კარგია იქ, სადაც არ ვართ. მაგრამ როგორც კი სადმე აღვმოჩნდებით, ირკვევა რომ ყველაფერი ისეც არაა, როგორც წარმოგვედგინა. დღევანდელ სტატიაში საფრანგეთის შესახებ მოგიყვებით, თუ როგორია ის იმ ადამიანის თვალით დანახული, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება აქვს.

ჩვენი ახლობელი ჯერ კიდევ საფრანგეთში გვეგონა, ასე რომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონია, როცა ის შემთხვევით ქუჩაში შემხვდა და აღმოჩნდა, რომ წელიწადზე მეტია სამშობლოს დაუბრუნდა. რატომ მოხდა ასე? საფრანგეთში ცხოვრებას, ხომ სამოთხეში ყოფნას უდრის!

წესები საფრანგეთში

“მოემზადე, ჯიბეების გასქელებას ნამდვილად შეძლებ! მეც ასე ვფიქრობდი, როცა საცხოვრებელს ვეძებდი. საბედნიეროდ ჩემი შემოსავალი მსგავსი ავანტიურის შესაძლებლობას მაძლევს. დედაქალაქში საცხოვრებლისა და პროდუქტების ფასები შეგვიძლია ნიცას შევადაროთ. ასე რომ თუ IT საქმიანობაში კარგად ერკვევით, დისტანციურად შეგიძლიათ მუშაობა.

თავიდან ბარსელონაში ვფიქრობდი ცხოვრებას, მაგრამ მიგრანტთა დიდი რაოდენობა და საერთო კრიმინალური სიტუაცია არ მომეწონა. ერთხელაც საერთოდ შავკანიანმა თინეიჯერმა ჩემთვის ტელეფონის ამოცლა სცადა. ვფიქრობ, ევროპელებთან გასდით, მაგრამ ჩვენთან ნამდვილად ვერა. საკადრისი პასუხი კი ნამდვილად გავეცი, მარა ზოგადად მსგავსი სიტუაციები დისკომფორტს მიქმნის.

გადავწყვიტე საფრანგეთი ამეთვისებინა, ერთი კვირა პარიზზე ვფიქრობდი. გავიაზრე, რომ აქაც მიგრანტების პრობლემა იქნებოდა, მაგრამ უფრო მუსლიმების. ცხოვრების საკმაოდ სწრაფი ტემპია, სიბინძურეა. აი ყოველივე ის, რასაც სახლში გავურბოდი. საერთო ჯამში, ნიცა ძალიან მომეწონა. მშვენიერი კლიმატი, მდიდრული ზღვა და ძირითადად რესპექტაბელური კონტიგენტი.

აი ცოტ-ცოტა ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპების გახსენება დავიწყე, რომელიც თანამემამულეთა უმრავლესობას აერთიანებს: ჩვენთან სიღარიბეა, სახელმწიფო ჩვენზე არ ზრუნავს, კანონები ხალხისთვის კი არა, მთავრობისთვისაა. და აუცილებელი მანტრა იმის შესახებ, რომ ევროპაში ყველაფერი საუკეთესოა.

ცხოვრება ნიცაში

ნიცაში ორ წლიანი ცხოვრება ჩემთვის ყოველდღიურობის ჯოჯოხეთად იქცა. არ დამეხმარა არც ზღვა, არც არაჩვეულებრივი კლიმატი თუ ადგილობრივი სამზარეულო. ტურისტები ამ ყოველივეს ვერ ამჩნევენ, მაგრამ როცა სახელმწიფო აპარატს ეჯახები, საქმე სულ სხვაგავრად ტრიალდება და უაზრო პასუხების კორიანტელი იწყება.

თუმცა საქმე მთლად ამაშიც კი არაა. არანაირი ელექტრონული სერვისი არ არსებობს, ხოლო სახელმწიფო უწყებები კი ყოვლად გაურკვეველი რეჟიმით მუშაობენ: კვირის რამოდენიმე დღე მხოლოდ გარკვეული საათებით. მაგალითად, სამშაბათს ათიდან თორმეტამდე, ხოლო ხუთშაბათს სამიდან ხუთამდე. საჭირო ჩინოვნიკთან გასაუბრების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ვინ თქვა, რომ საფრანგეთში რიგები არაა? და აი ისინიც! და თან ისეთი რომ, რიგში დადგომა დილის ექვსი საათიდან მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ მოხვდები იქ, სადაც გჭირდება. საერთო ჯამში, მართლაც რომ ადგილობრივი ჩინოვნიკების ხუშტურებზე უნდა იაროთ: ზოგჯერ რამოდენიმე ცნობა დაგჭირდებათ. ცნობისთვის ცნობა აქ ყოვლად რეალურია.

ეჭვი მაქვს საფრანგეთში საერთო საინფორმაციო ბაზის შესახებ არაფერი იციან. თუ ჩვენთან მართვის მოწმობის აღებას 10წუთი სჭირდება, თან ყველა მონაცემი საიტზე ივსება, საფრანგეთში ამ პროცესს რამოდენიმე კვირა დასჭირდება. ყველა უწყება მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, ყველა მოთხოვნა კი ფაქტიურად წერილობითი ფორმით იგზავნება. თუმცა სახასიათოა ის, რომ აქ სამსახურზე საყვედურის გამოთქმა უჩვეულო ამბავია.

წესები საფრანგეთში

გასაგებია, ფრანგები ასე ხშირად რატომაც იღიმებიან. თუ ჩინოვკის თქვენს უკმაყოფილებას ანახებთ, სამაგიეროსაც აუცილებლად ელოდეთ, ის მილიონი წელი გაგაწვალებთ თუ საჭირო დროს არ გაიღიმებით. არ გინდა პრობლემები? გაიღიმე! ისე ჩანს, რომ მხოლოდ ჩვენთან თუ შეგიძლია ჩინოვნიკთან მისვლა და გამოლანძღვა, მას კი თქვენი ყურადღებით მოსმენა მოუწევს.

საინტერესოდ მუშაობენ ბანკები. საბანკი ბარათის ასაღებად უამრავი დოკუმენტის მომზადება დაგჭირდებათ. ბანკი დაინტერესდება თუ სად ცხოვრობთ, როგორია თქვენი შემოსავალი, საგადასახადო დეკლარაციაშიც ჩაიხედება და კომუნალურები გასახადების ქვითრების ორიგინალებსაც თვალს შეავლებს. ქვითარი თქვენს მიერ უნდა იყოს გადახდილი, ხოლო გადახდა კი ფრანგულ ბანკში უნდა განხორციელდეს. აი ასეთი ჩაკეტილი წრეა.

გარდა ამისა, მზად უნდა იყოთ, რომ ბარათზე ინდივიდუალური ლიმიტი გექნებათ. მაგალითად, 1000 ევრო. თუ რაიმე ისეთი ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, რომ ამ ლიმიტში ვერ ჩაეტევით, ბანკი ბარათს დაგიბლოკავთ და აუცილებლად დაინტერესდება თუ საიდან მოიტანეთ დამატებითი ფინანსები. და ჩვენთან როგორაა? შეავსე განაცხადი და ბარათი მეორე დღეს უკვე მზადაა.

სანტექნიკოსი მაშინ მოვა, როცა მისთვისაა მოსახერხებელი

რამოდენიმე სიტყვა ინტერნეტში. ვინაიდან პროგრამისტი ვარ, ჩემთვის ინტერნეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან დაახლოებით 30-40 ლარს ვიხდიდი, საფრანგეთში კი 30მგ 180 ევრო მიჯდებოდა. საყოფაცხოვრებო საკითხები: ჩვენთან ხელოსანს ვიძახებთ ხოლმე და ისც ჩვენთვის მოსახერხებელ დროს მოდის, მისი მომსახურეობა დაახლოებით 10-20 ევრო ჯდება.

აი საფრანგეთში კი სანტექნიკოსი მაშინ მოვა, როცა მისთვის იქნება მოსახერხებელი და მომსახურეობაში 150-200 ევროს გამოაგართმევთ. როგორ მოგწონთ? სხვათაშორის, ორიოდე სიტყვა კვებასა და მაღაზიებზეც უნდა ვთქვა. მათი უმეტესობა 17:00-მდე მუშაობას, ვინც ამ დროში ვერ მოასწრებს, მისი პრობლემები არავის ადარდებს. გშია? ხვალამდე მოგიწევს მოთმენა ან რესტორანში წასვლა. დასვენების დღეები მაღაზიებს ისევე აქვთ, როგორც ყველას – შაბათი და კვირა. ერთადერთი ხსნა ეს ავტოგასამართი სადგურია, სადაც მხსნელი სენდვიჩი შეგიძლია შეიძინო.

მოკლედ, ორი წლის მერე სამშობლოში დავბრუნდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ! თითქოს ბეტონის კედლებში ფანჯარა გაჩნდა, რომლის გაღებაც შეგიძლია და ოთახიც მაშინვე ჰაერით ივსება. ვფიქრობ დიდხანს აღარ მენდომება სადმე ევროპაში წასვლა და იქ დასახლება. აქაც კარგად გვაჭმევენ!”

გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ საფრანგეთში არსებული წესების შესახებ. კარგია რეალური ცხოვრებისა და სტერეოტიპების შედარება.