მდინარეს თავიასი კალაპოტი აქვს, თუმცა, ადამიანთათვის ის ყოველთვის მოსახერხებელი არაა, მით უმეტეს, სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების ეპოქაში. სწორედ ამისთვის გამოიგონეს ხიდი, რომელიც წყლის ნაკადს სხვა მხარეს მიმართავს. ამ გამოგონებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ კი გამაოგნებელ ხიდ-აკვადუკს, რომლებიც ინჟინერიის საოცრებადაა აღიარებული.

1. The Lune Aquaduct, ლანკასტერი, დიდი ბრიტანეთი

აკვადუკ Lune-ს, ხშირად, “წყალსატევების საოცრებად” და მე-18 საუკუნის მშენებლობის შედევრად მიიჩნევენ. ის 1797 წელს დიდ ბრიტანეთში იქნა აგებული და მდინარე ლუნს კვეთს, კანკასტერის არხში მიმავალი წყალი გადააქვს. ნაგებობა 202 მეტრზეა გადაჭიმული და ხუთი ნახევარწრიული თაღისაგან შედგება რომლებიც მიწის დონიდან 18,5 მეტრზეა აზიდული. თაღები რუსეთიდან საგანგებოდ შემოტანილი მორებისაგან გაკეთებულ გროვებს ეყრდნობა, რომლებიც მდინარის კალაპოტში ჩადის. ამ საყრდენს კონტრუქცია აგერ უკვე 220 წელზე მეტია უსაფრთხოდ უჭირავს.

2. The Edstone Aqueduct, უეკსი, დიდი ბრიტანეთი

ედსტონის აკვადუკი 1816 წელს სტრატფორ-ევინ-ეიონის არხზე იქნა აგებული და მდინარე ეიონის შენაკადზე, ასევე GWR-ს კრინიგზასა და სოლტერნს-ლეინის გზაზე გადის. მისი სიგრძე დაახლოებით 145 მეტრს შეადგენს და დიდ ბრიტანეთში თუჯის ყველაზე დიდი აკვადუკია. მასიური ლითონის წყალსადენი ლამაზად მოპირკეთებულ აგურის უზარმაზარ სვეტბს ეყრდნობა, მის გვერდით ასევე წარმოდგენილია საცალფეხო ბილიკი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ედსტონის აკვადუკი გამორჩეულია იმით, რომ ის წყლის ზემოთ კი არა, არამედ წყლის დონეზეა განთავსებული. მეტად საინტერესოა აკვადუკის გასწვრივ სეირნობა, გვერდით შესაძლოა ვიწრო ნავი ან იხვები მიცურავდნენ.

3. Barton Swing Aqueduct, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი

აღნიშნული აკვადუკი ვიქტორიანული ინჟინერიის უნიკალური ეგზემპლარია. მისი გამოყენება 1893 წელს დაიწყო და დღემდე ფუნქციონირებს, ის ბრიჯვუტერის არხში მოგზაურ ვიწრო ნავებს საშუალებას აძლევს მანჩესტერის სანაოსნო არხი, მის წყლებში შესვლის გარეშე გადალახონ. აკვადუკის უჩვეულობა მის კონსტრუქციაშია – ის მოძრავი ხიდია შემობრუნებადი მექანიზმით. დაკეტილ მდგომარეობაში ბრიჯვუტერის არხი იხსნება, ხოლო როცა გემები ქვედა არხს უახლოვდებიან, ხიდი ტრიალდება და გასასვლელს ათავისუფლებს.

4. Pontcysyllte Aqueduct, უელსი, დიდი ბრიტანეთი

მდინარე დის კალაპოტში განთავსებულ სანაოსნო არხში ლანგოლის არხის წყლები მიედინება. ნაგებობა 1805 წელს იქნა აგებული ნისლიან ალბიონის აკვადუკებს შორის დღემდე ყველაზე გრძელ და მაღალ ნაგებობად ითვლება. მისი მშენებლობა ბრიტანეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს დიდ ტექნიკურ მიღწევას წარმოადგენდა: აკვადუკის მშენებლობა ბრიტანეთის იმ წლების რკინისა და ფოლადის ინდუსტრიის უნიკალურ შესაძლებლობებს განასახიერებს. აკვადუკის მეტალის თაღებს მაღალი წვრილი საყრდენები იჭერს, რომელიც ქვისგანაა ნაგები და ხეობის რთულ ლანდშაფტში კარგად ჯდება. პონტკისილტეს ხიდი დღესაც მუშა მდგომარეობაში და წელიწადში დაახლოებით 15 ათას ნავს ატარებს.

5.  Avon Aqueduct, ლინლიგთოუ, შოტლანდია

ევონი – ზომით დიდ ბრიტანეთში მეორე და შოტლანდიაში პირველი აკვადუკია. მისი სიგრძე 247 მ, სიმაღლე 25,9, სიგანე კი 7,2 მ არის. მარტივი და ელეგანტური ნაგებობა იუნონის არხის წყლები მდინარე ევონსა და მის მიმდებარე ხეობაზე გადააქვს. აკვადუკი 1821 წელს იქნა აგებული და თავისი დროის ერთ-ერთ ინოვაციურ ინჟინერულ მიღწევად მიიჩნეოდა. დღესდღეობით არხის გამოყენება მცირე ზომის ნავებისათვის, ასევე მასზე მოწყობილია საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მუირავონსაიდის ბაღის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

6. The Ringvaart Aqueduct, ჰარლემერმეერი, ნიდერლანდები

აკვადუკს რინგვაარტის არხი საავტომობილო გზის თავზე აქვს ატანილი. იგი აგებულია 1961 წელს და ჰოლანდიის უძველეს წყლის ხიდად ითვლება. 2006 წელს ნაგებობა გაფართოვდა ორი ახალი განყოფილებით დამატებითი სატრანსპორტო დერეფნებისათვის მაგისტრალური და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზით.

7. The Briare Aqueduct, ბრიარი, საფრანგეთი

აკვადუკი მდინარე ლუარის წყლებს ლუარის გავლით ატარებს. ის კომპანია ეიფელის მიერ 1890-1896 წლებში აშენდა და მსოფლიოში ყველაზე უძველესს წყალსადენად ითვლებოდა, სანამ 2003 წელს ტიტული მაგდებურგის აკვადუკს არ დაუთმო. მეტალის კონსტრუქცია 14 საყრდენზეა განთავსებული და 13 000 ტონა წყალს იტევს. მისი სიგრძე 662,7 მ, ხოლო სიგანე საფეხმავლო ბილიკებითურთ 11,5 მეტრია. წყლის ხიდი მორთულია პილასტრებითა და ფარნებით, რაც ხეივნის შთაბეჭდილებას ქმნის. აკვადუკზე გასეირნება მართლაც რომ დაუწვიწყარ შთაბეჭდილებას გაჩუქებთ: დღისით ლუარისა და ბრიარის შთაბეჭდავი პეიზაჟები გელოდებათ, ღამით კი ფანრების შუქი წყალში საოცრად ბზინავს, რისი საშუალებითაც რომანტიული ატმოსფერო იქმნება.

8. The Veluwemeer Aqueduct, ნიდერლანდები

აკვადუკი ჰადერვიკის მატერიკის ნაწილსა და ხელოვნურ კუნძულ ფლევოლანდას. წყლის ხიდი ნავებს საშუალებას აძლევს დაუბრკოლებად გაიარონ, რადგანაც მისი საშუალებით საავტომობილო გზა აკვადუკის ქვეშ აღმოჩნდა. ის 2002 წელს იქნა აგებული და მსოფლიოში ერთ-ერთი უმოკლესი წყალსადენია, მისი სიგრძე მხოლოდ 24 მეტრია. კონსტრუქცია გაგაოცებთ თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით: ხედი ზემოდან ულამაზესია, ის “გაჭრილი” გზის ეფექტს ქმნის.

9. The Krabbersgat Naviduct, ენხუიზენი, ნიდერლანდები

ნაგებობა წლის გზას წარმოადგენს, რომელსაც ორივე მხრიდან საკეტები აქვს. ის წყალგამტართა სპეციალურ კლასს წარმოადგენს, რომლებსაც ბლოკირების სისტემა აქვს და ნავიდუკტები ეწოდებათ. მშენებლობის დაწყებამდე ენხუიზე-ლელისტადის კაშხალი თითქმის ყველა გემისთვის ღია იყო, რაც წარმოქმნიდა, როგორც საავტომობილო, ასევე საზღვაო გზაზე საცობებს. ნადიდუტკის მშენებლობამ კი საცობის პრობლემა საბოლოოდ გადაჭრა.

10. Magdeburg Water Bridge, მაგდესბურგი, გერმანია

ის 2003 წელს იქნა აგებული და მსოფლიოში ყველაზე გრძელ აკვადუკად ითვლება. მისი სიგრძე 918 მეტრია, ის მდინარე ელბასა და მიწის ზემოთ, აერთებს მიტელანდისა და ელბა-ჰაველის არხებს. აკვადუკი აკავშირებს მაგდებურგის წყლის არხსა და ჰანოვერისა და ბერლინის არხებს, რითაც გემებისა და ბარჟების გზას საგრძნობლად ამცირებს.

საინტერესო ფაქტი რედაქციისაგან: ამ ხიდის იდეა ჯერ კიდევ 1919 წელს დაიბადა, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკისათვის სატრანსპორტო კავშირების განვითარება მეტად მნიშვნელოვანი იყო. გერმანებელმა მშევებლობა კიდევაც დაიწყეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა მათი გეგმები დააპაუზა. გერმანელები პროექტს 1997 წელს დაუბრუდნენ და 6წელიწადში აკვადუკის მშენებლობა დაასრულდეს კიდევაც, რაც ასეთი კოლოსალური სტრუქტურისათვის მართლაც რომ მცირე დროა. აკვადუკის სიგანე 34 მ, ხოლო სიღრმე კი 4,25 მეტრია.

და ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ თავდაპირველად ძველ დროში აკვადუკების მშენებლობის ძირითადი მიზანი სანიტარული ნორმების დაცვა იყო, რათა ქალაქებს სუფთა წყალი მიწოდებოდათ.