აკრილი მტკიცე მასალაა გლუვი ზედაპირით. მისგან დამზადებული აბაზანა გამძლეობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. თუმცა, მისი არასათანადო მოვლის შემთხვევაში, ის მალევე გაფუჭდება, რაც თავის მხრივ სანტექნიკის ვიზუალურ მხარეზეც ნეგატიურად აისახება. საქმის ამგვარი განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოიყენოთ შესაფერისი საშუალებები, რათა აკრილს ნაკაწრები და ნაპრალები არ გაუჩნდეს. გამოცადეთ თავი და გაიგეთ სწორად უვლით თუ არა აკრილის აბაზანას.

კატეგორიულად აკრძალულია

1. აბრაზივები

აკრილის მთავარი მტერი აბრაზივების შემცვლელი საწმენდი საშუალებაა. ყოველ გამოყენებასთან ერთად მარცვლები აკრილის ზედაპირს უფრო და უფრო მოაცილებენ. შედეგად სანტექნიკა დაკარგავს დამახასიათებელ ბზინვარეს და ამასთანავე დაზიანებებისადმი უფრო მგრძნობიარე გახდება. იგივე მიზეზით უარის თქმა გმართებს ფხვნილებისთვისაც.

2. ქლორი

აკრილის აბაზანისათვის ქლორით დეზინფექციის ჩატარება ცუდი იდეაა. მართალია, ნივთიერება მიკრობებს გაუმკლავდება, თუმცა ამასთანავე აკრილის გამუქებასაც გამოიწვევს. ვფიქრობ არავის სურს, რომ ქათქათა აბაზანა განაცრისფრდეს ანდაც გაყვითლდეს. თუ ქლორით წმენდას გაიმეორებთ, ზედაპირი საერთოდაც მცირე ზომის ფორებით დაიფარება, რომელშიც კიდევ უფრო მეტი მიკრობი დაიბუდებს.

3. აცეტონი და ამიაკი

აგრესიული ქიმიური საშუალებები აკრილზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ისინი ზედაპირის სტრუქტურას შლიან, რის გამოც ნაკაწრები და ნაპრალები ჩნდება. აცეტონს აკრილთან დიდხანს ურთიერთობის შემდეგ მასში ნასვრეტის გაკეთებაც კი შეუძლია. იგივეა ამიაკის შემთხვევაშიც. რეკომენდირებულია აღნიშნული საშუალებები აკრილის აბაზანისგან შორს დაიჭიროთ.

4. ფორმალდეჰიდები

საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელიც ფორმალდეჰიდებს ან სხვა მსგავსს კომპონენტებს შეიცავს აკრილის გასაწმენდად მკაცრად აკრძალულია. მასალა ამ ნივთიერებებს უბრალოდ არ იღებს და მათი ზემოქმედებით იშლება. საწმენდი საშუალების შეძენისას შემადგენლობას დეტალურად და დაკვირვებით გაეცანით!

აკრილის მოვლასთან დაკავშირებული რჩევები

1. აბაზანა რეგულარულად გარეცხეთ და არ მისცეთ ჭუჭყს დაგროვების საშუალება. ყოველკვირეულად აბაზანის გენერალური დალაგება ჩაატარეთ. ბანაობის შემდეგ კი, აბაზანას ცხელი წყალი გაავლეთ, რათა მას ბრწყინვალება დიდხანს შეუნარჩუნოთ.

2. საწმენდად გამოიყენეთ სპეციალური აკრილის საწმენდი საშუალებები ან უბრალო საპონი. ისინი აბაზანის ზედაპირს რბილი ღრუბლის გამოყენებით წაუსვით და სანტექნიკა დელიკატური მოძრაობებით გაწმინდეთ.

3. თუ ღრუბელი ორმხრივია, არასდროს გამოიყენოთ ხაოიანი მხარე, რაღა აბაზანა არ გაკაწროთ. ძლიერი დაბინძურებით შემთხვევაში ზედაპირს ძლიერ ნუ გახეხავთ, რთულად მოსაშორებელი ლაქები ლიმონის წვენით დაამუშავეთ, ცოტა დაელოდეთ და მოწმინდეთ.

4. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ხელთ არსებული ქიმიური საშუალება აკრილისთვის გამოსადეგია, ის აბაზანის ნაკლებ შესამჩნევ ადგილს წაუსვით და დააკვირდით ზედაპირი ხომ არ შეიცვალა, ხოლო უკვე შემდგომ, შედეგიდან გამომდინარე, გამოიყენეთ აღნიშნული საწმენდი საშუალება.

5. თუ ზედაპირზე ნაკაწრები გაჩნდა, მათი მოშორება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კია. ამისათვის ბეწვის სქელი ღრუბელი დაგჭირდებათ. მისი დახმარებით ზედაპირი აკურატულად მოხეხეთ იქამდე, სანამ ნაკაწრები არ გაქრება. კიდევ ერთი მუშა მეთოდია თხევადი აკრილი. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც მცირედი, ასე ღრმა ნაკაწრების შემთხვევაშიც. საშუალება ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იყიდება. წაუსვით მცირეოდენი თხევადი აკრილი დაზიანებულ ადგილს და ზედაპირი ნიჩაბით გაასწორეთ.

სწორი მოვლის საშუალებით აკრილის აბაზანა არაერთი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ, არ დაიკაწრება და დალაქავდება რამოდენიმე თვის მანძილზე. თუმცა გახსოვდეთ, რომ სანტექნიკა შესაძლოა არასწორი მონტაჟისა და ესპლუატაციის გამოც დაზიანდეს და ამ კუთხითაც ყურადღება გმართებთ.