ინტერიერის ჩვენებური კლასიკა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. ზოგიერთ ნივთს ისე ვართ შეჩვეული, რომ სხვებთან სტუმრობისას მსგავსს თუ ვერ ვპოულობთ, გვიკვირს. სხვა ქვეყნების ინტერიერის ნახვისას კი ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ინტერიერის იმ დეტალებს, რომლებსაც ევროპულ ქვეყნებში ნამდვილად ვერ შევხვდებით.

კლასიკა ინტერიერში

მოდურ ჟურნალებში თითქმის არავინ იხედებოდა, ინტერიერი საკუთარ გემოვნებასა და სხვების მაგალითს ეყრდნობოდა. ბევრი სტანდარტი უბრალოდ ხალხიდანვე წამოვიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ ხალხი არც ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობდა და ზოგ სახლში იატაკი მიწის იყო. ახლა კი ბინები, ავეჯი, სააბაზანო…

კლასიკა ინტერიერში

1. სხვადასხვანაირი ავეჯი

ბინებში, სადაც საბჭოური ინტერიერია შემონახული, საკმაოდ ჭრელი სურათია დაგხვდებათ. ერთი სავარძელი ასეთია, მეორე კი ისეთი, დივანი ერთი ფერისაა, სკამები მეორე. მოქალაქეები ყოველთვის ვერ ახერხებდნენ მთლიანი გარნიტურის მოძებას, ამიტომაც ჟანრის კლასიკაში გარნიტურა ასე ნაწილ-ნაწილ იყო შეგროვებული.

2. ხალიჩები

ხალიჩები საკმაოდ ძვირადღირებული იყო, ამიტომაც გარკვეულ ფასეობას წარმოადგენდნენ და განიხილებოდა როგორც ინვესტიცია. ისინი გამოსაჩენ ადგილებზე იყო განთავსებული: კედლებზე, იატაკსა და ჭერზეც კი. ეს ის კლასიკაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს. დღესდღეობით მსგავსი სტილი აღარ მოგვწონს და არ ვფიქრობთ, რომ მისი გამოყენება მართებულია. ევროპაში, რასაკვირველია, ხალიჩებთან სხვაგვარი დამოკიდებულებაა.

3. შპალერი

შეუცვლელი კლასიკა, როგორც საბჭოელი ხალხისთვის, ასევე თანამედროვე დიზაინერებშიც. უნდა ითქვას, რომ შპალერი ძალიან კარგი რამეა. მისი უამრავი ვარიანტი არსებობს, შეგიძლიათ ერთი ოთახი ასე გააკეთოთ, მეორე ოთახი ისე და მესამეში კი აბსოლუტურად სხვა დიზაინი. ძველ ბინებში ძველებური შპალერი ჯერ კიდევ შემონახულია, მათი დანახვისას წარსულის ნოსტალგია და სითბო გვავსებს. რაც შეეხება ევროპელებს, მათ კედლების შეღებვის ვარიანტი უფრო იზიდავთ.

4. კარადა შემოსასვლელში

არსებობს სარკის ზედაპირითაც. ვერ ვიტყვით, რომ ევროპაში მსგავს რამეს ვერ შევხვდებით, თუმცა ჩვენებურ ინტერიერში ის მაინც ნამდვილი კლასიკაა. დიდ კარადაში ფაქტიურად ყველაფერი ინახება, თბილი ზედები, რომლებსაც ევროპელებზე ხშირად ვიყენებთ. კიდევ სად უნდა იდგას, თუ არა შემოსასვლელში?

5. სარკე

შემოსასვლელში. მსგავსს ინტერიერში დღესაც ხშირად იხილავთ, არსად დაკარგულა. გასაკვირი რა არის რომ? საქმე იმაშია, რომ როგორც წესი სარკე შემოსასვლელშია განთავსებული და ეს ჩვენებური ინტერიერის კოზირია. თუ თვითონ სარკე არა, მაშინ აუცილებლად სარკის კარიანი კარადა მაინც. ნუ ეს მაშინ, როცა ბინა შედარებით თანამედროვეა, ძველებურ ინტერიერში დაბალ ტუმბოს დიდი სარკით უფრო შევხდებით. ჩვენთან კომპაქტურობა ყოველთვის დაფასებული იყო.

სრული კლასიკა

6. ბიდე

ევროპულ საპირფარეშოებში შესაძლოა ისეთ რაღაცას წააწყდეთ, როგორიცაა ბიდე. ჩვენთან კი უნიტაზიც გვყოფნის ხოლმე. სიმართლე რომ გითხრათ, ბიდე საკმაოდ მოსახერხებელია რამაა, მაგრამ ჩვენთან დაუფასებელია, მის გარეშედაც გავდივართ ფონს. გარდა ამისა, ჩვენს საპირფარეშოებში იშვიათია ფანჯრის არსებობა, ევროპაში კი ფანჯარა აუცილებლადაა გათვალისწინებული. ფანჯარას სარგებელი იმ კუთხით მაინც აქვს, რომ ოთახის განიავება შეგიძლიათ.

7. ცელოფნები ცელოფანში

მსგავს რამეს მარტო ჩვენთან თუ შეხვდებით. რაციონალური აზროვნება პირდაპირ გენებში გვაქვს. ხომ საჭიროა რამეში გახვევა, ჩადება, გადაგდება? სამზარეულოში ჰკიდია ცელოფანი, რომელიც ცელოფნებითაა სავსე. ამოირჩიეთ ნებისმიერი, რომელიც მოგეწონებათ. სუპერმაკეტში ყოველჯერზე ახალს ხომ არ იყიდით? რასაკვირველია, არა!

8. აივანი

როგორც ჩანს, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ იმის გააზრება, რომ აივანის გამოყენება უმჯობესია მოსასვენებლად, განსატვირთად. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ სასიამოვნო პეიზაჟია. ძველად კი აივანი ეს ერთგვარი საკუჭნაო უფრი იყო, სადაც ყველა არასაჭირო ნივთი ინახებოდა, რომელთა გადაყრაც ენანებოდათ. პრინციპში მხოლოდ წარსულში?

9. ფარდები

ისე გამოვიდა, რომ ჩვენთან უპირატესობა მძიმე და სქელ ფარდებს ენიჭება, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ ძვირფასი ქსოვილებისგანაა დამზადებული. თუ ვინმეს სახლში მსგავსს ფარდებს წააწყდებით, გახსოვდეთ, რომ იმ ადამიანებს ესტუმრეთ, ვინც კლასიკას აფასებს. რასაკვირველია, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა თანამედროვე ინტერიერებში მათ იშვიათად თუ შევხვდებით.

10. ნივთები

უამრავი ნივთი მაგიდაზე, თაროებსა და სერვანტში, რბილი სათამაშოები დივანზე და დიდი ბიბლიოთეკები – ყველაფერი ეს კლასიკური საბჭოური ინტერიერის კლასიკაა. დღესდღეობით კი მოდაში მინიმალიზმია, ყველა არასაჭირო ნივთს თავიდან ვიცილებთ. ნუ უფრო სწორად ძირითადად ეს ტენდეცია ევროპელებში შეიმჩნევა, ჩვენ ძველ ყაიდაზეც კარგად ვგრძნობთ თავს.

რედაქციისაგან

კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ, თქვენს ბინაში რა შემორჩა კლასიკიდან და არც ფიქრობთ, რომ შეცვალოთ. ხოლო თუ აპირებ ან უკვე დაიწყე, გაგვიზიარეთ რის შეცვლას გეგმავთ და ახლა როგორ გამოიყურება თქვენი ინტერიერი. გელოდებით!

პირადად მე კლასიკა ინტერიერში დღემდე მომწონს, რაღაცნაირად ბავშვობაში მაბრუნებს. მაშინ არც პრობლემებზე ვფიქრობდი და უბრალოდ ცხოვრებით ვტკბებოდი. მადლობა ჩვენთან რომ რჩებით!