არაერთი დიასახლისი აწყდება აბაზანაში გამჯდარი ჭუჭყის პრობლემას, ერთ დროს ქათქათა აბაზანა ულამაზო ყვითელი ლაქებით იფარება, რაც საბოლოო ჯამში სააბაზანოს მთლიან ინტერიერზეც ნეგატიურად აისახება.

დღესდღეობით უამრავი განსხვავებული ფასის მქონე საწმენდი საშუალება არსებობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა დღევანდელ სტატიაში მსურს, რომ გესაუბროთ ისეთ ხერხებზე, რომელთა გამოყენების შემთხვევაში არ გექნებათ იმის შიში, რომ საწმენდ საშუალებაში შემავალი აბრაზიული ნაწილაკები აბაზანის ემალს დააზიანებს.

აბაზანის მოვლის წესები

1. რატომ ყვითლდება დროთა განმავლობაში აბაზანის კედლები

ბანაობის შემდეგ აბაზანის კედლებზე რჩება ნალექი, რომელიც ჩვეულებრივ წყალთან ურთიერთქმედების დროს არ იშლება. ის აგროვებს ონკანის წყლის შემადგენლობაში არსებულ ჭუჭყს, რომელიც მაღალი სიხისტით გამოირჩევა. ბუნებრივია, სანტექნიკაზე ეს მეტად ნეგატიურად აისახება.

მეორე მიზეზი კი კოროზიაა. თუ თანამედროვე სახლებში ყველა მილი პლასტმასისაა, ძველ სახლებში ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩუგუნისა და ფოლადის მილები. იქიდან გამომდინარე, რომ წყალი გაივლის მსგავსი მასალისაგან დამზადებულ მილებში, ონკანიდან წყალთან ერთად მოედინება ნალექი და ჟანგი.

2. რომელი მეთოდების გამოყენება არ ღირს აბაზანის გაწმენდისას

ყველა ტიპის აბაზანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აბრაზიული ნაწილაკების შემცველი საწმენდი საშუალებები, განსაკუთრებით კი ისინი აკრილის სანტექნიკისთვისაა სახიფათო. ეს პლასტმასის პოლიმერი ზედმეტად მგრძნობიარეა და სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანებისაკენ მიდრეკილებით გამოირჩევა. დროთა განმავლობაში ზედაპირი თხელდება, ბოლო კი საერთოდ ქრება.

ანალოგიურ სიტუაციას ვხვდებით ემალით დაფარული აბაზანის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალა წინებზე ძლიერია. ემალიც წლების მანძილზე იცვითება და არასწორი მოვლის შემთხვევაში, საბოლოოდ ისიც გაქრება.

საწმენდი საშუალებების გამოყენებისას, კანის დაზიანებისგან თავის ასაცილებლად, რეკომენდირებულია გამოიყენოთ ხელთათმანები. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ქიმიის შემადგენლობაში შედის მჟავა, რომელიც აზიანებს კანის ზედაპირს.

ეს რეკომენდაცია ეხება იმ სუპერხერხსაც, რომელზეც დაბლა უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაშიც საფუძველს წარმოადგენს ქიმიური რეაქცია და მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ სუსტია, სიფრთხილე ურიგო ნამდვილად არ იქნება.

3. არაძვირადღირებული და ეფექტური წმენდის მეთოდის ინსტრუქცია

საწმენდი საშუალების დასამზადებლად დაგჭირდებათ 2ს.კ სოდა. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოურიეთ. უმჯობესია წყალი ეტაპობრივად დაამატოთ, რათა ფაფის მაგვარი მასა მიიღოთ.

მიღებული ნარევი ღრუბლის გამოყენებით აბაზანის კედლებს თანაბრად წაუსვით. რეკომენდირებულია წმენდის პროცესის დაწყებამდე აბაზანის კედლების დატენიანება. დატოვეთ ამ მდგომარეობაში 5-6წუთის განმავლობაში.

ლიმონმჟავა გახსენით წყლით სავსე სუფთა კონტეინერში და მიღებულ ხსნარში ამოვლებული ღრუბლის საშუალებით სოდიანი მასა მოაშორეთ აბაზანის კედლებიდან.

პროცედურა დასრულებულია. დაძველებული და ფერდაკარგული აბაზანა სასწაულებრივად გარდაიქმნება, თითქოს თქვენს წინ სრულიად ახალი აბაზანა იყოს.

მოგეწონათ სტატია? მაშინ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.