“ჩიტმა ახლოს ჩაგიფრინა – ფულს ნიშნავს, მარცხენა ხელისგული მოგეფხანა – კვლავ კარგი შემოსავალი გელის!” – ერთი ახალგაზრდა ნაცნობი ამბობს, რომელსაც ცენტრში რესტორნების ქსელი აქვს. უნდა გვჯეროდეს თუ არა მსგავსი ნიშნების – ყველა თავად წყვეტს: ზოგს სჯერა და სამყაროსაგან წამოსული თითოეული ნიშანი ახარებს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ყოველივე ცრურწმენებია.

მცოდნე ხალხი კი ამბობს, რომ ენერგია იქაა, სადაც ჩვენი ყურადღებაა. თუ ჩვენი ყურადღების ცენტრში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა – ესეც იქნება. თუ მსგავსს ფულის მომტან ნიშანს შევამჩნევთ და მას ვირწმუნებთ, შესაძლოა სადღაც ზევით გაგვიღიმონ, შედეგად კი ან ლატარეაში მოვიგოთ ან კიდევ სამსახურში დაწინაურებას ხელი გამოვკრათ.

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ 8 ნიშანს, რომლებიც სახლში ფულის შემოდინებაზე მიგვითითებს.

ფულის შემოდინების ნიშნები

ჯერ კიდე ბებო ოდესღაც მასწავლიდა: “თუ გინდა, რომ სახლში ბარაქა მოიზიდო, მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ ფულის კუპიურა დადე და ის არავითარ შემთხვევაში არ დახარჯო. მონეტა სახლში ბარაქას მოიზიდავს.” ასევე შესაძლებელია მომენტის შესასვლელში ხალიჩის დაბლა დადებაც, ესეც მუშაობს!

თუ შენთან ახლოს პეპელამ ან პატარა ჩიტმა ჩაიფრინა ან დაჯდა, ეს ბარაქის მომატებას გაუწყებს.

მიწაზე დადებული ავერსით მაღლა მყოფი მონეტა ფულს იზიდავს, ხოლო რევერსით დადებული კი პირიქით განიზიდავს. პირველ შემთხვევაში მონეტა აიღეთ, მეორე ვარიანტში კი დატოვეთ.

გახსოვდეთ, რომ საფულეში მცირეოდენი ფული მაინც მუდმივად უნდა იყოს, სხვაგვარად ფული ისე შემოგეხარჯებათ, რომ ვერც კი შეამჩნევთ თუ საერთოდ გქონდათ. ყველა ვარიანტში ხელშეუხებელი ნაღდი ფულის ქონა კარგი იდეაა. გაუთვალისწინებელი ხარჯების შემთხვევაში ის ნამდვილად დაგეხმარებათ!

სახლში სანტექნიკას ყურადღება მიაქციეთ. ონკანი, რომელიც ჟონავს ან უნიტაზის გატეხილი ბაკი ფულის დაკარგვაზე მიგითითებთ. ჯერ კიდევ ძველ ჩინურ სწავლება ფენშუიში ნათქვამია, რომ სახლიდან ფული გამდინარე წყალთან ერთად მიედინება. პრაქტიკაში თუ შევხედავთ, მსგავსი პრობლემების მოგვარება, საბოლოო ჯამში კომუნალურ გადასახადებს ნამდვილად შეგიმცირებთ.

თუ ტანსაცმელზე მცირე ზომის ობობას დაინახავთ, ეს ბარაქისა და სიახლის ნიშანია. ხოლო თუ მის ხელში დაჭერას შეძლებთ, ეს დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

კიდევ მსგავსი შეხედულება არსებობს: ბარაქის მოსაზიდად, სახლიდან გასვლამდე სარკის წინ კუპიურა უნდა დატოვოთ. ფული აირეკლება და გამრავლდება!

ხელფასი აიღეთ? იმ დღესვე ნუ დახარჯავთ. ფულმა ერთი ღამე სახლში უნდა გაატაროს. ახლახანს მიღებული ფული თქვენს უარას ბარაქის მომტანი ენერგიით აავსებს, რომელიც შემდეგში ახალ შემოსავალს გიქადდით.

რჩევა რედაქციისაგან

სასურველია მოძიოთ ინფორმაცია იმის შესახებაც თუ როგორ შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი ბარაქის შემოტანას. ეს დაგეხმარებათ იცოდეთ ზუსტად როდის გასცეთ ფული ვალში, ხოლო რა შემთხვევაში კი მთხოვნელი უარით გაისტუმროთ.

კიდევ ასეთი მოსაზრება არსებობს: თუ ახალი მთვარის შემდეგ სამი ღამის მანძილზე გადაბმულად საფულეს ფულით შიგნით ფანჯრის რაფაზე დატოვებთ, თვის ბოლოს სოლიდური შემოსავალი გელოდებათ. ჩემი არაერთი ნაცნობი ესე იქცევა და ამბობენ, რომ მუშაობს. კიდევ ერთი ვარიანტია, ცოცხი წითელ ფრად შეღებოთ და კუთხეში დადოთ, ეს სახლში ბარაქის მოზღვავებას გამოიწვევს.

შესაძლოა ყველა ეს შეხედულება უბრალოდ ზღაპარი აღმოჩნდეს… და თუ მსგავსი რაღაცების არ გჯერათ, მათ როგორც თამაშს ისე შეხედეთ, რა იცით რა ხდება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი