როგორ იშოვა იაპონელმა 2 წელიწადში 30 მლნ იენი

თუ ისეთ სამსახურში მუშაობთ, რომელიც არ გიყვართ და ჯერ კიდევ არ იცით, ვინ უნდა გამოხვიდეთ, ესეც იდეა. მიბაძეთ სედძი მორიმოტოს, რომელიც თავისი სიზარმაცით საკმაო თანხას გამოიმუშავებს. იაპონელმა უსაქმურობის ორ წელიწადში 30 მილიონი იენი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 300 ათასი დოლარია. მისი პროფესიაა – მეგობარი ქირით.

მეგობარი ქირით

იაპონებელი მეტად შრომისმოყვარე ერია, ამიტომაც მათ იმისთვისაც კი არ რჩებათ დრო, რომ მეგობრები ან ცხოვრების მეგზური იპოვონ. სულ არ სცალით. ამიტომაც 37წლის სედძი მორიმოტოს იდეა წარმატებული აღმოჩნდა.

მას უმაღლესი განათლება აქვს, ორი წლის წინ “ბიძიაზე” მუშაობდა. როგორც არ უნდა შევხედოთ, ის იყო ადამიანი, რომელსაც სურდა ისე ჰქონოდა შემოსავალი, რომ ზედმეტად ძალისხმევა არ დასჭირვებოდა. მაშინ ყმაწვილმა გადაწყვიტა თავისი სიზარმაცე 200%-ით გამოეყენებინა.

ოდესღაც სედძიმ ტვიტერში პოსტი განათავსა: “მე მარტივი დავალებების გარდა არაფრის კეთება არ ვიცი. ვაქირავებ ჩემს თავს როგორც პროფესიონალ უსაქმურს. თუ არ გყოფნით გუნდში მოთამაშე, რომელთან ერთადაც მაღაზიაში წახვიდოდით ან უბრალოდ ადგილია დასაკავებელი, შემიძლია კომპანიონობა გაგიწიოთ”, – მისი ეს ტვიტი მთელ ინტერნეტს მოედო. თავიდან სედძი თავის მომსახურეობაში ფულს არ იღებდა, მაგრამ როცა მისი კლიენტურა საკმაოდ გაიზარდა, ფასიც დაასახელა.

მორიმოტოს შემკვეთები უმეტესად მარტოხელა ადამიანები არიან, რომლებმაც მოიწყინეს. სედძი დამკვეთთან ერთად კინოში ან მაღაზიაში მიდის, ან კაფეში სადილის დროს საუბარს გააბამს. ყმაწვილი ფასში ითვალისწინებს გზისა და კვების ხარჯებს. ის ამბობს, რომ კომუნიკაციის მსგავსი ტიპი რაიმე პასუხისმგებლობას არ აჩენს. სედძისთან ურთიერთობისას ადამიანი მისი მოვალე არაა, არაა ისეთი გამაღიზიანებელი ასპექტებით შებოჭილი, როგორც მეგობართან ან ნაცნობთან შეიძლება აღმოჩენილიყო.

სედძი მორიმოტო 2018 წლამდე გამომცემლობაში მუშაობდა და ფიზიკაში სამეცნიერო ხარისხი აქვს. თუმცა მისთვის სერიოზულ სამუშაოს არც სიამოვნება და არც სასურველი შემოსავალი არ მოჰქონდა. დღესდღეობით იაპონელი წიგნის ავტორია, რომელშიც ის გვიყვება თუ როგორ შოულობს უსაქმურობით ფულს და ამასთანავე სერიალის გმირის პროტოტიპიც გახდა.

გასაოცარია, მსგავსი მონაბოდი როგორ შეიძლება გახდეს საუკეთესო ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რომელიც ყველაფერს თავიდან ფეხებამდე ამოტრიალებს. მთავარია გაბედო. როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროფესიის არსებობას აზრი ექნებოდა?