საიდუმლო არავისთვის არაა, რომ დიასახლისები ოჯახის გამოსაკვებად სხვადასხვა სახის კერძებს ამზადებენ. საჭმლის რეგულარული კეთება იწვევს იმასაც, რომ დიასახლისებს ჭურჭლის რეცხვაც ხშირად უწევთ. შედეგად, ბუნებრივია, რომ სამზარეულოს ნიჟარა ხშირად იჭედება, რაც თავის მხრივ უსიამოვნო მოვლენაა. მილების შიგნითა კედლებზე ცხიმი, საჭმლის ნარჩენები და სოუსი ნადებს წარმოქმნის, რომელიც წყლის გასვლას ხელს უშლის.

თანამედროვეობაში არაერთი მეთოდი არსებობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა სამწუხაროდ ყველა საშუალება ისეთი კარგი ნამდვილად არაა, როგორც ვისურვებდით, რეკლამა და სინამდვილე ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა.

ვანტუზი კი თანამედროვე ნიჟარებს საერთოდ არ შეეფერება, მეტალი, რომლისგანაც ნიჟარაა დამზადებული, საკმაოდ თხელია, მილები კი პლასტმასისაა, ამიტომაც არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ კონსტრუქცია უბრალოდ ვერ გაუძლებს და გატყდება.

შინაურული მეთოდი მილების გაჭედვასთან საბრძოლველად

არსებობს ერთი მეტად მარტივი, ხელმისაწვდომი და ასევე სათუთი მეთოდი, რომლისთვისაც მხოლოდ ორი ძირითადი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: საკვები სოდა და ასპირინის შუშხუნა აბები.

აუცილებელია სწორედ ის შუშხუნა აბები, რომლებიც წყალში მოხვედრისას შიშხინებენ და ბუშტუკებს გამოყოფენ. მათი შეძენა ფაქტიურად ყველა აფთიაქში შეგიძლიათ. საერთო ჯამში საჭიროა 2-3ს.კ. სოდა და 2აბი ასპირინი.

წყლის გამავალ მილში უნდა ჩააგდოთ ასპირინის აბი და მას მერე, რაც შუშხუნს გაიგებთ, სოდაც უმალვე ჩაუმატოთ. მალევე მილს ნადები მოშორდება, წყალი კი ჩვეულებრივ ჩადინებას დაიწყებს.

შემდეგ საჭიროა ნიჟარა ჩვეულებრივი მეთოდით, რაც სახლში მოგეპოვებათ იმ სარეცხი საშუალებით, გაწმინდოთ.

როგორც თავად ხედავთ, რთული არაფერია. პრობლემა რამოდენიმე წუთში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მარტივად მოგვარდება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი