ამერიკელი მილიონერები: ვანდერბილტების სასახლეების ინტერიერი

კორნელიუს ვანდერბილტი, ღარიბი ამერიკელი ფერმერის შვილი, ნათელი მაგალითია იმისი, რომ ადამიანი თავის ბედისწერას თავად ქმნის. მან თავისი გზა ფანტასტიკური სიმდიდრისაკენ დედისგან ნასესხები 100დოლარით დაიწყო, ცხოვრების დასასრულს კი თავის შთამომავლობას 100მილიონი დაუტოვა(და ეს ჯერ კიდევ მე-19საუკუნეში!). მემკვიდრეების გემოვნებასა თუ ცხოვრების სტილზე კორნელიუსის დატოვებულმა ქონებამ საკმაო გავლენა იქონია, ეს გამოვლინდა არა მარტო მათ თავისებურ გასართობებში, არამედ გასაოცარ აგარაკებში, რომლებმაც სიმდიდრითა და მედიდურებით ძველი ხანის სასახლეებიც კი დაჩრდილეს.

ვანდერბილტთა დინასტიის დასაბამი

მეურნეობის განვითარება და ამერიკაში წარმოების წარმატება ძლიერი ბიძგი აღმოჩნდა ისეთი ფინანსური მაგნატების წარმოშობისა, როგორებიცაა: როკფელერი, მორგანოვი, დუპონოვი, ბელმონტოვი, გარიმანოვი, ვანდერბილტი და სხვა ბევრი. საინტერესოა ისიც, რომ «პიონერთა» უმეტესობა ღარიბი ოჯახის შვილი იყო. ასე მაგალითად, კორნელიუს ვანდერბილტი სტატენ-აირლენდში მცხოვრები წვრილი ფერმერის ვაჟიშვილია. ბიჭუნამ, რომელმაც ჯერ კიდევ კითხვაც კი არ იცოდა, ათი წლის ასაკში გააცნობიერა, რომ სიღარიბიდან თავის დახწევის ერთადერთი გზა საკუთარი ბიზნესის დაწყება იყო. 16წლის ასაკში მანდ დედისგან 100დოლარი ისესხა, რითაც ნავი დაიქირავა და თავის ცხოვრებაში პირველი ათასი დოლარი გამოიმუშავა.

საინტერესო ფაქტი: კორნელიუს ვანდერბილტის გარდაცვალებისას მისი ქონება, რომელიც 100მილიონ დოლარს შეადგენდა – დღევანდელი კურსით 205მილიარდ დოლარს შეადგენდეს იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვანდერბილტთა დინასტიის დაამარსებელი აშშ-ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მეორე ადგილზეა.

მართალია მან ერთადერთი ნავის გამოყენებით ტვირთვის გადაზიდვით დაიწყო, თუმცა შემდგომში აშშ-ში ყველაზე მსხვილ გემთმფლობელი გახდა, ასევე დაიმსახურა «რკინიგზის მეფის» ტიტული და გარდა ამისა უამრავი უძრავი ქონება შეიძინა ნიუ-იორკისა და სტატენ-აირლენდის მიდამოებში, თუმცა თავად აგარაკების შექმნით დაინტერესებული არ ყოფილა. აგარაკების დაპროექტება უკვე მის შვილიშვილებს უკავშირდება, ზოგიერთმა მათგანმა აშშ-ს არქიტექტურაში არაჩვეულებრივი კვალი დატოვა.

1. «მარმარილოს სახლი» ნიუპორტში (როდ აილენდის შტატი)

პირველი ვანდერბილდტთა დინასტიიდან, ვინც არქიტექტურის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა, კორნელიუსის შვილიშილი – იულიამ კისამ ვანდერბილტი იყო, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ცოლისთვის ალვესთვის ნამდვილად მეფური საჩუქარი გაეკეთებინა. მის 39-ე დაბადების დღეზე დასრულდა «საზაფხულო სახლის» მშენებლობა(სწორედ ეს სახლი აჩუქა), რომლის დაპროექტებითაც ოჯახის პირადი არქიტექტორი რიჩარდ მორის ჰანტი იყო დაკავებული. მხოლოდ 4წელი დასჭირდა იმას, რომ თეთრი მარმარილოს სახლს Marbie House («მარმარილოს სახლი») სტუმრების მიღება შეძლებოდა. ის მე-18 საუკუნის ფრანგული შატოს სტილშია ნაგები, რომლის პროტოტიპიც ცნობილი ვერსალის «ტრიანონი» გახდა.

სტუმრებს ნამდვილად მეფურად ხვდებოდნენ – 50 მდიდრული ოთახი; უზარმაზარი საცეკვაო დარბაზი; 70 ადამიანზე გათვლილი სასადილო ოთახი; 36 მოსამსახურე, რომლებიც ლუდოვიკ XIV-ის სტილის კოსტუმებში იქნენ გამოწყობილები; სვეტები; კიბეები და იატაკი ყველაზე ძვირადღირებული იტალიური მარმარილოსაგან; ნახევრად ოქრო ყველგან; გიგანტური სარკეები; პომპეზური ჭაღები; ძვირადღირებული ავეჯი; მოქარგული ტექსტილი; ანტიკვარიატი; ხელოვნების ნიმუშები და ბევრი სხვა.

შემდგომში კი მფლობელთა სურვილით, რომლებიც თავად მშენებლობის დაგეგმარებასა და აგარაკის უშალოდ მოწყობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები, ეზოში ზღაპრული «ჩაის სახლი» გაშენდა.

აღნიშნული აგარაკი წლების მანძილზე ვანდერბილტთა კლანის დასასვენებელი ადგილი იყოს, თუმცა 1963წელს არქიტექტურულ ძეგლად იქნა მიჩნეული და ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების ღირშესანიშნაობად იქცა. დღევანდელობაში ის მუზეუმია, რომელსაც შეგიძლიათ თქვენც ესტუმროთ.

საინტერესო ფაქტი: Marble House-ის მშენებლობა და მოწყობა იმ ხანებში 11მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა დღევანდელი დროისთვის ეს თანხა 320მილიაონს შეადგენს. ეს თანხა მეტად პირობითია და თანამედროვეობაში არსებულ ინფლაციასთან სხვაობას აღნიშნავს, მაგრამ თუ ამ მასალების ახლანდელ ფასებს გავითვალისწინებთ, ფასი კოსმიური გახდება, ამიტომაც გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებულ აგარაკად ითვლება.

2. ბელკორტის სასახლე ნიუპორტში (როდ აილენდის შტატი)

Belcourt Castle (ბეკლორტის სასახლე) – ვანდერბილტთა ოჯახთან დაკავშირებული კიდევ ერთი ნაგებობაა, რომელიც როდ აილენდის კულტურაშია შესული. ის აგებულია მდიდარი ამერიკელი პოლიტიკოსისა და ელიტის წარმომადგენლის, ჰაზარდ პერი ბელმონტის მიერ, რომელიც ასევე ალვას, უილიამ ვანდერბილტის პირველი ცოლის, ქმარი გახლდათ.

ვინაიდან მშენებლობის იდეის შთამაგონებელი მეუღლე გახდა, რომელიც ცხენებით იყო გატაცებული, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პირველი სართული მთლიანად საჯინიბოს დაეთმო. ასეთი განლაგება მფლობელებს საშუალებას აძლევდა ეტლით პირდაპირ მთავარი შესასვლელიდან შესულიყვნენ და უკვე იქიდან თავის აპარტამენტებში გადასულიყვნენ. წყვილის ფუფუნებისადმი სიყვარულის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი რომ მათ სახლში 52ოთახი იყო და ყველა მათგანი მდიდრული ინტერიერით გამოირჩეოდა. როგორც აღმოჩნდა ცხენების სადგომიც კი მოვერცხლილი გახლდათ.

3. საზაფხულო სახლი «ბრეიკერსი» ნიუპორტში (როდ აილენდის შტატი)

კიდევ ერთი საზაფხულო სახლი, რომელიც ვანდერბილტებმა ნიუპორტში აიშენეს, ანტლანტიკური ოკეანის ნაპირზე არსებული აგარაკის The Breakers პროექტი ოჯახის არქიტექტორს რიჩარ მორის ჰანტს ეკუთვნის და ის აგებულია კორნელიუსის შვილიშვილის კორნელიუს ვანდერბილტ-II-ის დაკვეთით. 1895წელს გამოჩნდა ნამდვილი სასახლე, რომელმაც გარშემო ყველა ნაგებობა დაჩრდილა, ის გამოირჩეოდა უზარმაზარი ზომით, ძვირადღირებული მოპირკეთებით, აყვავებული ბაღებითა და თვალსაცემი სიმდიდრით.

არქიტექტორის შთაგონების წყარო შუა საუკუნეების გენუისა და ტურინის სასახლეები აღმოჩნდა, ამიტომაც The Breakers საბოლოოდ ჯამში იტალიური პალაციოს რენესასნულ სტილში უფრო წააგავდა. სწორედ აქ გამოჩნდა თუ როგორ ცდილობდა ამერიკული ელიტა თავისი სიმდიდრის ესე დემონსტრაციულად წარმოჩინებით ევროპული არისტოკრატიას აღმატებოდა.

საინტერესო ფაქტი: «ბრეიკერსი» ნიუპორტში – ეს თავისებური აგარაკია, რომელშიც ოჯახი ზაფხულს ატარებდა. მიუხედავავად ამისა «საზაფხულო სახლში» 5,8ათასს მ²-ზე განთავსებული 70 ოთახია. რაც შეეხება ტერიტორიის სრულ ფართობს, ის ამას 11,6ათასს მ²-ს შეადგენს.

4. ვილა Gemini Wide კერძო კუნძულზე მანალაპანე (ფლორიდას შტატი)

ვილა Gemini Wide – ეს ნამდვილი საკურორტე კომპლექსია, რომლის შემადგენლობაც ასეთია: მთავარი რეზინდეცია(12საძინებელი აბაზანებითურთ, დამატებული ამას 7აპარამენტი სტუმრებისათვის, ასევე თითო საძინებელზე პერსონალური აბაზანით), ორი «კურორტი ოკეანეში» და სახლი ხეზე. საერთო ჯამში ვილაზე 30საძინებელია, გარდა ამისა არის კიდევ დასვენების საერთო ზონები, სასადილო სივრცეები, საცურაო აუზები, კორტები, გოლფის მინდორი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, ღია ტერასები და საკუთარი სპა სალონი.

5. Biltmore Estate ეშვილში (ჩრდილოეთ კაროლინას შტატი)

მილიონერთა კლანის ყველაზე გრანდიოზულ და გამორჩეულ აგარაკად Biltmore Estate ითვლება, რომელიც კორნელიუსის შვილიშვილის – ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტ II-ის მიერ იქნა აგებული. ის დღეის ჩათვლით აშშ-ში ყველაზე დიდ კერძო საცხოვრებელ სახლად მიიჩნევა. ხუმრობა ხომ არაა 16ჰექტარზე აგებული სასახლე, ბაღები, ხეივნები, შადრევნები თუ აუზები.

თვითონ აგარაკი შუა საუკუნეების საუკეთესო ფრანგულ ტრადიციებშია გაფორმებული, ოღონდ ამ შემთხვევაში ინტერიერს ემატება ფუფუნების საგნები, ანტიკვარიატი და ხელოვნების ძვირადღირებული ნიმუშები. 250ოთახიდან თითოეულს განუმეორებელი ინტერიერი აქვს, რადგანაც მათი დიზაინის შექმნისას გათვალისწინებული იქნა თუ საოჯახო ნივთებიდან რომელი ანტიკვარიატი სად უნდა განთავსებულიყო. ამიტომაც გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ზოგიერთ აპარტამენტში ევროპული სტილია, ხოლო ზოგში კი აღმოსავლური მოტივები შეიმჩნევა.

საინტერესო ფაქტი: აგარაკს 35საძინებელი, 43სააბაანო და 65ბუხარი აქვს. ამბობენ, რომ მოსამსახურეს, რომელიც მფლობელთა ყველა კაპრიზს ასრულებდა, თავისი მსახურები ჰყავდა. დღესდღეობით ყველაზე მდიდრული და მასშტაბური აგარაკი არქიტექტურის ნაციონალური ძეგლების სიაშია შესული და ღიაა დამთვალიერებლისათვის მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვანდერბილტთა დინასტიის ქონების ნაწილია.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.