როგორ გავათეთროთ მაქმანის ფარდა სწრაფად და მარტივად

ფანჯრების გაღებისას ტული მთელ მტვერს აგროვებს, ამიტომაც თუ ფანჯრები სამანქანო გზაზე გადის, ტულის გარეცხვა საკმაოდ ხშირად გვიწევს, მით უფრო თუ სახლში კონდეციონერი არაა. დროთა განმავლობაში ტული ნაცრისფერდება და მისთვის პირვანდელი სიქათქათის დაბრუნება რთული ხდება. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ გაათეთროთ ტული სახლის პიროებებში სწრაფად და ეფექტურად.

როგორ გავათეთროთ მაქმანისწრაფად

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მათეთრებელი ვერ დაგეხმარებათ, რადგან იგი 100%-ით ეფექტური არაა და, ამასთანავე, შესაძლოა, ქსოვილი დააზიანოს კიდევაც. მისი რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ, საყვარელ ქსოვილს დაემშვიდობებით. ამიტომ, მაქმანი სათუთ რეცხვას საჭიროებს, რისთვისაც წლებით გამოცდილი მეთოდების გამოყენება შეგვიძლია.

ნიშადური

ნიშადური იდეალური ვარიანტია ფარდის გასარეცხად, რომელმაც თამბაქოს ან სხვა არასასიამოვნო სუნი შეისრუტა. ამასთანავე კარგად ათეთრებს კიდევაც. 10ლ წყალში უნდა გახსნათ 1ს.კ. ნიშადურის სპირტი და 1ს.კ. სარეცხი ფხვნილი, შემდეგ ფარდა მასში რამდენიმე საათით ჩაალბოთ, ბოლოს კი თბილი წყალი გაავლოთ და სარეცხ მანქანაში გარეცხოთ.

ბრილიანტის მწვანე

ტულის ბრილიანტის მწვანეს გამოყენებით გათეთრებამდე, ქსოვილი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ნუ გაათეთრებთ შეღებილ ტულს, რადგანაც მან შეიძლება ფერი შეიცვალოს ან დალაქავდეს. გახსენით 5წვეთი ბრილიანტის მწვანე 6ლ წყალში და ტული მასში გაავლეთ. პროცესის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ბრილიანტის მწვანე წყალში ბოლომდე გაიხსნა.

მარილი

მარილი გათეთრებას მთლად კარგად ვერ ახერხებს, თუმცა ლაქებს ნამდვილად უმკლავდება. თბილ წყალში გახსენით 5ს.კ. მარილი და 2ს.კ. სარეცხის ფხვნილი, შემდეგ კი მასში ტული 4-6საათით ჩაალბეთ. ბოლოს კი ტული კარგად გაავლეთ. მარილი შეგიძლიათ სოდითაც ჩაანაცვლოთ, ეფექტი იდენტური იქნება.

ფარდების გარეცხვამდე, ყურადღება ეტიკეტს მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ თხელი ნაჭერი უმჯობესია არ გადახარშოთ და მათთან არც აგრესიული სარეცხის საშუალებები გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში ახალი ფარდების ყიდვა მოგიწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვაში უამრავი საწმენდი თუ სარეცხი საშუალებაა, მათი ბრმად ნდობა არ შეიძლება. მათი უმეტესობა საკმაოდ ძვირადღირებულია, ძლიერმოქმედ საშუალებების დოზის დარღვევას კი ნაკეთობის დაზიანებაც შეუძლია. უმჯობესია, გამოიყენოთ გამოცდილი მეთოდები, რომლებიც ბებიებისგან გადმოგვეცა. და თქვენ როგორ ათეთრებთ ფარდებს?