როგორ აღვადგინოთ დაზიანებული ავეჯი: 5 ხრიკი

ავეჯი უმეტესად მთლიანი ხისგან ან ხის მასალისაგან მზადდება. ისევე, როგორც არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი, ისიც ხშირად ტყდება და ზიანდება. ავეჯის მუდმივი განახლება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ დაზიანებულის ყურება და გამოყენებაც კომფორტული ნამდვილად არაა, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია მათი შეკეთება საკუთარი ხელითაც ისწავლოთ.

1. მოტეხილი ლამინირებული ნაწილების უკან მიწებება

მოტეხილი ლამინირებული ნაწილის უკან დაბრუნება არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ სპეციალური წებო და ფრაგმენტი უკან მივამაგროთ. როგორც კი მოტეხილ ნაწილს წებოთი მივამაგრებთ, საჭიროა დაზიანებული მონაკვეთი სამზარეულოს ცელოფნის ლენტით მჭიდროდ შევახვიოთ, ხოლო ზემოდან კი სიმძიმე დავადოთ. დატოვეთ რამოდენიმე საათით, დასასრულს მოხსენით ლენტი, ხოლო ნაპრალების დასაფარად კი შესაბამისი ფერის ცვილის ჯოხები გამოიყენეთ.

2. თვითმჭრელის ნასვრეტის აღდგენა

თუ შურუპის ადგილას დიდი ზომის ნაპრალია, ამ შემთხვევაში თქვენ აღდგენითი სამუშაოებისათვის ცივი შედუღება და ეპოქსიდური თიხა დაგჭირდებათ. ორ ელემენტიანი ნარევი კარგად უნდა შეურიოთ, შემდეგ კი ხის მასალის მოტეხილ მიდამოში უნდა წაუსვათ. ამასთანავე შეგიძლიათ მომენტალურად მოტეხილი სამაგარიც დაამაგროთ. იქამდე, სანამ ნარევი არ გამყარდება, საჭიროა მისი გასწორება. ხოლო როდესაც გაშრება, უკვე შეგიძლიათ შეღებოთ კიდევაც.

3. ლამინირებული ზედაპირის მცირე ზომის ანაქერცლების რესტავრაცია

დსპ-ს გახერხვის შემდეგ ლამინირებული ფენა ხშირად ზიანდება. მისი აღდგენა შესაფერისი ფერის ცვილის ფანქრის გამოყენების საშუალებითაა შესაძლებელი. თეთრი ფერის შემთხვევაში კი, ცვილი შეგიძლიათ ჩვეულებრივი კორექტორითაც ჩაანაცვლოთ.

4. ნახვრეტის რესტავრაცია

თვითმჭრელი იმაზე მეტად ჩაეჭედა, ვიდრე საჭირო იყო? ამ შემთხვევაში, მოიძიეთ დაზიანებული ზედაპირის მასალის ნაჭერი. დეფექტის ადგილას წაუსვით წებო და, როდესაც ის გაშრობას დაიწყებს, მასზე მოტეხილი ფრაგმენტები აკურატულად განათავსეთ. სარესტავრაციო ადგილს რაიმე მძიმე და სწორი ზედაპირის მქონე უნდა დაადეთ.

5. მოტეხილ ანჯამაზე ხის მასალის მიმაგრება

საკმაოდ დატვირთული, თუმცა არც ისე რთული პროცედურაა. მისთვის თქვენ დაგჭირდებათ ეპოქსიდური თიხა, მშრალი თაბაშირის საფითხნი და შესაბამისი შემავსებელი, მაგალითად წვრილი ნახერხი. ხის ფასადის რესტავრაცია რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება. პლასტმასისა და ხის ელემენტებისაგან უნდა შეიქმნას საჭირო აღჭურვილობა, რომელშიც შემდეგ სქელი წებოვანი მასა უნდა ჩაასხათ. გაშრობის შემდეგ აღდგენილი მონაკვეთი იწმინდება და იღებება.

ვიდეო

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.