რემონტი, თუნდაც ყველაზე მაღალხარისხიანი და ლამაზი, გამაღიზიანებელი პროცესია. ასეთ მომენტებში ნამდვილად მინდება ბინის განახლება, მისთვის პეწის შემატება, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ საღებავის ან შპალერის მოსაძიებლად ისევ მაღაზიებში გასვლა მომიწევს, ემოციებით მავსებს. კარგია, რომ დიზაინერებმა იციან, თუ როგორ შეცვალონ საცხოვრებელი სერიოზული ძალისხმევისა და ინვესტიციების გარეშე. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ პროფესიონალების ყველაზე პოპულარულ ხრიკებზე.

ტექნიკა 1: შენიღბეთ მავთულები

ძალიან ხშირად ვიზუალურ ხმაურს სწორედ მავთულები ქმნიან. მაშინაც კი, თუ ბინა სრულყოფილ წესრიგშია, თითოეული ნივთი თავის ადგილზეა, მავთულებიდან გამომდინარე მაინც ქაოსის განცდა გიჩნდებათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის, რომლებსაც უყვართ ყველაფრის გასინჯვა, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ. ასევე, მავთულების გარშემო მუდმივად გროვდება მტვერი, რომლის გაწმენდაც ძნელია. ამიტომაც ჩვენი პირველი მიზანია მათი ცნობისმოყვარე თვალთაგან დამალვაა.

ამის განხორციელება შესაძლებელია რამდენიმე გზით. მაგალითად, მოათავსეთ დამაგრძელებლები დეკორატიულ ყუთში, დამალეთ კაბელების შეკვრა დივნის ან კაბინეტის უკან, ორმხრივი წებოვანი ლენტისა ანდაც ტანსაცმლის კაუჭების გამოყენებით. ასევე, კაბელები შეიძლება დაფიქსირებულ იქნეს პლინთუსებზე, სამშენებლო სტეპლერის საშუალებით. სულ ხუთი წუთის სამუშაოა, თუმცა ოთახის იერი მყისიერად შეიცვლება უკეთესობისკენ.

ტექნიკა 2: მოაცილეთ ნივთები ღია თაროებიდან

მას შემდეგ, რაც ღია თაროები მოდაში შემოვიდნენ, მათ საკითხს უამრავი კამათი მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ ისინი მასიური კარადებისა და თაროების შესანიშნავი ალტერნატივაა, ზოგი ამბობს, რომ ღია თაროები და მათი შიგთავსი მხოლოდ მტვერს იკიდებს, რომელიც ყოველდღე უნდა გაიწმინდოს. თუკი არ ხართ მზად უარი თქვათ ჰაერზე და დამატებით სივრცეზე, რომელსაც ღია თაროები იძლევა, შეეცადეთ არ გადატვირთოთ ისინი წვრილმანებით. სუვენირები, ბავშვთა ხელნაკეთობები, გასაღებები, ყურსასმენები – ეს ყველა და სხვა წვრილმანი, როგორც წესი, ქაოტურად დევს და არეულად გამოიყურება.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხედველობის არეში მოქცეული თაროების მოწესრიგება. მოათავსეთ ზედმეტი ნივთები მოწნულ კალათებში ან სხვა ორგანაიზერებში და წინასწარ გაითვალისწინეთ ის, რომ შემდგომში საჭირო ნივთის პოვნა გაგიმარტივდეთ. მათ ნაცვლად, თაროზე დატოვეთ ლამაზყდიანი წიგნები, ჩარჩოებში მოქცეული საოჯახო ფოტო, პატარა ვაზა ახალი ყვავილების თაიგულით. რაც შეეხება მოცულობით და მძიმე ნივთებს, ისინი უნდა ინახებოდეს ქვედა თაროებზე.

ტექნიკა 3: გამოიყენეთ სამიანის ან სამკუთხედის წესი

ღია თაროების გათავისუფლებისა და არასაჭირო ნივთების მოცილების შემდგომ გადადით დეკორზე. ამ საკითხში სამიანის წესი ნამდვილად გამოგადგებათ: ზედაპირზე არ უნდა იყოს არაუმეტეს სამი ობიექტისა, რომლებიც ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული ერთი ან მეტი კრიტერიუმის მიხედვით: მასალა, ფერი, ფორმა, სტილი და ა.შ. შეეცადეთ განათავსოთ ისინი ერთმანეთისგან მცირე დაშორებით: ძალზედ ახლოს ან შორს ისინი არც ისე ჰარმონიულად გამოიყურებიან.

თაროებზე დეკორის მოწყობის თანაბრად საინტერესო გზაა სამკუთხედის წესი. იგი ხშირად გამოიყენება ფოტოგრაფიაში, თუმცა ასევე ძალზედ ახლებურად და შთამბეჭდავად გამოიყურება ინტერიერში. შეხედეთ ცარიელ ზედაპირს, დახაზეთ სამკუთხედი თქვენს გონებაში და განათავსეთ დეკორატიული ელემენტები მის წარმოსახვით წვეროებზე. გაითვალისწინეთ, რომ სამკუთხედი არ უნდა იყოს ტოლგვერდა.

ტექნიკა 4: გადაალაგეთ წიგნები

თუ წიგნების კლასიკურ მოწყობაზე ვსაუბრობთ, გონებაში მაშინვე ვერტიკალური მაშინვე მაგონდება. ამასთან, ვინ თქვა, რომ მკაცრად უნდა დაიცვათ ეს კანონები? ჩვენ გთავაზობთ მეორადი წიგნების სხვა რაკურსით დათვალიერებას და მცირე ექსპერიმენტის ჩატარებას. მაგალითად, შეგიძლიათ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად განლაგებულ წიგნებს შორის გადალაგება მოახდინოთ, დაალაგოთ ლიტერატურა მეორე მხრით ან დაალაგოთ ფერის მიხედვით. თაროზე დაკვირვებისას შესაძლოა უზუსტობის განცდა გაგიჩნდეთ. თუ წიგნის კარადის გადასინჯვისას ზედმეტი ეგზემპლარებს მიაკვლევთ, გააკეთეთ მისგან ორიგინალური საწოლის ტუმბო ან ყვავილების სადგამი. ლამაზი ყდებისთვისაც შეგიძლიათ იპოვოთ ადგილები, როგორც ფოტოჩარჩოებში მოთავსებული პლაკატების, ასევე სეკულენტების ქოთნების სახით.

ტექნიკა 5: მუდბორდის გაკეთება

მუდბორდი ერთგვარი განწყობის დაფაა. ეს არის პრეზენტაცია, რომელიც შედგება ფოტოების, ილუსტრაციების, ლოზუნგების, შრიფტების, ნიმუშების, ფერთა გამებისგან.. მუდბორდის გაკეთება არც ისე რთულია: საკმარისია შეიარაღდეთ ვატმანის ქაღალდითა და თქვენთვის საყვარელი წვრილმანებით: ფოტოსურათებით, ნახატებით, ფილმებისა თუ კონცერტების ბილეთებით. შეეცადეთ თქვენი პრეზენტაცია რაიმე იდეას დააყრდნოთ, გამოიყენოთ ერთი ფერი, ან უბრალოდ უწოდეთ მას მოგონებების დაფა. მზა განწყობის დაფა არამარტო ორიგინალურ დეკორატიულ ელემენტად იქცევა და თქვენს ინტერიერს დაამშვენებს, არამედ შთაგონების წყარო და სტიმულიც იქნება.

ტექნიკა 6: დაამშვენეთ ოთახი გირლანდებით

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო დღესასწაულები უკვე დასრულდა და ბევრმა ხე გადააგდო კიდეც, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გირლანდებზე უარის თქმა აუცილებელია. ისინი ინტერიერს წლის ნებისმიერ დროს შეესაბამებიან, რადგანაც ისინი ქმნიან კარგ განწყობას, ინტერიერს მყუდროებასა და სითბოს ანიჭებენ და ასევე წარმოადგენენ სინათლის დამატებით წყაროს. შეგიძლიათ გირლანდა ჩამოკიდოთ კედელზე, მისგან გააკეთოთ ფიგურა, მანათობელი ძაფებით გააფორმოთ სარკის ჩარჩო ან კარი. და თუკი ნაძვის ხეზე დიოდები გაქვთ, განათავსეთ ისინი ლამაზ ქილაში, რათა ორიგინალური ღამის განათება მიიღოთ.

ტექნიკა 7: გამოიყენეთ მრავალფენიანობა

ინტერიერი ამ ტრენდს მოდის სამყაროს უნდა უმადლოდეს. როგორც კი პოდიუმებზე მრავალშრიანი სამოსის მოდელებით გამოჩენა დაიწყეს, დიზაინერებმა მაშინვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოერგოთ ახალი ტენდენცია ბინის გაფორმებასთან. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე გზით: მოაწყეთ სასადილო მაგიდა რამდენიმეფენიანი სუფრებითა და ხელსახოცებით, განათავსეთ მცირე ვიწრო პლედი ან ფართო პალანტინი საწოლის ფეხთან ჩვეულებრივი გადასაფარებლის ზედაპირზე, მოათავსეთ ახლოს რამდენიმე ხალიჩა, რომლებიც მსგავსი იქნება სტილით, მაგრამ განსხვავებული ფერით, ან პირიქით. უამრავი ვარიანტი არსებობს, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ის, რომელივ მოგწონთ.

ტექნიკა 8: გაშალეთ პლედი

ტექსტილის თემის გაგრძელების შემთხვევაში შეუძლებელია არ აღინიშნოს ინტერიერის ისეთი მყუდრო დეტალი, როგორიცაა საბანი. მას შეუძლია კომპეტენტურად განათავსოს ნათელი აქცენტები ოთახში და ამით ოთახი სასწაულებრივად გარდაქმნას. სავარძლის უკანა მხარეს მოათავსეთ თხელი ან ნაქსოვი პლედი, რითიც ზედაპირულად მოხდება დივნის დაფარვა. თუ შესაფერისი პლედი არ მოგეძიებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაფერისი ფერის ჩვეულებრივი ფართო შარფი.

ტექნიკა 9: ისარგებლეთ ფანჯრის რაფებით

ჩვეულებრივ, ფანჯრების რაფაზე დგას ყვავილები ან სხვადასხვა წვრილმანი საგნები: საოფისე ნივთები, სანთლები, ფიგურები, ვაზები. ამასთან, ამ ელემენტის გამოყენება ბევრად უფრო საინტერესო გზით შეიძლება. მაგალითად, გარდაქმენით იგი დასასვენებელ ადგილად: მოათავსეთ ლეიბი ლამაზ ჩასადებში და დაამატეთ ბალიშები. ასევე, ფანჯრის რაფა შესანიშნავად შეასრულებს წიგნის თაროების როლს, რომელთა ბაწრით შეკვრისასაც მასზე საყვარელი ლიტერატურის განთავსებას შეძლებთ. დღესასწაულების დროს ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ შექმნათ ჯადოსნური კომპოზიციები სანთლებისგან, გირჩებიანი ვაზებისგან, ლაკონური ფიგურებით=საგან. თუკი მასზე აქცენტირება გსურთ, ჩამოკიდეთ გირლანდა.

ტექნიკა 10: გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები

თუკი ხშირად სეირნობთ პარკში ანდაც თქვენს სახლთან ტყეა, შეაგროვეთ ამ ადგილებში ელემენტები მომავალი დეკორატიული კომპოზიციისთვის. ყველაფერი გამოგადგებათ: ტოტები, გირჩები, გამხმარი ყვავილები, ფოთლები, ხავსი და ა.შ. შეგიძლიათ გააკეთოთ დეკორატიული გვირგვინი წვრილი ყლორტებისგან, განათავსოთ ტოტები ვაზაში და დაამშვენოთ გირლანდებით, ხოლო ჯოხებით მცენარეთა ქოთნები გააფორმოთ. ასევე შეგიძლიათ გაიხსენოთ სკოლისდროინდელი შრომის გაკვეთილები და გააკეთოთ გამხმარი ფოთლებისა და ყვავილების ჰერბარიუმი.