სარემონტო სამუშაოებისას დაშვებული 6 სულელური შეცდომა, რომელიც ბინის დიზაინზე გავლენას ახდენს

სარემონტო სამუშაოების დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია: როდის მოიტანენ სამუშაო მასალებს, სამზარეულოსა და მისაღებში სად უნდა განათავსოთ ბუდეები, როგორი ლუქი უნდა შეარჩიოთ აბაზანისათვის. გასაკვირიც არაა, რომ მცირე დეტალები ხშირად გონებიდან გივარდებათ. შედეგად დიზაინის გაფორმებისას სულელურ შეცდომებს უშვებთ. ჩვენი რედაქცია განსახ ილველად გთავაზობთ სარემონტო სამუშაოებისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ამახინჯებენ ინტერიერს და უკეთესი ალტერნატივების დეფიციტს წარმოშობენ.

სარემონტო სამუშაოებისაგან გადაღლა და უკანასკნელი შტრიხების ავტომატურად დასმა ქმედების სისწორეზე დაუფიქრებლად საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინის მოსაწესრიგებლად საჭირო შრომით პროცესში უკვე ერთ წელზე მეტია ხართ ჩაბმული, თუმცაღა უმჯობესია თავი ხელში აიყვანოთ და თითოეული პროცესი ბოლომდე მიიყვანოთ. ახალი შიდა კარები შეიძინეთ? თვალი ადევნეთ, რათა მუშებმა დამონტაჟების დროს არ დააზიანონ. აბაზანისთვის აირჩიეთ პანელი? აუცილებლად გადაამოწმეთ დიზაინერთან, გაითვალისწინა თუ არა მან ლუქის არსებობა.

როგორც ჩანს, მცირე ნიუანსები ესთეტიკის საკითხია და თუ თქვენი გეგმებში მხოლოდ ჩვეულებრივი რემონტის გაკეთება შედის, მაშინ ბევრ რამეზე მოგიწევთ თვალის დახუჭვა, თუმცა მალევე თითოეული ხარვეზი გამოვლინდება და სულელური შეცდომების შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღება მოგიწევთ.

1. რადიატორი იატაკიდან ამოშვერილი მილებით

რადიატორების გარეგნობასა და ზომას იშვიათად თუ აქცევენ საკმარის ყურადღებას, იმის იმედით, რომ ისინი ფარდების მიღმა დაიმალებიან და თვალისათვის ცუდი დასანახი არ იქნებიან. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში ჩაბნელებულ ოთახში ჯდომა მხოლოდ უშნო რადიატორების დამონტაჟებიდან გამომდინარე არც ისე კარგი იდეაა. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ფარდების გახსნა, რათა ოთახში სინათლე შემოუშვათ და უცბად თვალებში პირდაპირ იატაკიდან ამოშვერილი გაყვანილობა გეცემათ. ამგვარ ტექნიკურ გადაწყვეტას ვერც პარკეტსა თუ ლამინატში ვერ დამალავთ და ამიტომ ყველას შეეძლება მისი დანახვა. ექსპერტები ამგვარ გადაწყვეტას გაუმართლებლად თვლიან და გვირჩევენ რადიატორებთან გაყვანილობის კედლიდან დაკავშირებას. დიახ, ეს ცოტა უფრო რთული და ძვირადღირებულიც კი იქნება, თუმცა რადიატორის იერსახე მაშინათვე შეიცვლება. კიდევ ერთი პლიუსი უფრო გამარტივებული გასუფთავებაა.

2. პატარა რადიატორები

მთელს ოთახში მიმოფანტული მწარმოებლის პატარა რადიატორებიც კი უშნოდ გამოიყურება, მაშინაც კი, როცა გაყვანილობა კედლიდან უერთდება. ამ შემთხვევაში, ფანჯრის რაფაზე დიდი სივრცე რჩება, შორიდან კი რადიატორები ძალზედ მცირე ზომისანი ჩანან, ამიტომაც, სანამ შესაძენი რადიატორის მოდელს გადაწყვეტთ, აუცილებელია გაზომოთ ფანჯარა და შესაბამისი ზომის ვარიანტი შეარჩიოთ.

არაჩვეულებრივი ფორმის რადიატორები ძალზედ ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება. მაგალითად, თუ ფანჯარასა და კედელს შორის შეზღუდული სივრცეა, სითბოს მოცულობის მიღება რადიატორის სიმაღლის ხარჯზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, ასეთ მოწყობილობას შეუძლია იქცეს ინტერიერის თანამედროვე ელემენტად, რაც საოცარი დიზაინური ხრიკის დამსახურებაა.

ასევე რადიატორის ფერიც გაითვალისწინეთ. უმეტესად მაღაზიაში თეთრი შეფერილობის ვარიანტებს ყიდიან, თუმცა თუკი ამგვარი მოდელი თქვენს ინტერიერს რთულად ერგება, უმჯობესია იგი კედლის ფერში შეღებოთ. თუ ბინაში ძველი საბჭოთა დროინდელი რადიატორები გაქვთ და მათი შეცვლას ვერანაირად ვერ ახერხებთ, გაატარეთ შემდეგი პროცედურა: მოაბათქაშეთ, დაფარეთ დამცავი ფენით და კონტრასტულ ფერში (მაგალითად, ყვითელი ფერი მშვენივრად გამოიყურება ზურმუხტისფერი კედლის ფონზე)შეღებეთ.

3. აბაზანის კუთხის დამცავების არქონა

აბაზანაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოების პროცესში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა კუთხოვანების არსებობაა. ჩვეულებრივ, ისინი იმ შემთხვევაში ახსენდებათ, როცა ვანის დამონტაჟებამდე ფილების განთავსებისას უსიამოვნო ნაპრალი წარმოექმნებათ. აი მაშინ კი ნამდვილი “მხიარულება” იწყება: ფიქრობთ,  თუ როგორ უნდა დახუროთ ნაკერები, ცდილობთ სწორად აირჩიოთ კუთხოვანის ფერი ისე, რომ ფილას შეერწყას, იყენებთ დეკორატიულ ცემენტს, პლასტმასის ან სილიკონის საცობებს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით, თუმცაღა ეს მხოლოდ იმ მომენტამდე გაგრძელდება, სანამ პლასტმასის არ გაყვითლდება, ხოლო სილიკონი შავი ლაქებით არ დაიფარება. ეს დაახლოებით წელიწადნახევარში მოხდება და ყველაფრის შეცვლა მოგიწევთ.

ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ზედმიწევნით შეასრულოთ სარემონტო სამუშაოების თითოეული ეტაპი. პირველ რიგში, უნდა შემოიტანოთ ვანა, ჩარჩოზე მიამაგროთ, რათა მყარად იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაფაროთ კედლები ფილებით. მასალების პირველი რიგი პირდაპირ ვანის ზედაპირზე შეგიძლიათ განათავსოთ, ხოლო შემდგომ აუცილებელია გამოიყენოთ ეპოქსიდური ცემენტი, რომელიც წყალს არ ატარებს. ამ შემთხვევაში არანაირი კუთხოვანები აღარ დაგჭირდებათ.

4. ცუდად გაკეთებული ლუქი

ყველაზე ხშირად ამგვარი სიტუაცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხოლოდ კედლების გაფორმებისა და ფილების ჩაყრის შემდეგ გახსენდებათ, რომ ლუქის დაყენება დაგვიწყნიათ. ჩვეულებრივ ოსტატი პლასტმასის ბიუჯეტურ ეგზემპლიარს გთავაზობთ, რომელიც არამარტო მთლიან ინტერიერს აფუჭებს, არამედ სრულიად არაპრაქტიკულიცაა – მისი გახსნა ძნელია და ხშირად იღუნება.

იდეალურ შემთხვევაში, ლუქი უნდა შერჩეულ იქნეს ჯერ კიდევ რემონტის დაგეგმვის ეტაპზე, როდესაც დიასახლისი მის დასამალად განკუთვნილ ფილებს აირჩევს. ამ შემთხვევაში, ლუქი გასაფორმებელი მასალის ზომისავე იქნება და ფილების დაჭრა და ორნამენტების დაზიანებაც არ იქნება საჭირო. როდესაც დახურულია, იდეალურად ბრტყელი ზედაპირი და, შესაბამისად, ჰარმონიული ინტერიერი მიიღება. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როგორიცაა მოხერხებულობა. თუ აბაზანაში დიდი ლუქის დაყენება გესაჭიროებათ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ კონსტრუქციებს, რომლებიც სპეციალური საწოვარათი იხსნება.

5. დალურსმული კარის საპირები

ზოგჯერ ხელოსნები უთავო ლურსმნებს აჭედებენ, იმ იმედით, რომ არ გამოჩნდებიან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დეკორატიული ცემენტით დაფარავენ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასწარვე განწირულია წარუმატებლობისთვის: ლურსმნები ისევ გამოჩნდება, დარჩება ხვრელები. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ მუშებს თხოვოთ კარის საპირეების წებოთი ან სპეციალურ საკეტებზე დამაგრება.  თუ ჩვეულებრივი ვარიანტები არ გიზიდავთ, შეგიძლიათ კარის საპირეები უკეთ მორთოთ, ამისათვის კი პოლიუთერანი გამოგადგებათ.

6. პლასტმასის ჩარჩოები

როდესაც ფანჯრების დაყენების დრო დგება, პირველი საკითხი, რასაც ხელოსნებისაგან არკვევენ, ისაა, თუ როგორ დააყენონ ჩარჩოები. მარტივ, იაფი და სწრაფად დაყენებად ვარიანტს პლასტიკური ჩარჩოები წარმოადგენს. დიახ, ისინი მეტნაკლებად ნორმალურად გამოიყურებიან, თუმცაღა აუცილებლად მთავრდებიან კუთხეებითა და სილიკონის ნაკერებით, რაც ოთახში არსებულ კომფორტსა და დახვეწილობას სერიოზულ ზიანს უქმნის.

ზოგიერთ შემთხვევაში ჩარჩოები პრიალა პლასტმასითაა დაფარული და ყველაფერი ქაფით იფარება. ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა დაიხუროს ნაკერები. იდეალური ვარიანტია თაბაშირი, თუმცა ხანგრძლივი, ძვირიანი და რთული სიამოვნებაა. ამ მიზნით უმჯობესია კუთხოვანები გამოიყენოთ, თუმცაღა შედეგით კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებით.

ყველაზე ლამაზი და გამძლე ვარიანტი, რომელიც იდეალურად ჯდება ინტერიერში და თვალებს არ ღლის, შელესილი ჩარჩოებია. მასალის პოპულარობა სავსებით გამართლებულია – თაბაშირს აქვს წარმოსადეგი იერსახე, არ იბზარება, არ განიცდის ტენიანობის ზეგავლენას. დიზაინის გრაფიკული აქცენტის მისაღებად ფანჯრის რაფასთან ერთად შეგიძლიათ შელესილი ჩარჩოებიც შეღებოთ. ძალზედ ელეგანტური გამოვა.

თუ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ მხოლოდ პლასტმასის ჩარჩოები გამოგადგებათ, აუცილებლად მოგიწევთ კუთხოვანებზე უარის თქმა. ამის ნაცვლად უმჯობესია პოლიუთერანის სხმულები გამოიყენოთ. ისინი პლასტმასსა და შელესილ კედელს შორის არსებულ უშნო ნაკერს ამოავსებენ.