აბაზანის გაფორმებისას ბევრი მფლობელი ძირითადად სილამაზეზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ, როცა მთავარი მაჩვენებლები ფუნქციონალურობა და პრაქტიკულობა უნდა იყოს. თუკი სარკეზე არსებული ლაქები და აბაზანის გვერდებზე არსებული სხვადასხვა მილები გაღიზიანებთ, ხოლო ყოველდღიურ გაწმენდაზე ფიქრიც კი მოსვენებას გიკარგავთ, შეეცადეთ არ გამოიყენოთ აბაზანის გასაფორმებელი შემდეგი ტექნიკები.

ტექნიკა 1: სარკე ძალზედ დაბლა კიდია

თუკი ათვალიერებთ სააბაზანოების დიზაინს ინსტაგრამის ბლოგებზე ან Pinterest- ზე, ფოტოებზე ხშირად შეამჩნევთ სარკის კედელს ნიჟარის ზემოთ. ეს გამოიყურება ძალზედ ლამაზად და შთამბეჭდავად, თუმცა სრულიად არაპრაქტიკულია. და აგიხსნით რატომ. სარეცხი აბაზანის ყოველი გამოყენების შემდეგ, კედელზე შხეფები რჩება. თუკი სარკე პირდაპირ შემრევის უკან მდებარეობს, მაშინ მზად იყავით ყოველდღიურად უწესრიგო ლაქების გამოსაჩენად. ბინძური სარკე აბაზანაში არამარტო დაუდევრად გამოიყურება, არამედ მისი მოწესრიგებაც ყოველდღე მოგიწევთ. ამ პროცედურას შესაძლოაა მხოლოდ 10-15 წუთი დასჭირდეს, თუმცა ამ დროის დახარჯვა უფრო სასიამოვნო რამეებზე დახარჯვაც შესაძლებელია.

ტექნიკა 2: ფუნქციური თაროები არ არსებობს

მრავალი დიასახლისი არიდებს თავს ღია თაროებს, რადგანაც ისინი ხშირად ქმნიან ვიზუალურ ხმაურს. ამასთან, თუ არ იზრუნებთ მათ ხელმისაწვდომობაზე, აღარ იარსებებს არც აბაზანის იმ საჭირო აქსესუარების შენახვის საჭიროება, რომლებიც ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ. პრობლემიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. აბაზანის ლითონის ჩამოსაკიდებელი თაროების ნაცვლად, რომლებიც მოკლე ხანში ჟანგდება, გამოიყენეთ პლასტმასის ვარიანტები, ხოლო შამპუნები და ბალზამი ქარხნული შეფუთვიდან ლამაზ ბოთლებში გადაასხით. ასევე შეგიძლიათ უზრუნველყოთ აბაზანის აქსესუარების სპეციალური ნიშა – იგი გამოიყურება ესთეტიურად ძალზედ სასიამოვნო და მყისიერად წყვეტს სივრცის ნაკლებობის პრობლემას. თუმცა სააბაზანოს გვერდებზე შენახვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ – დასუფთავების დროს ურიცხვი ბუშტები ხელს შეგიშლით და უწესრიგობის შეგრძნებას შეგიქმნით.

ტექნიკა 3: საპონი და ჯაგრისის ჭიქა ნიჟარაზე

მიღებულია ამ ნივთების ნიჟარის გვერდებზე შენახვა, რათა მათზე წვდომა გარანტირებულ იქნეს. ამასთან, ამ ადგილმდებარეობას დადებითთან შედარებით ბევრად უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს. კერძოდ, სასაპნისა და ჯაგრისის ჭიქის ქვეშ დარჩება ნალექი და საპნის უსიამოვნო კვალი. გარდა ამისა, აბაზანის გარეცხვა ბევრად უფრო ადვილია, როდესაც მასზე არაფერი არ დგას. ბევრად უფრო პრაქტიკული გამოსავალი იქნება ნიჟარის ზემოთ კედლის დამჭერები. ისინი საკმაოდ კომფორტულია და არ იკავებს პირსაბნის ზედაპირს.

ტექნიკა 4: თავისუფალი ადგილი აბაზანის ეკრანს და იატაკს შორის

წინათ მიღებული იყო აბაზანის ქვეშ კომუნიკაციების ფილებით გადახურვა, მისგან ერთგვარი ეკრანის გამოყვანით. ამასთან, ეს გადაწყვეტა არაპრაქტიკული აღმოჩნდა, რადგანაც ნებისმიერ დროს შესაძლოა გახდეს საჭირო წვდომა მილებთან, რაც ფილების გაყვანის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული. ბევრად უფრო ადვილია კლასიკური ეკრანის დაყენება, რომლის ამოღებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. თუმცა ეკრანის დაყენებისას მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ მასა და იატაკს შორის თავისუფალი ადგილი არ იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერი დაგროვდება ძნელად მისადგომ ადგილზე. ამიტომაც შეძენამდე ფრთხილად გაზომეთ მანძილი აბაზანის პირიდან იატაკამდე და შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ზუსტად დაფარავს მთელ სივრცეს, ისე, რომ დაბინძურების შანსსაც არ დატოვებს.

ტექნიკა 5: ნიჟარის ზემოთ არსებული სარკე ღია თაროებით

ერთ დროს ძალზედ პოპულარული იყო სარკეები ღია თაროებით, ვინაიდან ხელთ ყველა საჭირო წვრილმანის შენახვის საშუალება იყო უზრუნველყოფილი. თუმცა მედალს უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა: აბაზანის გაწმენდის დროს თავიდან უნდა მოგეცილებინათ ყველა შიგთავსი თაროებიდან, მოგეშორებინათ მტვერი და შემდეგ მოგეთავსებინათ ნივთები თავიანთ ადგილებზე, რაც არც ისე მოსახერხებლად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, აბაზანის აქსესუარების ასეთი ადგილმდებარეობით, სარკის დაბინძურების რისკიც გაიზარდა. ყველამ ვიცით, თუ რამდენად რთულია მისი ზედაპირის მოწესრიგება ზოლების დატოვების გარეშე.

ტექნიკა 6: ღია სივრცე სარეცხი მანქანის უკან

იმის გათვალისწინებით, რომ მილები სარეცხის მანქანის უკანა მხარესაა განლაგებული, მოწყობილობა არ შეიძლება განთავსდეს კედელთან ახლოს, რათა მათი შეღუნვა არ მოხდეს. თუმცაამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკან უზარმაზარი მტვერი გროვდება, რომლის გაწმენდაც ძალიან რთულია. რა უნდა გააკეთოთ ამგვარ სიტუაციაში? ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მანქანის ზედა ნაწილის მაგიდის თავით და გვერდებზე კედლებით დაფარვა. შესაბამისად, მის გარშემო ნაკლები მტვერი დაგროვდება და გარეგნული იერსახეც გაცილებით ესთეტიკური გახდება.

ტექნიკა 7: შავი ფერის სანტექნიკა

შავი სანტექნიკა გამოიყურება წარმოუდგენლად შთამბეჭდავად, განსხვავებით კლასიკური თეთრისგან. თუმცა სანამ აბაზანისთვის იყიდით, რამდენჯერმე კარგად დაფიქრდით ამაზე. საქმე იმაშია, რომ მუქ ფერზე აშკარად იკვეთება ყველა ლაქა, შხეფი, ზოლი, კირქვის კვალი. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა მაშინ იქნება, თუკი თქვენს რეგიონში ხისტი წყალია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინუსი ისაა, რომ შავ სანტექნიკაზე მტვერიც აშკარად ჩანს. ამიტომ, თუკი თქვენს გეგმებში ყოველდღიური დასუფთავება არ შედის, უპირატესობა მიანიჭეთ აბანოს, პირსაბანს და ონკანებს ტრადიციულ თეთრ ფერში.

ტექნიკა 8: კაფელი ჭერამდე

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის აბაზანის დეკორაციის მთავარ და ერთადერთ მასალას კაფელი წარმოადგენდა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან იგი არის ძლიერი, გამძლე, ტენიანობის მიმართ მდგრადი და ადვილად იწმინდება. თუმცა აღარაა საჭირო მისით კედლამდე ყველა ჭერის მოპირკეთება. პირველ რიგში, ეს იაფი სიამოვნება როდია. მეორეც, ასეთი გადაწყვეტა მოძველებულ იერს ატარებს. მესამეც – დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ დასუფთავებაზე, რადგანაც ფილებზე, განსაკუთრებით მუქებზე, აშკარად ჩანს წყლის კვალი და ლაქები.

თანამედროვე ბაზრებზე არსებობს სხვადასხვა გაფორმების მრავალი ვარიანტი, რომლებიც ტენიანობისა და ტემპერატურის მიმართ მდგრადნი არიან და, შესაბამისად, შესანიშნავ ერგებიან სველ წერტილებს. თუკი მზად არ ხართ უარი თქვათ კაფელზე, დააკავშირეთ რამდენიმე მასალა ერთმანეთთან. მაგალითად, შეგიძლიათ დააწყვილოთ საღებავით, შპალერით ან დეკორატიული თაბაშირით, რომელიც ადვილად იწმინდება და ორთქლის მიმართ გამძლეა. ზოგიერთი დიზაინერი გვირჩევს შევავსოთ კედლის ფილები ფართო კარნიზით, რადგანაც მიიჩნევენ, რომ იგი ესთეტიურად ძალზედ სასიამოვნოდ გამოიყურება.