რომელი მცენარეები ნდა გქონდეთ ფანჯრის რაფაზე, ჰაერი და ატმოსფერო რომ გაიწმინდოს

ბევრ ჩვენთაგანს სახლში ყვავილების გაზრდა მოსწონს, რადგანაც ისინი სიმყურდოვისა და ჰარმონიის განცდას გვიქმნიან, თან ამასთანავე ჰაერის ხარისხსაც აუმჯობესებენ. მაგრამ ისმის კითხვა, ყველა მცენარე ჩვენი სახლისათვის თანაბრად სასარგებლოა? დღევანდელ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ, თუ რომელი მცენარეებია სახლისათვის უკეთესი და დავეყრდნობით მარინა ალხუტოვას მოსაზრებს, ის მებაღეობისათვის მიძღვნილ ტელეშოუში ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანია.

საბედნიეროდ, მცენარეთა სია, რომლების სახლში სარგებელს მოგიტანთ, საკმაოდ დიდია. ალოე საკმაოდ გავრცელებული ვარიანტია. ერთი შეხედვით ცოტა გაუგებარიც კია ამ მჩხვლეტავ მცენარეს რა სარგებელი უნდა მოჰქონდეს, თუმცა რეალურად ის ჰაერს იმ დონეზე წმენს, რომ გრიპით დაავადების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მსგავსი თვისება აქვს მირტს, ლიმონსა და ქლოროფიტუმს. ხოლო მცენარეები, როგორიცაა კალანხოე, სანსევიერია, როზმარივი, ბეგონია და ლავანდა, სასარგებლო გავლენას ძილის ხარისხზე ახდენს: ისინი ნერვულ აღგზნებულობას ამცირებენ. მათი განთავსება საძინებელში ან ბავშვების ოთახში შეგიძლიათ. გარდა ამისა, როზმარინი შეგიძლიათ სამზარეულოში სანელებლის სახითაც გამოიყენოთ, ის კულინარიაში გამოიყენება, როგორც ცოცხალ, ასევე გამხმარ მდგომარეობაში. სამზარეულოში სასარგებლოა ბარაქის ხის, ქლოროფიუმისაა და ასწლოვანის ქონა – ისინი ფიტონციდებს გამოყოფენ, რისი წყალობითაც ტოქსინებსა და სოკოებს ანადგურებენ.

ვფიქრობ, ყველას ესიამოვნება იმის ცოდნა, რომ სახლში აქვთ მცენარე, რომელსაც ყველა მომენტში შეუძლია სარგებლის სწრაფად და ეფექტურად მოცემა. ასე რომ თუ თქვენ გსურთ ისეთი ყვავილის ყიდვა, რომელსაც სამკურნალო უნარები აქვს, ყურადღება შემდეგ მცენარეებს მიაქციეთ: უკვე ნახსენები კალანხოე(ის კურნავს ჭრილობებს, ასევე მისი წვენი შეგიძლიათ სურდოს დროსაც გამოიყენოთ), ნემსიწვერა(თავისი არომატით შველის თავის ტკივილს, ამასთანავე აფრთხობს მცირე ზომის მწერებს), წიწაკის პიტნა(დაგეხმარებათ თავის ტკივილთან გამკლავებაში და ასევე ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზირებას).

სახლის მცენარეთა მხოლოდ 2% ითვლება საშიშად და ისიც მათში შემავალი შხამიანი ნივთიერებების გამო. ამა თუ იმ მცენარის შეძენამდე აუცილებლად წაიკითხეთ მისი თვისებების შესახებ, საერთოდ კი უმჯობესია მთელი ინფორმაცია დეტალურად გამყიდველ-კონსულტანტს გამოკითხოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული ადამიანების, პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველების შემთხვევაში.

სახლში ისეთი მცენარეების ქონის შემთხვევაში, როგორიცაა აზალია, დიეფენბახია, ციკლამენი, აგლაონემა, ფილოდენდრონი და კროტონი, სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ: ისინი საკმაოდ ალერგიულებია და შესაძლოა ალერგიული რეაქცია ისეთ ადამიანშიც კი გამოიწვიოს, რომელიც ზოგადად ალერგიას არ უჩივის. მთავარი საფრთხე მცენარიდან გამოყოფილ შხამიან წვენშია: მაგალითად, შინაური ცხოველმა ან ბავშვმა მცენარის ფოთოლი პირში რომ ჩაიდოს, მისი წვენი არა მხოლოდ დამწვრობას, არამედ მოწამვლასაც გამოიწვევს. ღამისთევისა და სუროს სახლში გაჩერებაც არაა რეკომენდირებული: მათი ნაყოფი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და შესაძლოა ბავშვის ან შინაური ცხოველის ყურადღება მიიქციოს, თუმცა მათი მირთმევა შხამიანობის გამო კატეგორიულად არ შეიძლება.

ასევე სიფრთხილე გმართებთ ოლეანდრთან, რძოვანას(მის ყველა სახეობასთან) და პრიმულასთან: მისი ხასხასა, ლამაზი და ბარხატოვანი ფოთლები კი მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თაბრუსხვევასა და ღებინებას იწვევს. თუ თქვენ სახლში უკვე გაქვთ ასეთი მცენარეები, ისინი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას მოათავსეთ, მათთან შეხების შემდეგ კი ხელები კარგად დაიბანეთ.