როგორ აღადგინეს დამწვარი სახლი – ახლა იგი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს

საგვარეულო მამულში Fold House არსებული სასტუმრო სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მხოლოდ ნაკრძალის მონაკვეთში არსებული ულამაზესი ნაკვეთი დარჩა, რომელიც შემდგომში მესაკუთრეთა შთაგონების წყაროდ იქცა გასაოცარი კოტეჯის აეშენებინათ. კანადური არქიტექტურული კომპანიის წყალობით ახალი ქალაქგარე რეზიდენცია აიგო, რომლის განმეორადი კონტრურები მოფარფატე სახურავს ერწყმის, ხედი კი უზარმაზარ ოკეანეზე გადის.

ორიგინალი სასტუმრო სახლი, რომელშიც კანადის ტერიტორიაზე პირველი აუზი იყო გამათბობლით, 2017 წელს დაიწვა. ის საგვარეულო მამულში Fold House, სკოტ ფრიდმანის 1870 წელს გეორგიანულ სტილში აგებული აგარაკის შორიახლოს იდგა. აგარაკის ადგილმდებარეობა, კერძოდ კი ის, რომ იგი აგებული იყო ქალწულებრივი ტყის ნაკრძალში, კარგი არგუმენტი აღმოჩნდა მისი აღდგენის სასარგებლოდ. მფლობელი თავის მამულს მისი 5 ადამიანისაგან შემდგარი ოჯახისათვის ქალაქური ცხოვრების «შხამსაწინააღმდეგოდ» მიიჩნევს და ამიტომაც ისინი აგარაკს ხშირად სტუმრობენ ხოლმე.

იმის გათვალისწინებით, რომ კანადური არქიტექტურული ფირმა Partisans ცნობილია არასტანდარტული პროექტებით სხვადასხვა სახის თამამი, დრამატული მოხრილობებითა და ამასთანავე იმის ნიჭითაა დაჯილდოებული, რომ თანამედროვე შენობა ადგილობრივ ლანდშაფტთან ჰარმონიაში მოიყვანოს, გასაკვირი არაა, რომ სკოტ ფრიდმანმა სწორედ მათ მიმართა.

ინფორმაცია: ჰარმონიულობაზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია ონტარიოს პროვინციის, გალმილტონის სიახლოვეს არსებული ნაკრძალია. გარდა იმისა რომ Fold House მამულის მთავარი შენობა არქიტექტურის ძეგლს წარმოადგენს, ქვეყანაში ნაკრძალებთან დაკავშირებული მკაცრი კანონმდებლობა არსებობს და შესაბამისად არქიტექტორის უპირველესი მიზანი ლანდფშატისა და სიმწვანის შენარჩუნება იყო, ხოლო რაც შეეხება თავად ნაგებობას, მისი პირვანდელი სახით აღდგენა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

ბოლო გარემოებამ დიზაინერებს საშუალება მისცა არ შემოფარგლულიყვნენ კლასიკური ფორმებითა და კონსტრუქციებით, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ სახურავების ახლებური ტექნიკა, ხოლო შიდა სივრცის ორგანიზებისას კი უპირატესობა არასტანდარტული მეთოდებისთვის მიენიჭებინათ. ასევე ისინი შეეცადნენ მხოლოდ ბუნებრივი მასალები გამოეყენებინათ, რათა შენობა გარემოსთან მაქსიმალურად შერწმული გამხდარიყო.

ჩვენი ინფორმაციით შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მშენებლებმა ტერიტორიის სკანირება მოახდინეს, მათ 3D მოდელი შექმნეს და უკვე შემდგომ შეუდგენ პროექტის რეალიზირებას. ამ ყველა მანიპულაციის წყალობით კომპანიამ შეძლო ხანძრის შემდეგ დარჩენილი ნარჩენები გასაოცარ რეზიდენციად გარდაექმნა, რომელსაც ტალღოვანი ჭერი და არასტანდარტული ფორმები ექნებოდა.

ახალი ობიექტი სკულპტურას ანდაც ფუტურისტულ არტ-ობიექტს მოგვაგონებს, რომელიც ორი სართულისაგან შედგება, პირველ სართულზე აუზია 24მეტრიანი მოძრავი ფასადით, რომელიც მინისგანაა დამზადებული. მის ზემოთ კი რკინის კიბეა გადებული, რომელსაც სახლის სახურავიდან მთავარ სახლამდე მიჰყავხარ.

ახალ ობიექტში ოჯახის ყველა წევრისა თუ სტუმრისათვის მოწყობილია საერთო სასტუმრო ზონა, სამი საძინებელი, ოთხი სააბაზანო, სამზარეულო-სასადილო და საბილიარდო დარბაზი, რომელიც გამათბობლიან აუზის გვერდითაა განთავსებული. სასტუმრო სახლის ფასადი ძირითადად მოხრილი მუხისგანაა შექმნილი, რომელიც დამაგრებულია მეტალითა და შუშით.

განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც სახურავი იმსახურებს, რომლის ტალღისებრივი ფორმა ისეა მოწყობილი, რომ კიბე მისგან იწყება. სწორედ მის ქვეშაა ჩამალული 27,4მეტრის სიმაღლის მეტალის ნივნივი, რომელიც თეთრი მუხისაგან დამზადებულ საფეხურებრივ ჭერსა და სახურავს იჭერს. კონსოლური ანჟამის საშუალებითა და ფასადის გამჭირვალობით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახურავი მიწის ზემოთ დაფარფატებს.

მოღუნული ხის სახურავის გამორჩეულად დრამატიზირებისთვის, გამოყენებულ იქნა შეკუმშვის ტექნიკა, რომელიც როგორც წესი ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებისთვისაა საჭირო. ასეთ მასშტაბის შემთხვევაში კი ეს მეტად რთული ტექნოლოგიური პროცესი იყო.

კუთხეების თავიდან ასარიდებლად, რათა კონსტრუქცია ლანდფშაფტს მაქსიმალურად შერწყმოდა, კედლებიც კი გარშემოდენილი ფორმის გააკეთეს. ამან ხელი შეუწყო უფრო მყუდრო აპარტამენტების შექმნას, რომელშიც ძირითადად მრგვალი ფორმის ავეჯი და აქსესუარებია, ამას კი თუ ხის მასალის არსებობას დავუმატებთ, ჯამში მეტად დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ატმოსფერას მივიღებთ. სიმყუდროვეს ქმნის ჭერიდან იატაკამდე გადაჭიმული ფანჯრები და მოძრავი ხის კარები(პირველ სართულზე), რომლებიც შიდა და გარე სივრცეს შორის ზღვარს შლის, რითაც პეიზაჟით ტკბობის საშუალებასა და მუდმივად ცვალებადი ბუნებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

თქვენ თუ ისურვებდით მსგავსს სახლს? გაგვიზიარეთ კომენტარებში