როგორ არ იყინებიან იტალიელები ცენტრალური გათბობის გარეშე

ვფიქრობ, თქვენთვის გასაკვირი ინფორმაცია იქნება ის, რომ ევროპისა და აზიის ზოგ ქვეყანაში ცენტრალური გათბობის სისტემა არ გამოიყენება. ჩინეთში მსგავსი მიდგომა მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეშია, აი მაგალითად იტალიაში კი გათბობა შეიძლება უბრალოდ არ იყოს. რეზიდენციათა უმეტესობა, მაგალითად, ქვეყნის სახმრეთ ნაწილში სტუმრებს მხოლოდ სეზონურად იღებს.

რედაქციამ იტალიაში მცხოვრები ნაცნობები გამოკითხა და დღევანდელ სტატიაში სკალეში მცხოვრები იტალიელების გამოცდილებას შემოგთავაზებთ. ამ საკურორტე ქალაქში თქვენ ცენტრალურ გათბობას ვერსად შეხვდებით.

იტალიური გათბობის სისტემა

ისევე, როგორც ყველა საკურორტე ქალაქში, უძრავი ქონება გათვლილია იმაზე, რომ მეპატრონე მას მხოლოდ ზაფხულში ეწვევა, შესაბამისად დანარჩენი პერიოდი ბინა ან ცარიელია ან ქირავდება. ვინაიდან გათბობა არაა, შესაბამისად მათი ფასიც დაბალია. ვერ ვიტყოდით, რომ იტალიერები საერთოდ გათბობის გარეშე ცხოვრობენ, თუმცა მართალია ის არსებობს, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. და რა საჭიროა თუ ზამთარში აქ არავინ ცხოვრობს?

გარდა ამისა, საცხოვრებლის გათბობის სხვა ხერხებიც არსებობს. დროებითი ვარიანტები არაფრითაა ცუდი. ლოკაციიდან გამომდინარე ამ ტერიტორიაზე ტემპერატურა 5გრადუსზე დაბლა იშვიათად ჩამოდის, თუმცა ზოგჯერ არის პიკი პერიოდიც და ამ დროს ტემპერატურა ნულოვან ნიშნულს უახლოვდება. დამატებული ამას ზღვიდან საკმაოდ ცივი ქარი ურებავს და სახლებს კიდევ უფრო მეტ სითბოს აკარგვინებს.

როგორ თბებიან ჩვენი ნაცნობები, როცა სამხრეთ იტალიაში ზამთარი მოდის? რამოდენიმე ვარიანტს იყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მეთოდებს ჩვენც მოვიხმართ ხოლმე. ჩვენსკენ გათბობის გარეშე სახლისა თუ ბინის წარმოდგენა რთულია.

1. გაზის გამათბობელი

ჩვენთან მსგავსი გამათბობებლი ხშირად ავტოფარეხის ან აგარაკის სწრაფად გასათბობად გამოიყენება. ახლობლებმა მსგავსი ფასდაკლებაზე შეიძინეს და გაზის ბალონების მოიმარაგეს.

50-კილოიანი ბალონი 20 ევრო ღირს და ის აქტიური გამოყენების შემთხვევაში ერთი კვირა ყოფნის. თუმცა თუ ცოტა ეკონომიურად მოიხმარენ, მეტხანსაც გაძლებს. ერთადერთი მინუსი ზოგჯერ გაზის სუნია.

2. კონდეციონერი

შველის იმ შემთხვევაში თუ მას გათბობის ფუნქციაც აქვს. დღესდღეობით იშვიათია სხვა ვარიანტის ნახვა, თუმცა იტალიაში ისინი ჯერ კიდევ გამოიყენება. ახლობლები სწორედ კონდეციონერით გათბობას ანიჭებენ უპირატესობას და თვეში დაახლოებით 100 ევრო უჯდებათ. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონდეციონერი მხოლოდ დღე და იმ პერიოდშია ჩართული, როცა ვინმე სახლშია.

3. ბუხარი

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბუხარიც გათბობის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა ხის მასალა ზოგჯერ პრობლემატურია, მისი შეძენა და სახლამდე მიტანა. და ცეცხლის დანთებაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. თუმცა თუ ძალისხმევას არ დაიშურებენ, ბუხარი სახლს არა მარტო გაათბობს, არამედ მყუდრო ატმოსფეროსაც შექმნის.

საერთო ჯამში, მეგობრებმა გაგვიზიარეს, რომ პირველი ხანები რთულია, შემდეგ კი ეჩვევი. სანამ მიეჩვევი ეს ყოველივე სახლაფორთოდ გეჩვენება, თუმცა დროთა განმავლობაში ამ სირთულეებს ვეღარც კი ამჩნევ. არსენალში ყოველთვის მზად გაქვს გაზის გამათბობელი, თბილი ტანსაცმელი და პლედები. სიცივეები დიდხანს ფაქტიურად არ გრძელდება, მთავარია რამოდენიმე ცივ კვირას გაუძლო.

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენც ხომ არ დაგჭირვებიათ გათბობის იტალიური ვერსიისათვის მიმართვა? ნამდვილად საინტერესო იქნება!