იურისტი გვიყვება, როგორ უყიდიან თაღლითები მეპატრონეებს ბინებს: ფრთხილად იყავით

ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბინის ქონა მთლად წარმოუდგენელი რამე არაა, მაგრამ ბინის ყიდვა ნამდვილად რთული ამბავია. ნოტარიუსთან ბინის გაფორმება – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდგომი სიფრთხილე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბინების მაღალი ფასისა და დაბალი ხელფასების გამო არც ისე კეთილსინდისიერი ადამიანები საკუთარი საცხოვრებლის მოპოვებას თაღლითური გზით ცდილობენ.

ნოტარიუსთან ბინის გაფორმება

ყველაფრის წაკითხვა, რაც წვრილი შრიფტითაა დაწერილი, მეტად მნიშვნელოვანია! თუ დარწმუნებული არ ხართ, როცა საქმე ნებისმიერი სახის დოკუმენტს ეხება, კერძო საკუთრების გაფორმება თუ სხვა მსგავსი რამე, სჯობს სპეციალისტს მიმართოთ. და კიდევ უფრო კარგი იქნება თუ გამოცდილ და სანდო ადამიანს მიმართავთ.

ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება თავისი არსით სირთულეს არ წარმოადგენს, ეს დოკუმენტია, რომელიც ნახსენები უნდა იყოს სახელწოდება, მხარეები, საგანი, არსი და ფასი. ასევე მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული იყოს ადამიანთა სია, რომელიც ბინაში ცხოვრობს და გარიგების შემდეგ საცხოვრებლის გამოყენების უფლებებს ინარჩუნებს.

რასაკვირველია, არსებობს დამატებითი პუნქტებიც, ისინი შეეხება ბინის მდგომარეობას, დროს, როცა საცხოვრებელი სივრცე ახალ მეპატრონეს უნდა გადაეცეს, ფულადი გარიგების დეტალები. წინდახედულობა და სიფრთხილე საცხოვრებლის ყიდვის ყველა ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია.

თაღლითობა ბინის საკითხში

თაღლითურ სქემათა უმეტესობა იმაში მდგომარეობს, რომ თაღლითები ბინას საკუთარ თავზე ისე იფორმებენ, რომ ამის შესახებ მეპატრონემ საერთოდ არ იცის. ამისათვის, მაგალითად, გამოყენებული შეიძლენა იქნას გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთხელაც თქვენს კარზე შეიძლება დააკაკუნონ და გითხრან, რომ თქვენ აღარ გეკუთვნით.

ამ შემთხვევაში, დახმარებისათვის უმალვე იურისტს უნდა მიმართოთ. ასეთ შემთხვევათა უმეტესობა სასამართლოში მომჩივართა სასარგებლოდ წყდება. ამისათვის, რასაკვირველია, საჭიროა რამოდენიმე ესპერტიზის ჩატარება და დოკუმენტაციის შემოწმება. აქ რაიმეს რჩევა რთულია გარდა იმისა, რომ ერთი კარგი იურისტის ნომერი მუდმივად იქონიოთ.

კიდევ ხდება ხოლმე ასეთი შემთხვევაც, რომ თაღლითი ხელში ისეთ მინდობილობას იგდებს, რომლის საშუალებითაც მას სხვადასხვა შესაძლებლობა ეძლევა. ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა ბინა სასწრაფოდ გაყიდოს, მაგალითად, როცა მეპატრონე დასასვენებლადაა წასული. ამგავრ სიტუაციაში საუკეთესო რჩევაა – დოკუმენტები არავის გადასცეთ: ნათესავებს, მეზობლებს, ნაცნობებს, თორემ დიდი რისკი იქნება იმისა, რომ ქონებას დაკარგავთ.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც თაღლითები იყენებენ, არის თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. მაგრამ სულ სხვა საქმეა, როცა ეს თქვენი გაუფრთხილებლობით ხდება, მაგალითად არ კითხულობთ დოკუმენტებს, რომელსაც ხელს აწერთ. ხშირად ხდება ისე, რომ მეპატრონე ბინაზე სესხის ნაცვლად, ხელს ყიდვა-გაყიდვაზე აწერს.

როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისაგან

ზოგიერთი მეთოდის შესახებ უკვე ზემოთაც ვისაუბრე, თუმცა მაინც არ იქნებოდა ურიგო პერიოდულად რეესტრიდან ამონაწერი მოგეთხოვათ, რომლის წყალობითაც, რომ რამე, დაამტკიცებდით რომ ბინა თქვენი საკუთრებაა.