რატომ უნდა შეხვიდეთ მკვდარ ზღვაში ზურგით: თორემ დასვენება ცუდად დამთავრდება

პლანეტაზე ერთ-ერთი გამორჩეული წყალსაცავია მკვდარი ზღვა. სახელწოდება სახიფათოდ ჟღერს, მაგრამ რეალობაში მთლად ასეც არაა საქმე. თუმცა ისიც მართალია რომ იგი ლეტალური შედეგის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

1. საქმე შემადგენლობაშია

ყველაფერი შემადგენლობასთანაა კავშირში. წყალში მარილის კონცენტრაცია ყველა ნორმას აჭარბებს – 30%. მსგავსი მაჩვენებელი მეტი არსად არაა. რომ შევადაროთ ხმელთაშუა ზღვას, მის შემადგენლობაში მარილი მხოლოდ 3%-ია. მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო მასში ჩაძირვა ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის მინერალებისა და მარილის ამ დონის კონსენტრაცია შხამია.

როგორ უნდა მოვიქცეთ? საერთოდ არ შევიდეთ მკვდარ ზღვაში? რა თქმა უნდა, გამოსავალი ამგვარ მიდგომაში არაა, მარა მეორეს მხრივ აუცილებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წესებს დავემორჩილოთ.

2. როგორ ვიბანაოთ მკვდარ ზღვაში ისე, რომ საფრთხე არ შეგვექმნას

იმისათვის, რომ მკვდარ ზღვაში წყლის პროცედურებით დატკბობა შეძლოთ, საჭიროა რამოდენიმე ძირითადი წესი დაიცვათ. ასე დასვენება ლამაზ ზღაპრად გადაიქცევა, ხოლო ჯანმრთელობის საკითხში კი უსაფრხოდ იქნებით. მთავარია “შხამიანი” წყალი ორგანიზმში არ მოხვდეს, ტანისთვის კი ის ნამდვილი ელექსირია.

მკვდარი ზღვა ერთადერთი წყალსაცავია, რომელშიც მუცელზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია. ადამიანმა თუნდაც არ იცოდეს აღნიშნული აკრძალვის შესახებ, მას მაინც ძალიან გაუჭირდება ტრადიციულ სტილში ცურვა. მარილის მაღალი კონცენტრაციის გამო წყალი ადამიანს ზედაპირზე ამოაგდებს. ისე სხვათაშორის, წყლის ეს გამორჩეული უნარი იმათთვისაა საინტერესო, ვინც ცურვა საერთოდ არ იცის. ამ წყლებზე შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ და წიგნიც კი წაიკითხოთ. არაფერი დაგიშავდებათ.

დაივინგი, ყვინთვა და აკრობატული ტრიუკები აკრძალულია. თვალის ზედაპირსა და პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში, მარილი ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, რის შედეგაც ადამიანი შეიძლება მძიმედ მოიწამლოს კიდევაც.

ასევე, მკვდარი ზღვაში შეხვდებით საცურაოდ აკრძალულ ადგილებს. მაგალითად, ასეთი ადგილია კალია. აკრძალვის მიზეზი კი ისაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, დანარჩენ პერიმეტრთან შედარებით, მარილისა და მინერალების კიდევ უფრო მაღალი კონცენტრაციაა, რაც უკიდურესად ძლიერი მოწამვლის საფრთხეს ქმნის.

მკვდარ ზღვაში ერთბაშად სამ საათზე მეტხანს ყოფნა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზღვაში ყოფნის დროს, საჭიროა დიდი რაოდენობით სასმელი წყლის მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ კლიმატის მხრივ ეს ადგილები საკმაოდ მძიმეა: აუტანელი სიცხე და ტენიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

სანაპიროზე აუცილებლად მიდით ფეხსაცმლით. აღნიშნული წესი იმითაა განპირობებული, რომ სანაპიროზე, ზღვის წყლის მოხვედრის ადგილას, მარილის კრისტალები გროვდება. ფეხშიშველი სიარულის შემთხვევაში, დიდია ფეხის გაჭრისა და მასში მარილის მოხვედრის ალბათობა. მარილის ტუჩებზე მოხვედრის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მთავარია არ გადაყლაპოთ.

3. რატომ უნდა შეხვიდეთ მკვდარ ზღვარში ზურგით

ამაზე პასუხი ნათელია. ზურგით შესვლის შემთხვევაში, ადამიანი უსაფრთხოდაა, რადგან ორგანიზმში მარილის მოხვედრის ალბათობა მინიმუმამდე დადის, ცხვირი, პირი და თვალები წყლისაგან საკმარისადაა დაშორებული.

4. მკვდარი ზღვა – შხამი თუ წამალი

მკვდარი ზღვის სტუმრობა სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ნებისმიერი შხამი შეიძლება წამლად იქნეს გამოყენებული, მთავარია სწორი მიდგომა და წესების დაცვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ არსებული საკურორტო ზონები საკმაოდ მაღალი სტუმრიანობით გამოირჩევა, პლუს ამას, წყლის პროცედურები საკმაოდ კარგ შეფასებებს იმსახურებს.