სარკოფაგები ეგვიპტეში – ამაში, თითქოს, ახალი არაფერია. რა უნდა აღმოჩნდეს მასში ახალი? თუმცა, ბოლო აღმოჩენამ, რომელიც კაიროდან 30 კილომეტრით დაშორებული საქარის დასახლების მიდამოებში იპოვეს, მეცნიერებს შორის ვნებათა ღელვა გამოიწვია.

სარკოფაგები ეგვიპტეში

საქარა ცნობილია იმით, რომ სწორედ მის ტერიტორიაზე მდებარეობს ყველაზე დიდი სამარხი კომპლექსი სერაპეუმი. ის 1850 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა, ოგიუსტ მარიეტმა აღმოაჩინა.

ეგვიპტის მუზეუმის მომავალმა დამფუძნებელმა, ჯოზერის საფეხურებიანი პირამიდის მიდამოების შესწავლისას, სამარხებისკენ მიმავალი გვირაბები აღმოაჩინა.

სამარხების კედლებზე არსებულმა წარწერებმა კი მეცნიერებს საშუალება მისცა, დეტალურად აღედგინათ იმ პერიოდის მაცხოვრებელთა ცხოვრების სტილის სურათი. დღესდღეობით, საქარა ეგვიპტის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური არეალია.

საქარას იდუმალი აღმოჩენა

2018 წლის დეკემბერში, სერაპეუმის მიწისქვეშეთში 24 გიგანტური სარკოფაგი (სიგრძეში 4მ-ზე მეტი) იქნა აღმოჩენილი, რომლებიც ყველაზე მყარიმ ასუანის გრანიტისაგანაა დამზადებული. ყველა მათგანი ცარიელი იყო, იდეალური გეომეტრიული ფორმა ჰქონდა და 100 ტონამდე იწონიდა.

როგორ მოახერხეს ეგვიპტელემა მსგავსი რამის შექმნა? ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ როგორ შეძლეს გიგანტური ობიექტების დამარხვა. მეცნიერები ჩიხში სარკოფაგებზე დატანილ წარწერებსაც შეჰყავს.

ისინი სარკოფაგების დამზადების შემდეგაა დაწერილი და შესრულების ხარისხიც შეუსაბამოა ზოგად დიზაინთან. ზოგიერთი სპეციალისტი, პალეონტოლოგთა გასახარად, თვლის, რომ ამ ყოველივეში უცხოპლანეტელთა ხელი ურევია.

შესაძლოა, ეგვიპტელებმა უცხოპლანეტელთა მიერ დატოვებულ არტეფაქტებს მიაგნეს და საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენეს. ლეგენდის თანახმად სერაპეუმი დიდი ხანია ღმერთი პტაჰის მიწიერ განსახიერებათა – აპისთა სამარხია. შესაძლოა აღმოჩენილი სარკოფაგები სწორედ მათთვის იყო გათვლილი?

ახალი აღმოჩენები

ახლახანს ეგვიპტის სიძველეთა და ტურიზმის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქარაში კიდევ 27 ხელშეუხებელი სარკოფაგი აღმოაჩინეს. მსგავსი აღმოჩენების ისტორიაში ეს გამორჩეულად დიდი მონაპოვარია.

ხის სარკოფაგები 11მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი 2500წლის წინ იქნენ მიწაში ჩაფლულნი და მას მერე აქამდე არავის გაუხსნია. მიუხედავად ასაკისა, სარკოფაგები მშვენივრად იყო შენახული.

უდაბნოს მშრალმა კლიმატმა მათზე ლურჯი საღებავისა და ოხრას შენახვის საშუალება მისცა. ამასთანავე არქეოლოგებმა ბლომად აღმოაჩინეს მდიდრულად დეკორირებული ქანდაკებები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ეგვიპტეში იმედს იტოვებენ, რომ ახალი აღმოჩენები ისტორიისადმი ინტერესს კვლავ გააღვივებს, ეს კი კარანტინის გამო შემცირებულ ტურისტთა რაოდენობას გაზრდის.

სარკოფაგებში დასაფლავებულ ადამიანთა სახელების გაგება მეცნიერებს ჯერ კიდევ წინ აქვთ. ამჟამად კი საქარაში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. შესაძლოა მალე რაიმე კიდევ უფრო გასაოცარი გველოდოს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი