ქალის კოსმეტიკურ საშუალებათა რაოდენობა სინათლის სიჩქარით იზრდება, თუ მათ საყვარელ მაღაზიაში ასორტიმენტის განახლება მოხდა, ქალბატონებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება კოსმეტიკის ნაკრებს რაიმე არ შეჰმატონ. მაგრამ, როგორც წესი, აუდიტის ჩატარებას კი არავინ ჩქარობს, ეს ნამდვილად ცუდია. კოსმეტიკურ საშუალებებს არც ისე დიდი ვარგისიანობის ვადა აქვს, როგორც ვისურვებდით, ამიტომაც დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ იდეებს იმის შესახებ თუ რა შეგიძლიათ მოუხერხოთ არასაჭირო კოსმეტიკას, რათა თქვენც იხეიროთ და ბუნებასაც ზედმეტი ზიანი არ მიაყენოთ.

მაშინ, როცა ზოგიერთი ბიუთიბლოგერი თავისი კოსმეტიკის მრავალფეროვნებით ტკბება (ამ დროს კი შესაძლოა ბევრი მათგანი არც არასდროს გამოუყენებია), სხვები იმაზე ფიქრობენ, თუ წაიღონ ამდენი არასაჭირო მალამო, პომადა თუ ტუში. თუნდაც თქვენ არ იყოთ კოსმეტიკური საშუალებების მოყვარული, სახლში მაინც გექნებათ რამოდენიმე ათეული საშუალება, რომელსაც არ მოიხმართ. მოგბეზრდათ, გამოყენების ვადა გაუვიდა, გაჩუქეს, არ მოგიხდათ – მიზეზი იმისა თუ რატომ გროვდება არასაჭირო კოსმეტიკური საშუალებები, უამრავია. თუმცა არსი ამით არ იცვლება: ის არავის სჭირდება, დიდ ადგილს იკავებს. ახლა კი დროა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას.

თუ კოსმეტიკურ საშუალებებს გამოყენების ვადა გაუვიდა

1. ჩააბარეთ ცარიელი კოლოფები

ზოგიერთმა კოსმეტიკურმა კომპანიამ, ბუნებაზე ზრუნვის მიზნით, კოსმეტიკის ცარიელი ფლაკონების ჩაბარების კამპანია წამოიწყეს. აქციის არსი მარტივია – თქვენ მიგაქვთ ცარიელი ფლაკონები და ქილები, სანაცვლოდ კი სიმბოლურ საჩუქარს იღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა კოსმეტიკურ კომპანიას თავისი წესები აქვს ცარიელი შესაფუთების ჩარებისა, ამიტომაც სანამ ფლაკონებისა და ქილების მიტანას გადაწყვეტდეთ, სასურველია ჯერ მათში გაერკვიოთ.

ევროპასა და ამერიკაში მსგავსი ინიციატივით MAC და Origins გამოვიდა. მაგალითად Back to MAC პროგრამის მიხედვით თქვენ შეგიძლია ექვსი ცარიელი ფლაკონი ჩააბაროთ, სანაცვლოდ კი სასიამოვნო სიურპიზს მიიღებთ: ტუჩსაცხს, თვალის ჩრდილს ან ჰაილაითერს. რაც შეეხება Origins, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, ის ყველა ბრენდის გამოყენებულ ქილებს იბარებს და შემდეგ მათ გადაამუშავებს.

ასევე შეგიძლიათ არასაჭირო ქილებს Recycle Map-ის საშუალებით გაუკეთეთ უტილიზირება, რომელიც Greenpeace-ის ინიციატივით შეიქმნა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი წესრიგში მოყვანა: გადაასხათ ვადაგასული კოსმეტიკური საშუალებები და ფლაკონები კარგად გარეცხოთ.

2. მოუძებნეთ სხვა გამოყენება

არსებობს უთქმელი წესი: თუ კოსმეტიკური საშუალების ვარგისიანობის ვადა ამოიწურა, მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის შეგიძლიათ. მაგალითად, საშხაპე გელი ტილებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ეფექტურია მისი მაკიაჟის ჯაგრისით გამოყენება. შამპუნი და ინტიმური ჰიგიენის საშუალებები კარგი ვარიანტია დელიკატური და შალის ნივთების გასაწმენდად. სახისა და ტანის მალამოებით კი შეგიძლიათ ტყავის ნივთები დაამუშავოთ, რათა მათ სიფაფუკე და ბზინვარება მიანიჭოთ. ხოლო თუ სპირტიშემცვლელი ტონიკი აღმოაჩინეთ, ის შეგიძლიათ ხელების სანიტარული დამუშავებისათვის გამოიყენოთ(დღესდღეობით ეს მეტად აქტუალურია). მისი საშუალებით გაიწმინდეთ არა მარტო ხელები, არამედ გამოიყენეთ ტელეფონისა და კომპიუტერის კლავიატურისაგან ბაქტერიების მოსაცილებლად. რაც შეეხება ფრჩხილების ლაქს, ის მშვენივრად გამოდგება ფეხსაცმლის დაზიანებული ქუსლის შესაღებად.

თუ კოსმეტიკა არ გჭირდებათ

3. გაყიდეთ

ხდება ხოლმე, რომ მაღაზიაში ესა თუ ის კოსმეტიკური საშუალება იდეალურად გეჩვენებათ, მოხმარებისას კი ხვდებით, რომ ფერი საერთოდ არ შეგეფერებათ ან თქვენს კანთან თავსებადი არაა. ეს ხშირად ტონალურებთან მიმართებაში ხვდება, რომელიც საჭიროზე ერთი ტონით მუქი ან ღია აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში გირჩევთ არ ეცადოთ კოსმეტიკური საშუალებების რაიმენაირად ადაპტირება, არამედ ისინი უბრალოდ გაყიდოთ. ამისათვის შეგიძლიათ სპეციალური პლათფორმები გამოიყენოთ ან კიდევ სოციალურ ქსელებში განცხადება განათავსოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ კოსმეტიკური საშუალება ახლად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. რაც შეეხება ფასს, ის მაშინვე 25-30%-ით შეამცირეთ, პროდუქცია ხომ კვლავ მაღაზიის შეფუთვაში აღარაა.

4. გააჩუქეთ

ასევე შეგიძლიათ გაიგოთ დაქალს, დას ან დედას ხომ არ სჭირდებათ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც თქვენ არ მოგიხდათ. მაგალითად, თქვენ იცით, რომ თქვენს დაქალს მოსწონს გარკვეული სახის პომადა, რომელიც შეიძინეთ და მოხმარების პროცესში არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ის დაქალს აჩუქოთ. მთავარია, კოსმეტიკა შესაფერის მდგომარეობაში იყოს, ფლაკონი არ იყოს გაბზარული ან ჯაგრისი დაზიანებული. სხვათაშორის იგივენნაირად შეიძლება მოიქცეთ სუნამოების შემთხვევაშიც თუ თქვენს მიერ შერჩეული სუნამო თქვენთვის ზედმეტად ტკბილი ან მძაფრი აღმოჩდა. არ იყენებთ უკვე რამოდენიმე თვეა? თამამად გააჩუქეთ! იქნებ თქვენს ახლობლებს იდეალურად შეეფერებოდეს?

5. ჩააბარეთ

არსებობს არაერთი ფონდი, რომელიც გაჭვირვებულებსა და მცირე შემოსავლიან ოჯახებს ეხმარება. როგორც წესი ისინი ყველაფერს იბარებენ, დაწყებული პირადი ჰიგიენის საშუალებებით(შამპუნი, საშხაპე გელი, კბილის პასტა) დამთავრებული დეკორატიული კოსმეტიკით. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ კოსმეტიკური საშუალებები კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს.

6. გამოიყენეთ სხვა კოსმეტიკური საშუალების ნაცვლად

თანამედროვე კოსმეტიკა საკმაოდ უნივერსალურია და სხვადასხვა დანიშნულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

  • თუ პომადა ან ფერადი ბალზამი ტუჩებს გიშრობთ, ის შეგიძლიათ რუმიანას სანაცვლოდ გამოიყენოთ. მის წასმას თითების გამოყენებით შეძლებთ. და პირიქით – თუ რუმიანას მალამო არ აღმოჩნდა ისეთი კარგი, როგორც ფიქრობდით, მისი საშუალებით შეგიძლიათ პომადა ჩაანაცვლოთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ წინასწარ ტუჩზე ბალზამის წასმა, რათა მოხდეს უკეთესი ფიქსაცია და ტუჩებიც დატენიანებული იქნას.
  • პუდრა, რომელიც ზედმეტად ნათელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ თვალებს ქვემოთ ჩამუქების დასამალად გამოიყენოთ.
  • ტონის მიმცემი მალამო კი თვალის ჩრდილის ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ხრიკის გამოყენებით, თვალის ჩრდილი კარგად დაფიქსირდება და მაკიაჟი პირვანდელ ფორმას უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.

7. გადადეთ მოგზაურობისთვის

მცირე ზომის სინჯები უსარგებლოდ გეჩვენებათ, თუმცა სინამდვილეში ეს ესე არაა. თუ მიჩვეული ხართ ხელბარგით მოგზაურობას, მაშინ კოსმეტიკური საშუალებების მინიატურული ვარიანტები ზომით ზუსტადაც რომ შესაფერისი იქნება. მათში ის პლიუსიც არის, რომ თუ ბევრი ბარგით მოგზაურობთ, ისინი მცირე ზომის გამო ნაკლებს იწონიან. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საშუალებებს, რომლებიც სტანდარტულ ზომებში საკმაოდ მძიმეა, საუბარია შამპუნებზე, საშხაპე გელებზე, თმის ბალზამებსა და ხელის კრემებზე. სინჯებისათვის ცალკე კოსმეტიკის ჩანთა იქონიეთ და მისი გამოყენებით კომპაქტურად შეინახეთ.

მართალია ყველა ეს რჩევა ეფექტურია, მაგრამ თუ კოსმეტიკური საშუალებების არჩევასა და ყიდვას უფრო გონივრულად მიუდგებით, ისინი არც დაგჭირდებათ. მაღაზიიდან დაბრუნდით მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებსაც ნამდვილად გესაჭიროებათ. იქამდე კი, სანამ კოსმეტიკური საშუალების დიდ შეფუთვას იყიდდეთ, აუცილებლად მისი სინჯი გამოიყენეთ – სავსებით შესაძლებელია, რომ არ მოგიხდეთ. ამ მეთოდით თქვენ დროისა და ფინანსების ეკონომიას შეძლებთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი