ქვეყანა, რომელშიც შემოსავალი არ იბეგრება, პროდუქტის ფასი კი სასაცილოა

სახელმწიფოს, რომელშიც ნავთობი ფაქტიურად ყველგანაა, შეუძლია მისი მოქალაქეების ცხოვრება უზრუნველყოფილი და მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. მკვიდრ მოსახლეობას არა მხოლოდ უპროცენტო საბანკო სესხს აძლევენ, არამედ ისინი არც იბეგრებიან და სხვა არაერთი შეღავათებითაც სარგებლობენ. ამ ქვეყანაში დაბადებულები უწყვეტ დახმარებას იღებენ და მათ შეუძლიათ საკუთარ მომავალზე არ იდარდონ.

ქუვეითი – მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. მისი ფართობი სულ რაღაც 18 ათასი კვადრატული კოლომეტრია. ის აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ასე ყოველთვის არ ყოფილა. 30 წლის წინ ქვეყანა ერაყის მიერ იყო ოკუპირებული, თუმცა დღევანდელობაში იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ცხოვრების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ადგილობრივი ვალუტა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია – 1 დინარი 11 ლარია. რაც შეეხება საწვავს, უფრო იაფფასიანს ვერსად ნახავთ – საშუალოდ, ერთი ლიტრი 0,3 აშშ დოლარი ღირს.

1. მკვიდრი მოსახლეობის პრივილეგიები

მკვიდრ მოსახლეობას მართლაც რომ კოლოსალური შესაძლებლობები ეძლევა. თუ ადამიანს სწავლა სურს და შედეგსაც დადებს, სახელმწიფო მის სწავლას მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსტიტეტში დააფინანსებს. ასევე სტუდენტს დაუფინანსდება გადაფრენა და გადაეცემა სტიპენდია 2ათასი დოლარის სახით.

ქუვეითელებს ასევე შეუძლიათ უპროცენტო კრედიტით სარგებლობა. საქმე იმაშია, რომ მუსულმანური ტრადიცია კრძალავს სარგებლის მიღების მიზნით ფულის გასესხებას. კრედიტის გადახდისას მოქალაქეებს სხვადასხვა შეღავათიც ეკუთვნის. ამის ნათელი მაგალითია 2007წლის სიტუაცია, როცა ქუვეითელებს 1მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტი ჩამოეჭრათ. ჩამოსულებთან სიტუაცია სხვაგვარია. მათ კრედიტს არ არავინ ჩამოჭრის და უპროცენტოდ აღებაც არ გამოვა, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაინც კარგი პირობებია – წლიური პროცენტი სრული თანხის 3-დან 5პროცენტამდეა.

2012წელს ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობას ერთი წლის მანძილზე საკვები პროდუქტებითაც დახმარებოდა. შედეგად ქუვეითელებს შეეძლოთ აუცილებელი საკვები პროდუქტები სრულიად უფასოდ მიეღოთ, ზოგმა კი დამატებით პროდუქტის შესაძენი სუბსიდიაც კი მიიღო.

2. მედიცინა, ბავშვთა დახმარება, კომუნალურები

ადამიანთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე იღებს. თუ ადამიანის გამოჯანმრთელებას თავის ქვეყანაში ვერ ახერხებენ, მას მკურნალობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უფინანსდება. ფინანსდება იმ ახლობელთა უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ხარჯებიც, რომლებიც ავადმყოფს სხვა ქვეყანაში თან გაყვებიან.

ბავშვთა დახმარება აქ 26წლამდეა გათვალისწინებული(ჩვენთვის უცნაური კია, მარა ქუვეითელებისათვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია). ბავშვზე ყოველთვიურად 200დოლარს იხდიან. მათი მიღების უფლება ზრდასრულ ადამიანსაც აქვს თუ ის უმაღლესს სასწავლებეშ სწავლობს და ჯერ 26წლის არაა.

ქუვეითელები არც კომუნალურებსა და ქონებასა თუ შემოსაბალზე ბეგარას არ იხდიან. ყველაზე პატარა პენსია 3ათასი დოლარია. მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობა უცხოურ კომპანიებში მუშაობს, რომლებიც ქუვეითის ტერიტორიაზეა განლაგებული. აქ არსებობს კანონი, რომლიც თანახმადაც კომპანია ფილიალის გახსნას ქუვეითის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ მისი პარტნიორი ქუვეითელი იქნება და აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივები დასაქმდებიან(მათი გარკვეული რაოდენობა). პერსონალის ანაზღაურება დადგენილზე დაბალი არ უნდა იყოს.

მოსახლეობის უზრუნველყოფილ ცხოვრებაში საიუველირო მაღაზიებიც მიანიშნებს, სადაც 10ათას დოლარზე იაფფასიანი ნივთი არ იყიდება და ყველაფერი მასიური და მდიდრულია. საერთო ჯამში ქუვეითში 4მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ადგილობრივ მაცხოვრებლად მხოლოდ 1მილიონი ითვლება. სწორედ მათ ეკუთვნით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგია.