სააბაზანო ოთახი ის ადგილია, სადაც გსურთ რომ მოდუნდეთ და წყლის პროცედურებით დატკბეთ, თუმცა ზემოთ აღწერილ ჰარმონიას საკანალიზაციო სისტემიდან ამომავალი სუნი მარტივად დაარღვევს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრეთ სუნის გაჩენის მიზეზებზე, ასევე იმაზე არის თუ ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო და ბოლოს გაგიზიარებთ რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ ებრძოლოთ მას.

საკანალიზაციო მილიდან უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზები

1. მილების გაჭედვა. აბაზანის, ნიჟარისა და ტუალეტის მილებში რეგულალურად ხდება ნარჩენები, რომლებიც წლის გასვლას აფერხებს. ჭუჭყი, თმები, ძაფები, საჭმლისა და სამშენებლო ნარჩენები მილების შიდა კედლებზე ნადებს წარმოქმნის და წყლის გასვლას ხელს უშლის. პარალელურ რეჟიმში ნივთიერებები ლპობას იწყებენ, რასაც შედეგად არასასიამოვნო სუნი მოჰყვება.

2. საკანალიზაციოს სისტემის მილის გაჟონვა. დროთა განმავლობაში მილები ცვეთას განიცდიან. დამახასიათებელი ნიშანი – მილებთან არსებული გუბურები. დაზიანებული მილები ლპება და უსიამოვნო სუნის წყაროდ გადაიქცევა.

3. სიფონის დაზიანება. მისი დაზიანების აღმოჩენა იმ ბუშტუკების წყალობითაა შესაძლებელი, რომელიც მოხრილი მილიდან გამოდის. სიფონში საცობი წარმოიქმნება, რაც უსიამოვნო სუნს განაპირობებს.

4. სავენტილაციო სისტემის პრობლემა. საკანალიზაციო სისტემა შესაძლოა სრულ წესრიგში იყოს, მაგრამ აი ჰაერის მოწოდების სისტემა კი არა, ამ შემთხვევაში საჭიროა სავენტილაციო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შახტის გასუფთავება.

5. საკანალიზაციო სისტემის დაყენებისას დაშვებული შეცდომები. თუ რემონტის დროს მილის დახრა მცირეა ან კიდევ შეუსაბამო მასალისგანაა დამზადებული, სამომავლოდ ეს შესაძლოა საკანალიზაციო სისტემის გაუმართავი მუშაობს მიზეზად იქცეს.

საშიშია თუ არა უსიამოვნო სუნი ადამიანის ჯანმრთელობისათვის

საკანალიზაციო სისტემიდან ამომავალი უსიამოვნო სუნი მთელ სახლში ვრცელდება, ეს კი მაცხოვრებლებთათვის დისკომფორტის შექმნილია. უსიამოვნო სუნი სახიფათოა არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაც. სუნის შემადგენლობაში ტოქსიკური გაზებია: ამიაკი, მეთანი და გოგირწყალბადი. სწორედ ისინი შეიძლება გახდეს უძილობის, უმიზეზო შფოთვის, ნერვული შეტევებისა და გაღიზიანებადობის მიზეზი. ეს ნივთიერებები ნეგატიურად აისახება სასუნთ ორგანოებზე, მხედველობასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

პირველ რიგში საჭიროა სუნის წყაროს დადგენა: სააბაზანო, ტუალეტი თუ სამზარეულო. შემდეგი ნაბიჯია სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების შემოწმება. პირველ ვარიანტში აანთეთ ცეცხლი და ის ნასვრეტთან მიიტანეთ. თუ სავენტილაციო სისტემა გამართულად მუშაობს, ცეცხლი მის მხარეს გადაიხრება. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას, მის შესამოწმებლად მოუშვით ონკანი მაქსიმუმზე და დააკვირდით წყალი გამავალ მილში რა სიჩქარით ჩაედინება.

როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო სუნს

1. საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა

მოიმარჯვეთ ვანტუზი და ის გამავალ მილზე მოათავსეთ. მოუშვით ონკანი და ნიჟარა აავსეთ ისე, რომ წყალი ვანტუზის რეზინის ნაწილს სრულად ფარავდეს. რამოდენიმეჯერ ვანტუზი ზემოთ-ქვემოთ გაამოძრავეთ. მოაშორეთ ვანტუზი და შეამოწმეთ წყლის გასავალ მილში ჩადინების სიჩქარე. საჭიროებისამებრ გაიმეორეთ პროცედურა.

მავთული სიფონისა და მცირე დაბინძურების შემთხვევაში გამოგადგებათ. მოათავსეთ ის გამავალ მილში და წრიული მოძრაობით განაგრძეთ მისი სიღრმეში ჩაშვება, სანამ საცობს არ მიადგებით. იდეალურ ვარიანტში საჭიროა საცობი კაუჭით დაიჭიროთ და სწრაფი მოძრაობით ამოიღოთ. თუ ყველაფერი სუფთადაა, მილი ცხელი წყლით ჩარეცხეთ. მავთულის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მისი საშუალებით პლასტმასის მილების გაწმენდა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში თქვენ საყოფაცხოვრებო ქიმია დაგჭირდებათ. მთავარია მწარმოებლის ინსტრუქცია ზედმიწევნით სწორად შეასრულოთ და მილებში გამწმენდი ნივთიერება საჭიროზე მეტხანს არ გააჩეროთ, რათა მან გაყვანილობა არ დააზიანოს.

2. სავენტილაციო სისტემის ნორმალიზება

თუნდაც უსიამოვნო სუნი არ გაწუხებდეთ, სავენტილაციო სისტემის გამართულად მუშაობა მაინც აუცილებელია, რადგანაც სხვა შემთხვევაში დროთა განმავლობაში ჰაერი დაბინძურდება, გაჩნდება ნესტი და სოკოს პირველი ნიშნები. სააბაზანო ოთახისთვის ეს მეტად არაჰიგიენურია. გამოყენების პროცესში სავენტილაციო სისტემაში შესაძლოა დაბინძურება გაჩნდეს. მისი ფუნქციონალობის მოსაწესრიგებლად, მოხსენით გისოსები, მოიმარჯვეთ ფანარი და შახტა კარგად დაათვალიერეთ. თუ საცობის გამომწვევი მიზეზი შორს არაა, შეგიძლიათ ის ხელით ან კაუჭითაც მოაშოროთ.

თუ ვენტილაცია ახალი კარის დაყენების გამო ზიანდება, საჭიროა ჰაერის უზრუნველყოფის დამატებითი რესურსის მოძიება. ამ საქმეში თქვენ დაგეხმარებათ ახალი კარის ქვედა ნაწილის ოდნავ ამოჭრა, რათა ოთახში ჰაერს შესვლის საშუალება მიეცეს, ხოლო ნაპრალის დეკორისათვის კი შეგიძლიათ სპეციალური დეკორატიული გისოსები გამოიყენოთ. კიდევ ერთი ვარიანტი – გამწოვში მინი ვენტილიატორი მოათავსეთ.

3. შეერთების ადგილების ჰერმეტულობა

ზოგჯერ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სანტექნიკის დეტალების შეერთების ადგილას გაზებისა და სითხეების გაჟოვნის თავიდან აცილება. ჰერმეტულობა სხვადასხვანაირად მიიღწევა, თუმცა ჩვენი შემთხვევისათვის ყველა ვარიანტი გამოსადეგი არაა. სილიკონის საშუალებები ელასტიურია და ტემპერატურული ცვლილებებისადმი მდგრადია. აკრილის შედარებით დიდხანს გაძლებს, ტემპერატურულ ცვლილებებსაც კარგად უძლებს, თუმცა ელასტიური საერთოდ არაა. პოლიურეთანი ტოქსიკურია, მათ ზედაპირზე საღებავის წასმაა საჭირო. ოპტიმალური ვარიანტია – აკრილ-სილიკონის გამოყენება, ის დიდხანსაც გაძლებს და პლიუს ამას ელასტიურია.

თავდაპირველად საჭიროა სამუშაო ზედაპირის ცხიმისაგან გაწმენდა, ხოლო უკვე შემდეგ ჰერმეტიზაციის დაწყება. წაუსვით უწყვეტ ხაზად, რათა ნაპრალებში ჰერმეტიზაცია არ დაირღვეს. აკრილ-სილიკონის წასასმელად შპატელი გამოიყენეთ. ნივთიერება ბოლომდე გააშრეთ. თუ ჰერმეტიზაციის მასალა სადმე არასაჭირო ადგილას წაგესვათ, დროულად მოაშორეთ, გაშრობის მერე მათი მოცილება საკმაოდ გართულდება. ჰერმეტიზაცია დაგეხმარებათ საკანალიზაციო სისტემის მილებიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში, ის მათ დაბლოკავს.

საპროფილაქტიკო სამუშაოები

  1. გამავალ მილზე ბადე დააყენეთ. ის ნაგვის დიდ ნაწილს მილში არ ჩაუშვებს, ეს მილს საცობის წარმოქმნისაგან დაიცავს.
  2. პერიოდულად საკანალიზაციო სისტემა მდუღარე წყლით ჩარეცხეთ, რათა ასე მოახდინოთ ბაქტერიებისა და საცობის წარმოქმნის პრევენცია. თუ პლასტმასის მილები გაქვთ, წყალი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს, რათა მან მილების დეფორმაცია არ გამოიწვიოს.
  3. სამ თვეში ერთხელ მილები პროფილაქტიკის მიზნით საყოფაცხოვრებო ქიმიით გაწმინდეთ. საკმარისია საშუალება ღამით ჩაასხათ, დილას კი წყლით ჩარეცხოთ.
  4. თუ საკანალიზაციო სისტემა ცუდ მდგომარეობაშია, ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეცვალოთ. სხვა შემთხვევაში გაჟონვასა და უსიამოვნო სუნს უნდა ელოდოთ.

იგრძენით საკანალიზაციო სისტემიდან უსიამოვნო სუნი? სასწრაფოდ იპოვეთ მისი წყარო და ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმეც გამოყენებით გაუმკლავდით. რაც უფრო მალე მოაგვარებთ პრობლემას, მით უფრო კარგია ჯანმრთელობისთვის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი