გერმანიაში ბევრი ქალაქია, რომლებმაც ავთენტური არქიტექტურა შეინარჩუნა. თუმცა არსებობს ერთი ადგილი, სადაც ლეგენდარული გერმანული “ჯანჯაფილის” სახლების კონცენტრაცია სხვა ადგილებზე გაცილებით მეტია. საუბარია პატარა ქალაქ მონშაუზე, რომლის ფენომენალურობა მასში არსებულ სიმშვიდესა და სტაბილურობაში ვლინდება. საქმე იმაშია, რომ მის ტერიტორიაზე საუკუნის მანძილზე არაფერი შეუცვლიათ.

ქალაქი მონშაუ გერმანიის დასავლეთ ნაწილში და ბელგიის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქაური ტერიტორია თვალწარმტაცია: მთისწინეთის რეგიონის ხეობაში, მდინარე რურის ძალებით მცირე ნახევარკუნძული ჩამოყალიბდა, სადაც სწორედ რომ ზემოთ აღნიშნული უნიკალური დასახლება მდებარეობს. აქ მდინარე ფაქტიურად ყველგან მიედინება: ის არა მხოლოდ ქუჩებს, არამედ თვით სახლებიც კი რურის წყლით ირეცხება.

გარდა ამისა, მცირე ფართობი გახდა იმის მიზეზი, რომ მონშაუში ქუჩები საკმაოდ ვიწროა. ხოლო მთიანი რელიეფის უშუალო სიახლოვემ კი ქალაქს კიდევ ორი საინტერესო დამახასიათებელი თვისება შესძინა: პირველ რიგში, ის თითქოს ბორცვზეა მიმოფანტული, და მეორე, ქუჩებში რაც არ უნდა იაროთ, ყველა მათგანი სადღაც ზემოთ მიდის.

მონშაუს ისტორია ხანგრძლივი და, მეტწილად, სტაბილურია. პირველად ქალაქი 1198წელსაა ნახსენები. წყაროში მოცემული ინფორმაცია ამავე სახელწოდების ციხისიმაგრის არსებობაზე მიგვითითებს, რომლის გარშემოც ხალხმა დასახლება დაიწყო. მე-15საუკუნის შუა ხანებიდან იგი ჰერცოგ იულიხ-ბერგის ადგილსამყოფელი გახდა. მონშაუ ხშირად გადიოდა ხელიდან ხელში, თუმცა მნიშვნელოვან გარდაქმნებს არ განიცდიდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მონშაუ მესამე რაიხის მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მას სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომაც, არც საომარ მოქმედებებს გამოუწვევია ავთენტური ისტორიული ნაგებობების პოტენციური განადგურება. ომის დასასრულს კი ქალაქში ამერიკული ჯარები შემოვიდნენ.

საინტერესო ფაქტი: ადგილობრივ მაცხოვრებელთა თქმით, მოკავშირეთა ტანტები ქალაქში ბოლომდე არასდროს შემოდიოდნენ, რადგანაც ისინი ვიწრო ქუჩებში უბრალოდ ვერ ეტეოდნენ. ამ მიზეზით ამერიკელებმა მონშუა საკმაოდ მალე დატოვეს.

ამიტომაც გასაკვირი იმაში არაფერია, რომ ქალაქის ისტორიამ ხელი შეუწყო მონშაუს მთავარი თავისებურების ჩამოყალიბებას: ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ქალაქი ფაქტიურად არ განახლებულა, ამიტომაც მან მოახერხა ისტორიული შენობების შენარჩუნება. თან მსგავსი მოვლენა მართლაც რომ ფენომენალურია, რადგანაც გერმანიის ტერიტორიაზე, სხვაგან ვერსად შეხვდებით ადგილს, სადაც ამ რაოდენობის ავთენტური სახლებია.

თუ უშუალოდ მონშაუს არქიტექტურას განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია აღვნიშნოთ ის დეტალი, რომ აქ უმეტესად ე.წ.ნახევრად ხის სახლებია აგებული. ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ “ჯანჯაფილის” ან უბრალოდ “გერმანულ” სახლებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ათასწლეულების განმავლობაში ჰოლანდიაში, ჩეხეთსა და ბალტიისპირეთში გამოიყენებოდა, ის მაინც გერმანიასთან ასოცირდება.

აღნიშნული ტექნოლოგია გულისხმობს ჩარჩოს სტრუქტურას კედლების გარეშე. ისინი რამოდენიმე ყუთისაგან შედგება, რომლებსაც კედლები არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ დიაგონალური ნივნივები, რომლებიც სტრუქტურას ერთ მთლიანობად კრავს. ზევიდან თაბაშირი ესმევა, ხოლო ნივნივები კი იღებება, რაც დასრულებულ შენობას ასე ორიგინალურ დიზაინს ანიჭებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ტიპის სახლებს Fachwerk-ს უწოდებენ, რაც ორი სიტყვისგან შედგება: Fach – ყუთი და Werk – სამუშაო.

ისტორიკოსთა აზრით, პირველად მსგავსი ტექნოლოგია ძველმა რომაელებმა გამოიყენეს, რათა ფრანკთა დაპყრობილ ტერიტორიებზე თავისი მოსახლეობის სწრაფი და არაძვირადღირებული საცხოვრისებით უზრუნველყოფა მოეხდინა. საქმის არსი იმაშია, რომ ხშირად სამშენებლო მასალების დეფიციტი იყო, შესაბამისად არასაკმარისი ქვისა და ხის მარაგების გამო, საჭირო ხდებოდა სხვა ალტერნატივების მოძიება. ამ ტიპის სახლების ასაშენებლად კი ძირითადად თიხა, ლერწამი ან ტოტები გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის უპირატესობას მშენებლობის შედარებით სიმარტივეც წარმოადგენდა.

მოგვიანებით, ტექნოლოგიის ცალკეული ელემენტები რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ ამას ამ ტიპის სახლების პოპულარულობაზე გავლენა არ მოუხდენია, პირიქით, ისინი მთელ ევროპაში უფრო გავრცელდა. ასეთი სტრუქტურის მშენებლობის თანამედროვე მეთოდებს რამდენიმე საინტერესო მახასიათებელიც აქვს. მაგალითად, დღეს ნახევრად ხის სახლები ხშირად მინის კედლებისაგან მზადდება და შენობას დამატებითი სითბური იზოლაცია უკეთდება.

ამიტომაც, სინამდვილეში, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ნახევრად ხის სახლები მონშაუს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. თუმცა აქ სხვა ტურისტული ადგილებიც მოიძებნება: ალბათ ყველაზე გამორჩეული ზემოთ უკვე ნახსენები ციხესიმაგრეა, რომლის გარშემოდაც შუა საუკუნეების პირველი სოფელი გამოჩნდა.

მისი ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია. ის ჩარლხ მეხუთეს ჯარების მიერ მნიშვნელოვნად იქნა დაზიალებული, მე-17საუკუნეში კი ნაგებობის ქვეშ ფიქლის საბადოები აღმოაჩინეს და მისი მოპოვება დაიწყეს, შედეგაც კი მთელი მიწისქვეშა ლაბირინთი ჩამოყალიბდა. მათ ასევე უპოვეს გამოყენება: მეორე მსოფლიო ომის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლები მას, როგორც დაბომბვის დროს თავშესაფარს, ისე იყენებდნენ. თვითონ ციხესიმაგრეც არ იყო ცარიელი, მას უკვე ას წელზე მეტი ხანია, როგორც სასტუმროს, ისე იყენებენ.

მონშაუს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ქსოვილების ქარხანაა, რომელიც მე-18საუკუნით თარიღდება. აგურის ნათელი ფერის გამო, დღესდღეობით ნაგებობა ცნობილია, როგორც “წითელი სახლი”. მონშაუს ადგილობრივი ისტორიკოსების თქმით, სწორედ ქსოვის ინდუსტრიის განვითარება გახდა თვით ქალაქის გაზრდის მიზეზი.

ქარხნის დახურვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი დასაქმების ადგილი მომსახურების სექტორი გახდა, რადგანაც სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ქალაქი ტურისტულ ადგილად მიიჩნევა. დღეს ქსოვილთა ქარხნის შენობაში მუზეუმი მდებარეობს, თუმცა ნაგებობის მეპატრონეები კვლავ შრეიბრების ოჯახის წევრები არიან, რომელთა წინაპრებმად, ფაქტობრივად, წარმოება დაიწყეს.

სხვა დაუვიწყარ ადგილებს შორის, რომლებიც ტურისტებისათვის საინტერესო იქნება ამ პატარა ქალაქში, სადაც მხოლოდ 13ათასი ადამიანი ცხოვრობს, მდოგვის მუზეუმი, მინის მოსაფეთქებელი საამქრო და ლუდსახარშია. ასევე, მონშაუში რეგულალურად ფესტივალები და ბაზრობები ტარდება, მაგალითად, საშობაო. ასევე აქ თქვენ შეხვდებით მეტად ორიგინალურ ტრანსპორტის სახეობას ტურისტული მატარებლის სახით, რომლებიც სპეციალურად ტურისტულ მარშრუტებს მიჰყვება. თავისთავად ცხადია, რომ ქალაქში უამრავი კაფე და პატარა სასტუმროა.