რით იკვებებოდნენ მონღოლი დამპყრობლები: ლაშქრობისას თან არაფერი მიჰქონდათ

როცა საუბარი შუა საუკუნეების მონღოლებსა და მათ სამხედრო დანაყოფებზეა, პირველი, რაც ჯერ კიდე სკოლის პერიოდიდან გვახსენდება არის «უსახლკაროები» შუბით ხელში, რომლებიც ტალღასავით გადაადგილდებიან და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებენ. ისინი წვავენ, ქურდავენ და ნადავლის ძიებაში მთელ ტერიტორიას ანადგურებენ. სინამდვილეში კი ამ ყოველივეს რეალობასთან ძალიან მცირე კავშირი აქვს.

რით საზრდოობდა მონღოლთა ჯარი

უმალვე ვამსხვრევთ შაბლონს: მონღოლური სამხედრო ურდო არაორგანიზებული ტალღა სავსებით არაა, იდეაში მსგავსი დანაყოფი სამხედრო მიზნებისათვის დაგეგმილი მიგრაციაა. ორგანიზებული დანაყოფი 10 ათასი მეომრისაგან შედგებოდა. მასში შემავალი ადამიანების სრული რაოდენობით თუ ვიმსჯელეთ, რეალური რიცხოვნობა უფრო მეტი იყო. მეომრებთან ერთად ადამიანთა დიდი რაოდენობა მომთაბარეობდა, რომლებსაც ერთი შეხედვით ომთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ ურდოს ბარგის დამტარებელი ჰყავდა.

თვითონ მომთაბარე მეომარს მართლა ცოტა თუ ებადა რამოდენიმე ცხენის გარდა(სხვათაშორის, ჩინგიზხანმა დააკანონა, რომ თითოეულ მეომარს სამი ცხენი ჰყოლოდა: ორი საომარი და ერთიც სასიარულო). მონღოლ-დამპყრობელთა უკან ურდოს სხვა მაცხოვრებლები მოდიოდნენ, მათ შორის უამრავი ნათესავი, ქალები და ბავშვები. ომის დროს ისინი ფრონტის უკანა ხაზზე რჩებოდნენ და მომთაბარე მეურნეობით იყვნენ დაკავებულები, რათა მეომართა მომარაგების ორგანიზება მოეხდინათ. მართალია მონღოლები დაპყრობილ ტერიტორიებს ნადავლის მოსაპოვებლად ქურდავდნენ, მაგრამ მათ საკვები პროდუქტები თავიდანვეც მიჰქონდათ. საინტერესოა ისიც, რომ საკვების მარაგი მიჰქონდათ არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ საბრძოლო ცხენებისთვისაც. ურდოს შემადგენლობაში ნახირიც შედიოდა, რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში საკვებად გამოიყენებოდა.

რას ჭამდნენ მონღოლები

აქ ყველაფერი მარტივადაა. შუა საუკუნეების მეომრების რაციონი თანამედროვე მონღოლური სამზარეულოს ანალოგი იყო. მშრალი რაციონის სახით კურუტს იყენებდნენ – თხის, ცხვირს ან ძროხის გასქელებული რძისგან დამზადებული ბურთულები. აღნიშნული კერძი ტომარაში მაცივრის გარეშე ერთ თვემდე ინახება. მონღოლთა რაციონის ძირითადი შემადგენელი ელემენტი ნახირის ხორცი იყო, მათ შორის ცხენისაც. მას აშრობდნენ და ხორცის ზოლებს, რომელსაც ბორცი ეწოდებოდა. და ბოლოს, მონღოლები ჩვეულებრივ ყველსაც მიირთმევდნენ, რომელსაც ბისლაგი ერქვა. მათ რაციონში შედიოდა ხაჭო – არული, პროსტაკვაშინო – ტარაკი, ნაღები – ურუკი. მონღოლები რამოდენიმე სახის ძეხვსაც ამზადებდნენ, მათ შორის მოხარშულსა და ღვიძლს.

დაბანაკების პერიოდში მონღოლები ხორცს თუშავდნენ – ხორხოგი, ამზადებდნენ ჩებურეკი – ხუშურს, ნამცხვარს – ბუზის და მაკარონსაც კი – ცუივანი. ურდოს მარაგი თან დაჰქონდა. ის განკუთვნილი იყო, როგორც ადამიანებისთვის, ასევე საომარი ცხენებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მდელოებზე არსებული ბალახითა და თივა საარსებოდ არ ყოფნიდათ. მარცვლეულის დიდი ნაწილი ურდოში დაპყრობილი ტერიტორიებიდან შედიოდა, პირველ რიგში ჩინეთიდან, ასევე კავკასიიდან.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ომის პერიოდში მათი რაციონი მშვიდობიანობის ხანიდან დიდად არ განსხვავდებოდა. რასაკვირველია, რამოდენიმე ათასეული მონღოლის შესახებ ისტორიები, რომლებიც ჩინეთში, კავკასიაში, რუსეთსა და ევროპაში შეიჭრა, ხელოვნურად გაბერილი ციფრებია. თუმცა ამასთანავე ის ფაქტი, რომ ურდო მობილური ქალაქია თავისი მეურნეობით, დიდი ხანი იყო ჩინგიზხანისა და მისი შთამომავლების წარმატების გარანტი.

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ ის თქვენს ისტორიული ამბებით დაინტერესებულ მეგობრებსაც.