ჭეშმარიტება ყოველთვის ისეთი როდია, როგორიც ის წარმოგვიდგენია. სტერეოტიპები არსებობს, თუმცა ისინი ხშირად არ მართლდება. მაგალითად ცნობილი ახალგაზრდა სამურაის ლუქი შეცვალა სუსტმა ყმაწვილმა სათვალით და კარგად დაყენებული თმით.

ლამაზი და გამოცდილი იაპონელი ქალები, რომლებსაც ტელევიზია და პოპ-კულტურა წარმოგვიდგენს, სინამდვილეში მშვენივრად გამოიყურებიან… მათ ერთი პატარა საიდუმლო აქვთ. მოდი ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ.

იაპონური სტილი

იაპონელი გოგოები – საყვარლები, მომღიმარი და ძალიან მხიარული არსებები არიან. ევროპელთა უმეტესობა აღნიშნავს რომ იაპონელი გოგონები სავსებით შეიძლება იაპონური კულტურის სიმბოლო იყოს საკურასთან, სამურაბსა და სუშისთან ერთად. რატომ? რამოდენიმე თეორია არსებობს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელი მშობლები თავიანთი შვილებისადმი მეტად მგრძნობიარენი არიან. ბოლო ხანებში კი გოგოებისადმი მეტ სითბოსა და მოფერებას იჩენენ, ვიდრე ვაჟიშვილებისადმი. იაპონური ცხოვრების წესი ასეთია, გინდა- არ გინდა, მუშაობა ბევრი მოგიწევს. სავარაუდოდ, ყველა თქვენთაგანს სმენია, რომ იაპონელისათვის ტრანსპორტში ან გასეირნებისას ჩაძინება საქებარი ამბავიც კია. ისინი ხომ ამდენს მუშაობენ.

მაგრამ არა ქალბატონები… ისინი სახლის სიმყუდროვის მცველები არიან, ამიტომაც უმეტესს შემთხვევაში არ მუშაობენ. ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნებს ტექნიკის ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც იაპონია. საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ტანსაცმლის გარეცხვა თუ სხვა სახლის საქმეები მეტად გამარტივებულია, საჭიროა უბრალოდ სწორ ღილაკს დააჭირო და მზადაა. ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით.

მეორეს მხრივ, ტრადიციულ პოპ-კულტურაში ახალგაზრდებს პოზიტიური ვიბრაციების სჯერათ. რასაკვირველია კონფლიქტებიც ხდება, თუმცა ეს უფრო გამოკლისია და საზოგადოების მიერ დაგმობილია. იაპონელ ახალგაზრდობას ყველაფერი ნაზი, ფემინური და პირდაპირ რომ ვთქვათ მულტფილმის მსგავსი იზიდავთ. ყმაწვილები ზოგჯერ გოგონებით უბრალოდ ხუმრობით იმოსებიან და მათ ამ ქმედებაში რაიმე სხვა აზრი არც დევს და არც თანატოლებისგან მიიღებენ დამცინავ კომენტარებს.

გარდა ამისა, როცა მომუშავე იაპონელ ქალბატონს ციკლი ეწყება, მას კომპანიის ხარჯზე შვებულების აღება შეუძლია. ეს ნორმალურად ითვლება. ასე ფირმათა უმეტესობა მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება რომ ეს სისტემა ყველა კომპანიაში დაინერგოს. მსგავსი პრაქტიკა ყველას მოსწონს: ქმრებსაც და ცოლებსაც. ამბობენ, რომ ეს ოჯახს განამტკიცებს კიდევაც.

რა საიდუმლოს ინახავენ იაპონელი გოგონები? დალაგება! ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დალაგების პროცესი იაპონელი ქალბატონისთვის გადაღლასა და ხასიათის გაფუჭებასთან ასოცირდება. ისინი სახლის საქმეების რამოდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით გაკეთებას არიან მიჩვეულები, მაგრამ მაინც რჩება ისეთი რაღაცები, მაგალითად ნაგვის გატანა, რაც კვლავ ხელით უწევთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოსაყენებლად ჯერ საჭიროა მასში ჭურჭელი მოათავსოთ, მაგრამ ამას როგორ იზამ ახალი მანიკურითა და სახლში რაიმეს კეთების სურვილის აბსოლუტურად არარსებობის შემთხვევაში? ან აი მაგალითად: იაპონიაში ნაგავი მკაცრად გაწერილი გრაფიკით გააქვთ. ნაგვის ურნები ქვეყანაში ფაქტიურად არაა. ზოგიერთი გოგონა ნაგვის შეკვრას უბრალოდ აივანზე ტოვებს, სანამ მას ვინმე სხვა არ გადააგდებს.

ხშირად კაპიტალური დალაგება ქმრებსა და მამებს უწევთ. დალაგება ხომ არც ისე საინტერესოა, როგორც ჰარაჯუკოზე სხვადასხვანაირი კაბით კოლექციის გამდიდრება. ეს არაფორმალური კუნძული ნებისმიერ ტურისტს გააოცებს: იქმნება შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდებით: კოსტუმები, გრიმი, თემატური წვეულებები.

დედაქალაქში ბევრი ადგილია, სადაც დაუქორწინებელი გოგონა შეიძლება ესტუმროს. ახალგაზრდობა კი ხანმოკლეა, რათა ის დალაგებაზე დახარჯო. სტატისტიკურად ქალბატონების ხასიათი ქორწინების შემდეგ უმჯობესდება, მაგრამ ასი პროცენტით ვერ ვიტყვით.

ასე რომ მეგობარო გაფრთხილებთ! თუ იაპონიაში ტურისტი იქნებით და საყვარელ და ლამაზ გოგონას გაიცნობთ, ნუ იჩქარებთ, შენს წინაშე მდგომმა ანგელოზმა შესაძლოა თვალები ახლახანს გაახილა, ჩაიცვა და ეგრევე გარეთ გავიდა, სახლში გაურეცხავი ჭურჭელი და ნაგვის შეკვრების გროვა აქვს. შეეცადე მის შესახებ მეტი გაიგო და უკვე მერე დაპატიჟო სასეირნოდ. წარმატებები მოგზაურობაში!