4 ყველაზე ძვირი რესტორანი: ერთი ვიზიტი თირკმლის ფასად დაგიჯდებათ

ვფიქრობ ყველას უსადილია ან უვახშმია რესტორანში. თუმცა რესტორნები განსხვავებულია და ყველა მათგანს რაღაც თავისი დამახასიათებელი შტრიხი აქვს. არსებობს ისეთები, სადაც არა მხოლოდ საუკეთესო სამზარეულო და მომსახურეობაა, არამედ ფასებიც შესაბამისია. ზოგიერთი რესტორანი იმ დონეზე ძვირადღირებულია, რომ მისი ასორტიმენტის დასაგემოვნებლად მთელი წლის ხელფასიც კი შეიძლება დაგვჭირდეს. დღევანდელ სტატიაში მსგავსი რესტორნების «ოთხეულს» წარმოგიდგენთ

1. Sublimotion (ესპანეთი)

ლეგენდარული იბიცა ცნობილია არა მხოლოდ გასაოცარი წვეულებებით, არამედ პლანეტაზე ყველაზე პატივსაცემი რესტორნებითაც. “Sublimotion” 2004წელს, Playa d-en Bossa-ზე, სასტუმროში Hard Rock Hotel Ibiza გაიხსნა. ის მხოლოდ 12ადამიანს იტევს. დახვეწილი კერძების გარდა, აქ თქვენ გაოცებას ვირტუალური რეალობის თავგადასავლებიც გამოიწვევს, ჰაერში მცურავი თეფშებითა და პერსონალით, რომლებიც ყოველთვის ამ გასტრონომიული წარმოდგენის ნაწილია. კერძებს კი ყველაზე ტიტულოვანი შეფები და მოლეკულური სამზარეულოს გურუ ამზადებს. სწორედ ამიტომ, ამ დაწესებულებაში ერთ ადამიანზე გათვლილი სადილის ღირებულება საშუალოდ არანაკლებ 1,5ათასი ევროა.

2. Aragawa (იაპონია)

აღმოჩნდა, რომ სტეიკის სახლის შესაძლოა ძვირადღირებული იყოს. 1967წელს ტოკიოში გაიხსნა დაწესებულება სახელწოდებით “Aragawa” და დღევანდელობაშიც კი მსოფლიოს უძვირესი რესტორნის ტიტულს არავის უთმობს. ყველაზე საინტერესო მასში ისაა, რომ კერძებს უბრალოდ არ აქვთ რაიმე სახის ერთგვარი რეცეპტი ან სუფრაზე მიტანის წესები. მენიუს მთავარი კერძი ტაჯიმას ძროხის სტეიკია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის ძროხებს ჰიოგოს პრეფექტურაში ზრდიან და მხოლოდ 28თვის განმავლობაში ასუქებენ.

სტეიკის მომზადების პროცესი მკაცრადაა რეგლამენტირებული და თავის თავში ათ სტადიას მოიცავს, რის გამოც ტაჯიმას სტეიკი ენაზე პირდაპირ დნება. გარდა ამისა, მფლობელებმა არც ინტერიერის დიზაინისთვის დაიშურეს ფინანსები: ხელით ნაქსოვი აბრეშუმის გობელენები და იშვიათი ხის ავეჯი ადგილის ატმოსფეროს უფრო მეტად აძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებაში სტუმრობა მინიმუმ ხუთასი დოლარი დაგიჯდებათ, ის მაინც საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს.

3. L’Arpege (საფრანგეთი)

პარიზული რესტორანი “L’Arpege” როდენის მუზეუმიდან არც ისე შორს მდებარეობს და თავს პირველ რიგში თავისი შეფის – ალენ პასარდით იწონებს, რომელსაც სამი ვარსკვლავი აქვს. რესტორნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი ვეგეტარიანული სამზარეულოს შედევრებია, სწორედ იმიტომ, რომ შეფმა შეძლო მარტივი ბოსტნეულის გემო ხელოვნებად ექცია, მან ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი მიიღო. რესტორნისათვის ყაბაყი და სტაფილო დასავლეთ საფრანგებში მდებარე სპეციალურ ფერმებში მოყავთ. მთელი ამ გასაოცარი კერძების დაგემოვნება ერთ ადამიანს საშუალოდ 400დოლარი დაუჯდება.

4. Per Se (აშშ)

ნიუ-იორკში, ნაპას ხეობაში 2004წელს ცნობილი რესტორანი “Per Se” გაიხსნა, რომლის ფანჯრებიდანაც ხედი ცენტრალურ პარკზე იშლება. ამ ადგილს მღელვარე მეგაპოლისის შიგნით არსებულ ნამდვილ ოაზისს უწოდებენ, ამას ხელს უწყობს ინტერიერის დიზაინი გლუვი ხაზებითა და ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროთი. მენიუს რაც შეეხება, ის შეფ ელი კაიმეს ეკუთვნის, რომელმაც მოახერხა ჩვეულებრივი ამერიკული პროდუქტებისაგან შედევრები შეექმნა. აქ შეგიძლიათ მიირთვათ მარგალიტის ტაპიოკა ხამანწკებითა და ხიზილალით, ასევე ძროხის შემწვარი ხორცი ხრაშუნა ძვლის ტვინით და მეტიც, მწარე ნაყინი სანელებლებით. პორციათა ზომა საკმაოდ პატარაა, ამიტომაც სტუმრებს შეუძლიათ რამოდენიმე კერძი დააგემოვნონ. რესტორნის სტუმრობა ერთ ადამიანს საშუალოდ 300დოლარი დაუჯდება.