განახლება სოდით: პრობლემები, რომლებსაც ეს იაფი ფხვნილი გადაჭრის

სოდა იაფი პროდუქტია, რომელსაც ფაქტიურად შეუზღუდავი შესაძლებლობები გააჩნია. მისი დახმარებით შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კანის პრობლემებთან გამკლავება, სისუფთავის შენარჩუნება, მოსავლის გაზრდა და ზოგიერთი კერძს გემოს გაუმჯობესებაც კი. სოდა კარგად უმკლავდება ყოველდღიურ საზრუნავს და ამასთანავე საკმაო დანაზოგის გაკეთების საშუალებასაც იძლევა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იდეებს თუ რა დანიშნულება შეიძლება სოდას ჰქონდეს.

1. კედლების წმენდა

სოდა შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა. ამასთან, ცოტამ თუ იცის, რომ მისი საშუალებით არა მხოლოდ ჭურჭლისა და ნიჟარის გაწმენდაა შესაძლებელი, არამედ კედლებისაც. სოდის დახმარებით შეგიძლიათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე თაბაშირს, საღებავსა და შპალერს ლაქები მოაშოროთ. მსუბუქი მოძრაობით მოწმინდეთ ლაქა, შემდეგ კი დამუშავებული ადგილს სუფთა ხელსახოცი გადაუსვით.

2. აქერცლილ თავის კანთან ბრძოლა

ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მცირეწლოვან ბავშვებში ხვვდებით, თავის კანის აქერცვლაა. იმისათვის, რომ მას სწრფად და ბუნებრივი მეთოდებით გაუმკლავდეთ, სცადეთ სოდის გამოყენება. ამისათვის საჭიროა ერთი ფინჯანი წყალი ორ კოვზ სოდას შეურიოთ და როგორც სკრაბი ისე წაუსვათ თავზე, შემდეგ კი სველი ხელსახოცით მოწმინდოთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, პროცედურა ყოველდღე, რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა განმეორდეს.

3. მზის დამწვრობის სამკურნალოდ

ზაფხულის მზე შეიძლება საკმაოდ საშიში იყოს. ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავი სპეციალური საშუალებებიც კი გამოიყენება, მაღალია დამწვრობისა და მზის დამწვრობის რისკი. ასეთ შემთხვევაში პირველი დახმარებაა აბაზანა წყლითა და სოდით. ის დაგეხმარებათ შეშუპების მოხსნასა და მტკივნეული შეგრძნებების შემცირებაში. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, მასში ფინჯანი მარილი უნდა გახსნათ.

4. პომიდრის მოსავლიანობის გასაზრელად

სოდის დახმარებით შეგიძლიათ პომიდვრის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. ამისათვის მორწყვამდე პომიდვრის ბუჩქებს ცოტაოდენი სოდა მოაყარეთ. შედეგად, მოსავლის აღების დროს, უფრო გემრიელ პომიდორს მიიღებთ.

5. ჰაეროვანი ომლეტი

არსებობს განსაკუთრებული საიდუმლო, რომლის დახმარებითაც პროფესიონალი მზარეულების დონის ომლეტის მომზადებას შეძლებთ. იმისათვის, რომ ომლეტი ჰაეროვანი და გამორჩეულად გემრიელი გახადოთ, სამ კვერცხზე ოთხი ჩაის კოვზი სოდა უნდა ჩაამატოთ.

სასარგებლო რჩევა: სოდასთან ერთად კერძი უფრო გემრიელი და ლამაზი გამოვა, თუმცა არც მისი გადამეტება ივარგებს, რომ სპეციფიკური გემო არ მიიღოთ.

6. მხიარული თამაში ბავშვებისათვის

ბავშვები საკმაოდ ცნობისმოყვარენი არიან და მათ გასართობად იდეები ყოველთვის როდი გვყოფნის. სოდა სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ საინტერესო სათამაშო, რომელიც მათი ფანტაზიისა და ხელების მცირე მოტორიკის განვითარებას ხელს შეუწყობს. შეურიეთ ერთმანეთს 1წილი სიმინდის სახამებელი, 2წილი სოდა და 1,25წილი წყალი. ყველა იგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ, სანამ მასა სქელი თიხის მდგომარეობას არ მიაღწევს. მას მერე, რაც მასა გაცივდება, ის შეგიძლიათ ბავშვებს სათამაშოდ მისცეთ და ის, როგორც პლასტილინი, ისე გამოიყენონ. თუ შემადგენლობაში საღებავს დაუმატეთ, თამაში კიდე უფრო სახალისო გახდება.

7. მოხარშვისას რბილი პარკოსნები

იმისათვის, რომ ოსპი, ბარდა, ლობიო ან სხვა პარკოსნები უფრო სწრაფად მოხარშოთ, გირჩეთ მცირე ხრიკს მიმართოთ. წყალში დამატებული მცირეოდენი სოდა საჭმლის მომზადებას გაცილებით მარტივსა და სწრაფს გახდის.

8. წიგნებზე გაჩენილ ობთან ბრძოლა

თუ წიგნები მაღალი ტენიანობის მქონე ადგილას ინახება, სადაც ასევე ტემპერატურაც ხშირად იცვლება, მათი მდგომარეობა გამუდმებით გაუარესდება. არასათანადო მოვლის ყველაზე გავრცელებული შედეგი ობის ან უსიამოვნო სუნის გაჩენაა. ამ პრობლემებთან გამკლავებაში სოდა დაგეხმარებათ. საჭიროა წიგნის ფურცლებს შორის სოდა ჩაყაროთ და ამ მდგომარეობაში ის ცელოფანში რამოდენიმე დღით დატოვოთ. ამის შემდეგ წიგნი სოდისაგან უნდა გაწმინდოთ და მზეზე მინიმუმ ერთი დღით დატოვოთ.

9. ფილებს შორის ბალახთან ბრძოლა

ბალახი გზას ყველგან იკვალავს. თუნდაც ეზოში ფილები იქნას დაგებული, მათი შეერთების ადგილას მაინც შეიძლება სარეველები გამოჩნდეს, რაც მთლიან სურათს აფუჭებს. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, ფილებს შორის სოდა უნდა დაყაროთ და ბალახი ზრდას შეწყვეტს.