A backlit portrait of a paddle-flap scorpionfish (paddle-flap rhinopias Rhinopias eschmeyeri) on a rubble slope. Bitung, North Sulawesi, Indonesia. Lembeh Strait, Molucca Sea. SPD0714_Lembeh

რა აღარ იმალება ზღვის ფსკერზე: ნაკლებად შესწავლილი ფლორა-ფაუნიდან დაწყებული და დამთავრებული წყლის ქვეშ ჩაძირული ქალაქებით. ამასთან, ოკეანის სიღრმეებში არსებული ცივილიზაციის ნარჩენების უმეტესობა გარკვეულ ტექნოლოგიებს შეიცავს. საქმე მხოლოდ გემებს როდი ეხება: წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები და ტანკებიც კი ხანდახან ფსკერზე არიან აღმოჩენილნი. ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია სამხედრო აღჭურვილობასთან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიღრმეში … მეტროს ვაგონებისა და სკოლის ავტობუსების პოვნა გამოირიცხება. აქ მოცემულია უჩვეულო ტექნოლოგიის 11 თვალსაჩინო მაგალითი, რომელთა პოვნაც მხოლოდ წყლის სიღრმეებშია შესაძლებელი.

1. სატვირთო გემი Ferndale და სამაშველო გემი Parat

ეს არაჩვეულებრივი ეპიზოდი მოხდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე, 1944 წლის ბოლოს. მაშინ ნორვეგიის სანაპიროსთან დაეშვა გერმანული სატვირთო გემი “Ferndale”. შემდეგ მის დასახმარებლად სამაშველო გემი “Parat” გაგზავნეს. ამასთან, ევაკუაციის დასრულება ვერ მოხერხდა: გემები მოკავშირეთა თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს და მათ თავს დაესხნენ. შედეგად, ორივე ხომალდი ოთხი საათის სხვაობით აღმოჩნდა ორმოცდაათი მეტრის სიღრმეზე არსებულ ფსკერზე. დღეისათვის ორივე იქ განისვენებს.

2. წყალქვეშა ნავი

წყალქვეშა ნავები გაცილებით ნაკლებად იძირებიან, ვიდრე იმავე ტიპის ხომალდები, თუმცა, ზოგჯერ ისინიც განიცდიან ამ რთულ ბედისწერას. ამასთან, ინფორმაცია ამ უნიკალური არტეფაქტების შესახებ ყოველთვის როდი ინახება. ასე, მაგალითად, ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან წყალქვეშა კორპუსი მრავალი წლის განმავლობაში ფსკერზე განისვენებდა. ამასთან, მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა წინააღმდეგობათა გამოისობით ჩაიძირა იგი, მოძიებული დღემდე ვერ იქნა.

3. გამანადგურებელი “ბოფაიტერი”

კიდევ ერთი არტეფაქტი მეორე მსოფლიო ომიდან, რომელიც ოკეანის სიღრმეებში იმალება. კუურუპასის კონცხიდან არც ისე შორს,კციკლადიურ კუნძულ ნაქსოსზე, შესაძლებელია ორადგილიანი მძიმე გამადგურებლის “Beaufighter”-ის შემჩნევა. მართალია, ამისათვის 34 მეტრის სიღრმეზე ჩასვლაა აუცილებელი. ეს სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთია ამ მხარეში ჩაძირული რამდენიმე მანქანიდან. ამასთან, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ეს განსაკუთრებული “Beaufighter” დანარჩენებზე უკეთესად იქნა შემონახული. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ბორტზე საბრძოლო მასალის მარაგი კვლავ ინახება.

4. მეფე აბდულაჰის ტანკი

იორდანიის სანაპიროდან არც ისე შორს, ფსკერზე კი ნამდვილი ჯავშანმანქანა ინახება. საუბარია მეფე აბდულაჰის ტანკის შესახებ, რომელიც 15 წლის წინ ჩაიძირა. იგი და თითქმის ორი ათეული სამხედრო ტექნიკის ნიმუში საგანგებოდ იქნა ჩაძირული ზღვის ფსკერზე, რათა იქ უნიკალური წყალქვეშა მუზეუმი შექმნილიყო. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეამცირებს მყვინთავების ნაკადს ბუნებრივი რიფებისკენ, რომლებზეც ადამიანთა ვიზიტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.

ტურისტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მოიწონეს – სუფთა ლურჯი წყალი და მცირე სიღრმე, ისევე როგორც დაცული ადგილმდებარეობა, საშუალებას აძლევს ტანკსა და სხვა ტექნიკებს, რათა შესანიშნავ მდგომარეობაში იქნენ შემონახულნი – გარდა მასში ჩარჩენილი ზღვის ბინადრებისა, რა თქმა უნდა – და ყველა მხრიდან იქნენ შესწავლილნი ცნობისმოყვარე სტუმრების მიერ.

5. ტანკები “ჰა-გო”

და მაინც, საომარი მოქმედებები ხშირად იქცევა ჯავშანტექნიკის ჩაძირვის მიზეზად. სწორედ ამგვარად გაჩნდა “ჰა-გო”-ს ტიპის ორი მსუბუქი ტანკი კაროლინის კუნძულების წყლებში. მკვლევარების ცნობით, ისინი 1944 წლის თებერვალში ოპერაცია „ჰეილსთოუნის“ დროს ჩაიძირნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 75 წელზე მეტი გავიდა, ორივე ჯავშანმანქანა საკმაოდ კარგადაა დაცული ზღვის სიღრმეში.

6. B-17 Flying Fortress

მეორე მსოფლიო ომისდროინდელი კიდევ ერთი ბომბდამშენის, რომელიც წყლის სიღრმეში აღმოჩნდა, დანახვა შესაძლებელია პოლივალოს კონცხიდან 150 მეტრის დაშორებით კუნძულის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში, ხორვატიის რუკავაცის ყურიდან გასასვლელში. საუბარია მოდელ B-17 Flying Fortress-ის პირველ ეგზემპლარზე, რომელიც 1944 წელს წარმოებული ბრძოლების დროს ჩაიძირა. თვითმფრინავი 72 მეტრის სიღრმეზე განისვენებს და იგი დღემდე ითვლება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ თვითმფრინავად. გარდა ამისა, მისი შენახულობა გასაოცარია: მანქანა წყალში ჩავარდა, თუმცა თავისთავად არ განუცდია მასშტაბური ნგრევა, ამიტომაც დღესაც სიღრმეზე შესაძლებელია მისი თითოეული დეტალის დათვალიერება, პილოტის კაბინის ჩათვლით.

7. გამანადგურებელი Grumman F4F Wildcat

ძალზედ მასშტაბური იყო მეორე მსოფლიო ომის შეურიგებელ მტრებს, ამერიკასა და იაპონიას შორის წარმოებული საზღვაო თუ ჰაერის ბრძოლები. ამიტომ გასაკვირიც არაფერია იმაში, რომ მათი სამხედრო ტექნიკა დღეს ოკეანის ფსკერზე ინახება. მაგალითად, სოლომონის კუნძულებთან ბრძოლაში იაპონურმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ერთ-ერთი ამერიკული გამანადგურებელი Grumman F4F Wildcat, რომელიც იქ დარჩა და იქცა არა მხოლოდ საზღვაო ბინადრების სახლად, არამედ მყვინთავების მიერ შესასწავლ შესანიშნავ ობიექტად.

8. გამანადგურებელი “Mirage 2000”

სამხედრო ტექნიკის ზემოხსენებული მოდელებისგან განსხვავებით, ეს მანქანა არ ჩაძირულა საომარი მოქმედებების შედეგად, არამედ ეს ფაქტი სულ რაღაც ცოტა ხნის წინ მოხდა. 2011 წელს ორმა ბერძენმა მფრინავმა გამოიყენა თვითმფრინავი Mirage 2000 სასწავლო ფრენისთვის, თუმცა იგი გაუმართავად მუშაობდა, რის შედეგადაც იგი ჩაიძირა კუნძულ სამოსის მახლობლად. მფრინავებმა თავის დაღწევა მოახერხეს. გამანადგურებლის ამოტანა არავის გადაუწყვიტავს და მას შემდეგ იგი წყლის სიღრმეებშია განთავსებული. უფრო მეტიც, იგი ძალზედ მოხდენილად დგას და სრულია დაუზიანებელია – როგორც ჩანს, იგი იქ სპეციალურად განათავსეს.

9. მეტრო Redbird-ის ვაგონები

რეგულარულად მიმდინარეობს ამერიკული მეტროს მოდერნიზაცია და შეცვლა. უბრალოდ, ისინი ზოგჯერ არატრივიალურად მოქმედებენ თავიანთი მოძველებული ტექნოლოგიით. სწორედ ეს შეემთხვა მეტროს Redbird- ის რამდენიმე ვაგონს, რომელთა განადგურებაც ხელისუფლებას არ გადაუწყვიტავს, თუმცა დაგეგმეს მათი ადაპტირება სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში მზარდ ხელოვნურ რიფებზე. ტექნიკა ჩაიძირა ნიუ-იორკსა და კაროლინას შორის მდებარე ტერიტორიაზე. დღეს მეტროს ვაგონები ძალზედ დიდი პოპულარულობით სარგებლობს მყვინთავებში, რადგანაც ეს არაა მხოლოდ ორიგინალური ობიექტი შესასწავლად – ისინი ასევე შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფებიან.

10. პაბლო ესკობარის თვითმფრინავი

ცნობილმა კოლუმბიელმა ნარკობარონმა და მაფიოზმა დატოვა არა მხოლოდ ცუდი სახელი და კრიმინალური კვალი მისი პიროვნების მიღმა, არამედ ერთი დაუვიწყარი ექსპონატიც. საუბარია მის თვითმფრინავ Curtiss C-46 Commando-ზე, რომელიც ახლა წარმოადგენს პოპულარული დანიშნულების ადგილს მყვინთავებისთვის და უბრალოდ ტურისტებისთვის. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იგი ჩამოვარდა ბაჰამის კუნძულებზე, როდესაც ფლორიდისკენ მიფრინავდა. თვითმფრინავი, მართალია ავარიის დროს სერიოზულად დაზიანდა და ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იგი მცირე სიღრმეზე აღმოჩნდა და განლაგებულია თითქმის სუფთა წყლის ზედაპირთან, რაც მისი ხილვადობის უნაკლოობაზე მეტყველებს.

11. სასკოლო ავტობუსი

ის, რისი წარმოდგენაც ნამდვილად შეუძლებელია წყლის სიღრმეში, სასკოლო ავტობუსია. ამასთან, პენსილვანიის შტატში აღმოჩენილ იქნა მსგავსი არტეფაქტი. იგი მდებარეობს დაჩ-სპრინგსის სახელწოდებით ცნობილ ადგილას, მყვინთავები კი მას საკუთარ დისნეილენდს უწოდებენ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კირქვის კარიერის ტერიტორიაზე, რომელიც ათიოდე წლის წინ ჩაიძირა, მდებარეობს არაერთი უჩვეულო ობიექტი, რომელთა დათვალიერებაც მის ფსკერზეა შესაძლებელი: სკოლის ავტობუსის გარდა, აქ ასევე არის სახანძრო მანქანაც, საწვავის ტანკერიც, ორი თვითმფრინავიც და სატუმბი სადგურიც კი. კირქვის ყოფილი კარიერი ფილტრის როლს ასრულებს, ამიტომაც დაჩ-სპრინგსში წყალი ყოველთვის სუფთაა, რაც შესანიშნავ ხილვადობას განაპირობებს.