რაზე აღარ მიდიან პლანეტის მკვიდრნი, რათა საკუთარი სახლი შეიძინონ და ნაქირავებ ბინებში ხეტიალი აღარ მოუწიოთ. საცხოვრებლის საკითხი ყოველთვის მწვავე გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა თანამედროვე მეგაპოლისებში პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუ ბანკის ანგარიშზე დიდი თანხა არ გიდევთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ორიგინალური ადამიანები, რომლებიც ახერხებენ ხუთსართულიანი სახლის აშენებას დამატებით ავტოფარეხით პატარა მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი სულ რაღაც 20 კვ.მ-ია.

ახალგაზრდების უმეტესობას არ აქვს საკუთარი საცხოვრებლის შეძენის საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუშაობენ და ცხოვრობენ დიდ მეგაპოლისებში. უძრავი ქონების და თუნდაც ცარიელი მიწის ნაკვეთების გადაჭარბებული ფასის გადახდის საშუალება ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია, ამიტომაც იძულებულნი არიან ეძებონ ალტერნატივა ანდაც საგანგებო პროექტები შექმნან. სწორედ ასე მოიქცა სეულელი (სამხრეთ კორეა) წყვილი, რომელთაც განიხილეს აშენების მრავალი ვარიანტი და იძულებული გახდნენ დათანხმებულიყვნენ პატარა მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი იყო სულ რაღაც 20 კვ.მ.

როგორც აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთის მცირე ფართობი, რომლის ყიდვასაც ვერავინ ბედავდა, კომპენსირდებოდა ულამაზეს პარკიანი შესანიშნავი უბნითა და ძველი სეულის ციხის კედლით. ეს ადგილმდებარეობა კიდევ ერთ ბონუსად წარმოჩინდა, რადგანაც ქალაქის ისტორიულ ცენტრს გააჩნია კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო გზა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მამაკაცი არქიტექტორია და მან დაუყოვნებლივ შეძლო დაედგინა, რომ ასეთი პატარა ადგილიც კი შესაძლოა გამოყენებულიყო ვერტიკალური მშენებლობისათვის.

გარიგების დადების შემდეგ, მიკრო-კოტეჯ სერორო ჰაუსის (იგულისხმება “ვერტიკალური სახლი”) მშენებლობის დეტალური გეგმიდან გამომდინარე მეუღლის საკუთრებაში არსებულმა სმოლერ არქიტექტსის არქისტუდიამ თითოეული დეტალის განხორციელება დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ მიწა პრაქტიკულად მოპირდაპირე კორპუსზე ჩამოკიდებული მაღალსართულიანი კორპუსის ეზოებისაკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს, საჭირო გახდა ფანჯრების ადგილმდებარეობისა და თვით ობიექტის ბრუნვის კუთხის ფრთხილად გამოთვლა. შედეგად, სახლის შემოგარენმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შენობის ფორმასა და დიზაინზე, ამიტომაც სეროროს მიკროცათამბჯენების სრული ფანჯრები სამხრეთისაკენ და დასავლეთისაკენ იყურება, იმის გათვალისწინებით, რომ იქიდან მზის მეტი შუქი აღწევს და პარკის ულამაზესი ხედი იშლება.

მეორეს მხრივ, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ მიმართული ფანჯრების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგანაც გამავალი გზა და მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრების სიახლოვე არც ისე კომფორტულია, როგორც სიწყნარის, ასევე კონფიდენციალურობის თვალსაზრისითაც, თუმცა უფრო რკინის ჩაიდნის ცხვირს მიმსგავსებული შენობის ფასადის მოხრილი კონტურები არა კრეატიულობიდან და შემოქმედებითი განზრახვიდან გამომდინარე გამოჩნდა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბუნებრივად იმეორებენ მიწის ფორმას.

საინტერესო ფაქტი ჩვენი რედაქციისაგან: “ვერტიკალური სახლის” ხუთი სართულით შესაძლებელი გახდა 64 კვ. მ საცხოვრებელი ფართის აშენება, ხოლო პირველი დონე განკუთვნილ იქნა მანქანის ღია ავტოფარეხის განსათავსებლად. დანარჩენი ოთხი კი შექმნილია მზა ოთახ-მოდულების პრინციპით, რომლებიც ერთმანეთზე ლეგოს აგურებივით ვერტიკალურადაა განლაგებული. სინამდვილეში, ეს კონსტრუქტორი სახლის დაპროექტებისას მოდელის როლს ასრულებდა.

ადგილის მცირე ზომის გათვალისწინებით, სახლის თითოეული სართული 16 კვ. მ. გამოვიდა. ეს სავსებით საკმარისია კონკრეტული საცხოვრებელი ზონების შესაქმნელად. თითოეული სართული წარმოადგენს სპეციფიკურ საცხოვრებელ ადგილს და სრულიად ადაპტირებულია ახალგაზრდების ცხოვრების წესზე. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი თავად გეგმავდნენ საცხოვრებელი ფართის განლაგებას და დიზაინს, სრულად იქნა გათვალისწინებული მეუღლეთა გემოვნება და პრეფერენციები (რა თქმა უნდა, დაპირისპირების გარეშე). პირველ საცხოვრებელ სართულზე (სინამდვილეში, მეორეზე) მათ სურდათ ჰქონოდათ პატარა დერეფანი-მისაღები ოთახი და მინი-ოფისი, რომლის მახლობლადაც გონივრულად გამოყვეს აბაზანის მოსაწყობი ადგილი.

ვიწრო კიბეს მაგარი საფეხურებით, რომელიც მთელ ვერტიკალურ სახლს თან გასდევს, ჯერ სასადილო ოთახიანი სამზარეულოსკენ მივყავართ, შემდეგ კი საძინებელში პატარა მოსასვენებელი ოთახით, რომელიც უკვე მეოთხე სართულზეა, ხოლო მე -5 სართულზე (!) არის სრულფასოვანი აბაზანა მეორე აბანოთი, სამრეცხაოთი და გარდერობით.

მეუღლის წყალობით, რომელიც დიდხანს და ჯიუტად იცავდა თავის აზრს სრულფასოვანი აბანოს განთავსების თაობაზე, სახლს ახლა საკუთარი დასვენების ზონა აქვს, რადგანაც ავზი ფანჯარასთან იქნა განთავსებული. ახლა, თბილ წყალში ჩაწოლისას, შეგიძლიათ დაუსრულებლად დატკბეთ პარკის ტერიტორიის ულამაზესი მონახაზებით, უფრო სწორად, ხეების მწვერვალებით. მე -5 სართულზე ასევე განთავსებულ იქნა პატარა ღია აივანი, შესანიშნავი ხედით, ამიტომაც იგი რთული სამუშაო დღის შემდეგ შესანიშნავ დასასვენებელ ადგილად იქცევა, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი ძალა გექნებათ მასთან მისასვლელად.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი