საკუთარი კუნძული პლასტმასის ბოთლებისაგან: ბრიტანელი ხელოვანის გამოცდილება

ზოგიერთი ოკეანის სანაპიროზე ვილაზე ოცნებობს, სხვებიც იახტაზე, არიან ისეთებიც, ვისაც სურს რომ საკუთარი კუნძული გააჩნდეთ. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთ-ერთმა ბრიტანელმა ხელოვანმა შეძლო ოცნება რეალობად ექცია და თან ეს ყოველივე ზედმეტი ხარჯების გარეშე გაეკეთებინა. მან კუნძული პლასტმასის ბოთლებისაგან ააგო. ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ მესამე ცდაზე გამოვიდა, თუმცა შექმნელი ბედნიერია, რომ შეძლო ოპტიმალური ვარიანტის გამოგონება იმ ადამიანთათვის, ვისაც ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ჭირდება და რაც მთავარია, ეს გამოცდილება პლანეტას დაეხმარება ზედმეტი პლასტმასის პრობლემასთან გამკლავებაში.

1. რითი დაიწყო ყველაფერი

საკუთარ კუნძულზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ოკეანის ზედაპირზე მიწის ნაკვეთის შეძენა ფანტასტიურ თანხებს უკავშირდება. არ ღირს დამწუხრება, რადგანაც შესაძლებელია საკუთარი კუნძულის შექმნის ვარიანტიც განხილვაც. სწორედ ამგვარად მოიქცა ბრიტანელი ხელოვანი რიჩარდ სოვა, რომელმაც გადაწყვიტა ხელნაკეთი კუნძული შეექმნა და ამასთანავე ბუნება ცოტაოდენ მაინც გაეწმინდა პლასტმასის ბოთლების ნარჩენებისაგან.

ეს ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო, როცა რიჩარდი ბრიტანეთში დურგლად მუშაობდა. ის საკუთარ კუნძულზე ოცნებობდა და იქიდან გამომდინარე რომ ის მილიონს ნამდვილად ვერ იშოვიდა, ფიქრობდა სხვაგვარად კიდევ როგორ შეეძლო თავისი გეგმების რეალიზება. მოვლენები ისე განვითარდა, რომ რიჩარდს საქმიანობის კარდინალურად შეცვლა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა მოუწია. ის მექსიკაში გადავიდა, ოკეანის სანაპიროზე, მცირე ზომის სოფელში სან-პედრო პოჩუტლაზე დასახლდა.

2. პირველი მცდელობა

რიჩარდი ხელოვანი ადამიანი იყო, მან ნახატების შექმნა დაიწყო, თუმცა საქმიანობა არც ისე შემოსავლიანი აღმოჩნდა, თუმცა ამასთანავე მას დიდი რაოდენობით თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რომელიც მან აცტეკების უძველესი ტექნოლოგიის შესწავლას დაუთმო. როგორც აღმოჩნდა ინდიელები მრავალი საუკუნის წინ მცურავი კუნძულების შექმნას ცდილობდნენ. ერთხელაც, სანაპიროზე სეირნობისას, მისი ყურადღება პლასტმასის ბოთლების გროვამ მიიქცია და უეცრად შთაგონება ეწვია, ისინი შესაძლოა მომავალი კუნძულის საფუძველი გამხდარიყო.

დასაწყისისათვის მან საკმარისი რაოდენობის ცარიელი კონტეინერები, ბამბუკის ჯოხები, სამშენებლო ქვესადგამები და ფანერები შეაგროვა, შემდეგ კი საქმეს შეუდგა. ხელოვნური კუნძულის საყრდენი გიგანტური ზომის ტივი გახდა, რომელიც მყარი ბადის ტომარაში ჩაწყობილი ცარიელი პლასტმასის ბოთლებისაგან შედგებოდა. შემდგომ რიჩარდმა კუნძულის გარშემო ქვებისგან ერთგვარი ბორდიური შექმნა, რომელიც ცემენტით იყო გამაგრებული და შიგნიდან ზღვის ქვიშით ამოვსებული. შუაში მან მცირე ზომის ქოხი მოაწყო, რომელშიც ცხოვრებასაც გეგმავდა, რათა თავისუფლებითა და უკიდეგანო ხედით დამტკბარიყო.

თუმცა ხელოვანის ოცნებები ადგილობრივებმა დაამსხვრიეს, რომლებსაც არ მოეწონათ მსგავსი მეზობლობა და მუნიციპალიტეტი საჩივრებით აავსეს. რიჩარდმა ვერ შეძლო ნებართვის მოპოვება და მას კონსტრუქციის დემონტაჟი მოუწია. თუმცა ხელოვანი დიდხანს არ ყოფილა იმედგაცრუებული, რადგანაც მალევე ამ ადგილებს თავს შტორმი დაატყდა და მას კონსტრუქცია რომც არ დაეშალა, ის ამ სტიქიას მაინც ვერ გაუძლებდა, რასაც სანაპიროზე არაერთი დაზიანებული სახლი მოწმობდა.

3. მეორე ექსპერიმენტი

რამოდენიმე წელიწადი დასჭირდა რიჩარდს, რომ მას მეორე კუნძულის ორგანიზებისათვის მოეკიდა ხელი. ამჯერად მან გადაწყვიტა ბედი მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კარიბის ზღვის ახლოს, მცირე ზომის პუერტო-ავენტურას მიდამოებში ეცადა. მან მშენებლობამდე თადარიგი დაიჭირა და ჯერ ჩინოვკინებს მიაკითხა ნებართვის ასაღებად. პარალელურად ის აგროვდებდა ცარიელ ბოთლებს და პროცესში მოხალისეები და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ჩართო. ამასთანავე მან გზის ნაპირას ცარიელი ურნები განათავსა და ხალხს სთხოვდა, რომ ცარიელი პლასტმასის ბოთლები სწორედ მათში მოეთავსებინათ.

საერთო ძალისხმევით მან ჯამში 150ათასი პლასტმასის ბოთლი მოაგვარა და თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. შედეგად მან მიიღო Spiral Island, რომლის დაიმეტი 20მ იყო, რომელზეც ხელოვანმა სახლი და თავისი პერსონალური სანაპირო მოიწყო. მასზე რიჩიმ 7წელს იცხოვრა, ამასთანავე ის იუმჯობესებდა თავის ცოდნას ხელოვნური კუნძულების შექმნისა და ამით სანაპიროს დაბინძურებასთან ბრძოლაშიც მონაწილეობდა, ის პლასტმასის ცარიელი ბოთლებისათვის ხელახალ გამოყენების გზას პოულობდა.

შემაშფოთებელი ციფრები: მკლევართა თქმით, პლასტმასის ბოთლის დაშლას მარკირებით PET (საკვები პროდუქტების წარმოებისას გამოყენებული თერმოპლასტმასი) საჭიროა დაახლოებით 450-500წელი. HDPE კლასის პლასტმასი (საყოფაცხოვრებო ქიმიის, ავტომობილის მოვლის საშულებების და ა.შ. შეფუთვა) სრულ დაშლას მხოლოდ 1000წელიწადში განიცდის! სწორედ ამ მიზეზით ნაგვის 70პროცენტი, რომელიც მსოფლიო ოკეანეში დაცურავს, სწორედ ზემოთ აღნიშნული პლასტმასია. მეცნიერები განგაშის ზარს რეკავენ და ამბობენ, რომ 2050წლისათვის პლანეტაზე არ დარჩება ზღვის ცხოველი, რომელიც ამ ნაგვისგან არ დაიღუპება.

სამწუხაროდ ამ ხელნაკეთ კუნძულს ტრაგიკული აღსასრული ელოდა. 2006წელს მან ვერ გაუძლო ქარიშხალ ემილის და დაინგრა.

4. კიდევ ერთი მცდელობა

რიჩარდმა ბედისწერის ამ დარტყმასაც გაუძლო. მან გადაარჩინა ყველაფერი, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა და ახალი ობიექტის შენებას შეუდგა, თან ამასთანავე ყველა ის შეცდომა გაითვალისწინა, რომლებიც წინა შემთხვევებში დაუშვა. ამ პროცესს შეუერთდა საზოგადოება და ეკო-აქტივისტები, რომლებსაც მთავრობისაგან არამარტო მატერიალური დახმარება მოიპოვეს, არამედ ჩაერთვნენ სამშენებელო მასალების მოძიების პროცესშიც. ადგილობრივებისა და ეკოლოგების დახმარებით ორ წელიწადში (2007-2008წლები) რიჩიმ შეძლო კურორტი ისლა მუხარესის მიდამოებში მესამე კუნძული Joysxee შეექმნა.

დღესდღეობით კუნძულის დიამეტი 25მეტრია, ხოლო იმისათვის, რომ პლასტმასის გარშემო არსებულ ეკოსისტემაზე ზემოქმედების კოეფიციენტი მაქსიმალურად შეემცირებინა, რიჩარდმა ბოთლები სპეციალური ხსნარით დაამუშავა, რომელიც ხელს უშლის მავნე ნივთიერებების გამოყოფას. საერთო ჯამში მან სანაპირო 25ათასი გადაგდებული პლასტმასის ბოთლისაგან გაათავისუფლა.

Exterior shot of Joysxee, the plastic bottle island, in Isla Mujeres in Cancun, Mexico.

საკუთარ კუნძულზე ხელოვანმა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთებით ორსართულიანი სახლი აიშენა, სადაც არის მისაღები, საძინებელი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახიც კი. ასევე მან არატრადიციული დასვენების მოყვარულთათვის ცალკე მდგომი ბუნგალო მოაწყო. საკუთარი თავისა და დამსვენებლების ყველაფერი საჭიროთი უზრუნველყოფისათვის, რიჩარდმა მინი ელექტროსადგური დააყენა და კიდევ წვიმის წყლის შეგროვების სისტემა, რომელიც იფილტრდება და ნასოსების გამოყენებით სახლსა და ბუნგალოს წყლით ამარაგებს.

ხელნაკეთი კუნძული მთლიანად გამწვანებულია. რიჩარდმა შექმნა სამი ხელოვნური წყალსაცავი, რომელშიც დამატებით წვიმის წყალი ინახაბა და ის მცენარეების მოსარწყავად გამოიყენება. მან მოაწყო რამოდენიმე მოსასვენებელი ზონა წყალსაცავით, ბაღითა და მანგროვის კორომით, რომელიც ცხელ დღეებში ჩრდილში დამალვის საშუალებას იძლევა. ასევე ბრიტანელმა გადაწყვიტა საკუთარი ბოსტნის მოწყობა, სადაც ამჟამად ბოსტნეული და მწვანილი მოჰყავს. კუნძულზე ასევე შევხვდებით ყვავილებსა და დეკორატიულ ბუჩქებს.

როგორც ჩვენი რედაქციისათვის ცნობილი გახდა მშვენივრად მოწყობილ კუნძულზე რიჩარდს თავისი მცირე ბიზნესიც აქვს. ის მსურველებს ბუნგალოს 20დოლარად აქირავებს. თუმცა ცხოვრება უფასოდაც შეგიძლიათ, თუ კრეატიულ მეპატრონეს სახლისა თუ ბაღის საქმეებში დაეხმარებით.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.