ევრორემონტში დაკარგული კომფორტი. რემონტს ისევ ძველმოდურად აკეთებთ

სახლი არის ადგილი, სადაც მაქსიმალურად მყუდროდ და კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ თავი. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, როგორმე მორთოს საკუთარი სახლი, შეავსოს იგი უნიკალური ნივთებით. სამწუხაროდ, ზოგიერთ ნიუანსს შეუძლია ყველაზე ძვირადღირებული და თანამედროვე რემონტიც კი გააფუჭოს. ჩვენმა რედაქციამ მოიძია ბინის 14 ელემენტი, რომლებიც ცუდი გემოვნების ნიშანია.

თანამედროვე რემონტი ბინაში

ყველას სურს გააკეთოს თანამედროვე რემონტი ბინაში. თუ თქვენი ბინის განახლებას ან ცოტათი გახალისებას გადაწყვეტთ, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ იმ არატრენდული საგნების გამოყენება, რომელთაც ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი.

ქარხნული წარმოების დერეფანი

როდესაც სტუმრად მივდივართ, პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის შემოსასვლელი ოთახი. არ გაუფუჭოთ სტუმრებს პირველი შთაბეჭდილება უზარმაზარი, უთავბოლო ავეჯით, რომელიც უხეშად და ძველმოდურად გამოიყურება. უმჯობესია, იგი კედელზე დამაგრებული მოხდენილი კაუჭებით ან სადგამიანი საკიდებით ჩაანაცვლოთ. ასეთი დეტალები ბევრად უკეთ ჯდება ნებისმიერ ინტერიერში.

პრიალა გასაჭიმი ჭერები

პრიალა გასაჭიმი ჭერი წარსულის რელიქვიაა. გირჩევთ, უარი თქვათ ნათელ ფერებსა და რთულ დიზაინებზე. გლუვი, მქრქალი, თეთრი ჭერი იქნება საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი ბინისთვის, განურჩევლად რემონტის სტილისა. გარდა ამისა, ამ გზით მნიშვნელოვნად დაზოგავთ რემონტისათვის გამოყოფილ სახსრებს.

ოქროთი მოვარაყებული სახელურები

ისეთი მდიდრული ელემენტები, როგორიცაა ოქროს ვარაყი, თაბაშირი, ბროლი, ცუდი გემოვნების კარგი მაგალითია. ახლა მოდაში მინიმალიზმი და უბრალოებაა. დიზაინერები გვირჩევენ სპილენძის სახელურებსა და ფსევდო-ფუფუნების დავიწყებას (ვარყის სახით). თუ ინტერიერისთვის განსაკუთრებულობის შემატება გსურთ, უპირატესობა ორიგინალურ ანტიკვარულ ელემენტებს მიანიჭეთ.

პლასტმასის კუთხეები კედლებზე

წინათ კედლის პლასტმასის კუთხეები პრაქტიკული გამოსავალი იყო. მათ ამონტაჟებდნენ კედლების კუთხეების დასაცავად. ასეთი ელემენტები მნიშვნელოვნად ვნებს ბინის იერსახეს – ისინი ნებისმიერ რემონტს მოძველებულ და უგემოვნო ელფერს ადებს.

პრიალა კარადები ჩანართებით

პრიალა კარადები, ორნამენტებითა და ფოტოსურათებით, ნამდვილ ესთეტიკურ დისკომფორტს იწვევს. სხვათა შორის, ზოგი დიზაინერი თვლის, რომ ნებისმიერი ტიპის გარდერობი უკვე მოძველებულია. თუ თქვენს ბინაში საკმარისი ადგილია, შეიძინეთ ვიბრირებადი კაბინეტი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება ინტერიერის წიაღში. თუ საკმარისი ადგილი არ არის და მხოლოდ გარდერობი გჭირდებათ, გააკეთეთ არჩევანი აქსესუარების, სახელურების და კიდევ უფრო სასაცილო ჩანართების გარეშე აწყობილი მოდელების სასარგებლოდ.

დიდი ზომის რბილი ავეჯი

წინათ დიდი დივნები და სავარძლები მატერიალური სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. დღეს ეს “ფუფუნება”, უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურება. მოცულობითი რბილი ავეჯი დიდ ადგილს იკავებს და საშინლად გამოიყურება. თანამედროვე ავეჯში აქცენტი კეთდება ერგონომიკასა და სიმარტივეზე. მოკრძალებული ზომები და მარტივი ფორმები კომფორტული, ლამაზი და მოდურია.

კედლის კარადები მისაღებში

ყველას ჰქონდა ასეთი კედლის კომპლექტები, რომლებიც ფუფუნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. დროა, თავი დავაღწიოთ ამ ზედმეტ ტვირთს. ასეთი ავეჯი არამარტო მოძველებულად გამოიყურება, არამედ აბსოლუტურად უძრავი და, ხშირად, სრულიად არაპრაქტიკულია. დღეს არ არის საჭირო ავეჯის შეძენა მთლიანი კომპლექტით, რომლის გადატანა შეუძლებელია. უმჯობესია მისაღები ოთახის აღჭურვა ისე, რომ მარტივად შეძლოთ გადაწყობა.

სურათები სამზარეულოში

ფოტოსურათები სამზარეულოს წინსაფარზე კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც წარსულში უნდა დარჩეს. უზარმაზარი ხილი, ყვავილები, ნიუ იორკის განათებები და სხვა სულელური ნახატები იაფად და უგემოვნოდ გამოიყურება. ნებისმიერი სამზარეულოს იერის გაფუჭება შეიძლება ასეთი ჩანართით. კიდევ ერთხელ, სამზარეულოს დიზაინის შექმნისას, იხელმძღვანელეთ სიმარტივითა და თავშეკავებით.

ბარის სადგამი მეტალის ბოძით

ერთ დროს ეს გამოსავალი ძალიან მოდურად ითვლებოდა. 90-იანი წლების ეს უხერხული დიზაინები საერთოდ არ ამშვენებს სამზარეულოს და არც პრაქტიკულია. დღეს საკმაოდ ბევრი ვარიანტია ბარის მინიმალისტური სადგამებისათვის, რომლებიც დაამშვენებს ინტერიერს და სულელურადაც არ გამოიყურება.

საშხაპე კაბინა მაღალი სადგამით

კიდევ ერთი არატრენდული დიზაინი. ეს არამარტო მოუხერხებელი და არაპრაქტიკულია, არამედ საშინლადაც გამოიყურება. აირჩიეთ კაბინა მოზომილი სადგამითა და მინის ტიხრებით.

ძველმოდური ფილები ტუალეტსა და აბაზანაში

წინათ მოდური იყო აბაზანის გაფორმება ნათელი ფილებით, მიმზიდველი ფორმებით, ყვავილებით, წყალქვეშა სამყაროს ბინადრებით. ასევე, განსაკუთრებით პოპულარული იყო ეს ვარიანტი: ოთახის ქვედა ნაწილს აწყობდნენ მუქი ფილებით, ხოლო ზედას – ნათელით, მათ შორის წვრილ დეკორს ავლებდნენ. ეს ვარიანტი დიდი ხნის წინ მოძველდა. აირჩიეთ ბუნებრივი ფერები, მკვეთრი კონტრასტებისა და გაბრწყინებული ელემენტების გარეშე.

საშრობის თვალსაჩინო მილები

გამოშვერილი მილები აბაზანის იერსახეს აფუჭებს. მილდგარები და სარქველები, როგორც წესი, იმალება, მაგრამ მილები, რომლებიც პირსახოცის საკიდისაკენ  მიემართება, ხშირად ავიწყდებათ. ეს არის ჩვეულებრივი შეცდომა, რომელიც წარსულში უნდა დარჩეს.

ჯაკუზი

ბოლო დრომდე, ჯაკუზი ძვირადღირებული და მდიდრული ნივთი იყო. დღესდღეობით, ეს მოცულობითი სტრუქტურები, დიდი ალბათობით, ცუდი გემოვნების მაჩვენებელია. პირველ რიგში, ჯაკუზი დიდ ადგილს იკავებს, ხოლო მეორეს მხრივ, იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. დღეს პოპულარულია მოკრძალებული ზომის უბრალო აბაზანები – ოვალური, მრგვალი, მართკუთხა.

განათება და პროჟექტორები

ერთ დროს ძალიან მოდური იყო უკანა განათების დამალვა თაბაშირ-მუყაოს მრავალსაფეხურიანი ჭერში. ახლა ეს ცუდი გემოვნების სიმბოლოა. პროჟექტორები და ჩამონტაჟებული სახლს სიმყუდროვეს განათება კი არ მატებს, არამედ ოფისს გაგონებთ. უმჯობესია, უკეთ გაეცნოთ ლენტოვან და ზედაპირზე დამონტაჟებულ ნათურებს, რომლებიც ბევრად უკეთესად ჯდება ინტერიერში.

ასეთი გადაწყვეტილებები ადრე მოდური იყო, მაგრამ ახლა ისინი ცუდი გემოვნების სიმბოლოა და 90-იანი წლებს მოგვაგონებს, როდესაც ყველას სურდა “მეზობლის მსგავსად” ჰქონოდა სახლი. საბედნიეროდ, ბინის თანამედროვე რემონტი გთავაზობთ უამრავ შემოქმედებით გადაწყვეტილებას ინტერიერისთვის, რაც ამავე დროს გამოიყურება მარტივად და მრავალს იტევს.