთული მეთოდია, რომელსაც მხოლოდ ის თუ გაუმკლავდება, ვინც ინსტრუმენტთან მოპყრობა იცის. გამოიყენეთ ის მხოლოდ უკიდურესს შემთხვევაში თუ სხვა მეთოდებმა შედეგი ვერ გამოიღო. მოიმარჯვეთ საფქვავი მანქანა და საშუალო სიძლიერეზე ჩართეთ. ზედაპირი აკურატულად გააპრიალეთ იქამდე, სანამ ნაკლოვანებები არ გაქრება.

მინაკერამიკის მოვლასთან დაკავშირებული რჩევები

1. უფრო მარტივია ნაკაწრების გაჩენის პრენევცია, ვიდრე მათი მოცილება. ამისათვის საჭიროა ზედაპირი პერიოდულად სოდით გარეცხოთ. შეურიეთ სოდა წყალს ისე, რომ პასტის მსგავსი მასა მიიღოთ. მიღებული ნარევით დაამუშავეთ მინაკერამიკა და აკურატულად გახეხეთ. სოდას პასტა ზედაპირს გააპრიალებს და დაბინძურებას მოაცილებს.

2. გამოიყენეთ მინაკერემიკის გასაწმენდი საფხეკი. სპეციალური ხელსახწყო კარგად უმკლავდება დაბინძურებას და ზედაპირს არ აზიანებს. საფხეკი შეგიძლია სილიკონის საწმენდთან დუეტში გამოიყენოთ, ეს მეთოდი ზედაპირს უფრო გაამაგრებს. მინაკერამის საწმენდად სხვა საშუალებები უმჯობესია არ გამოიყენოთ.

3. გაზქურაზე მხოლოდ სუფთა ჭურჭელი დაადგით. მარტივი წესია, თუმცა ბევრი არ ასრულებს. თუ ქვაბის ძირზე ჭუჭყი ან მინამწვარია, ის გაზქურასის ზედაპირსაც დააზიანებს. ასევე უმალვე გაწმინდეთ ზედაპირი ყოველ ჯერზე, როცა მასზე წყალი ან სხვა ნებისმიერი რამე დაგესხმევათ.