ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულია უცნაური მოღუნული სახურავები. დღესდღეობით ამ ტიპის შენობები ფაქტიურად აღარ შენდება, თუმცა ძველად, ფაქტობრივად, ყველა შენობის სახურავი მოღუნული გახლდათ. ვფიქრობთ ბევრისთვის საინტერესოა თუ რატომ ჰქონდა ძველად სახურავებს სწორედ მსგავსი ფორმა და რატომ იყო ამ ტიპის ნაგებობები მხოლოდ აზიაში გავრცელებული? ამას ერთდროულად რამოდენიმე მიზეზი აქვს.

1. ადგილობრივი კლიმატი

უპირველეს ყოვლისა, აზიაში “ჩინური” სახურავების დამზადება სწორედ რომ კლიმატის გამო დაიწყო. ჩინეთში, კორეასი, იაპონიაში, კორეასა და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებში წვიმები საკმაოდ ხშირია. უფრო მეტიც, ტროპიკულ წვიმას შესაძლოა გასაოცარი ძალა ჰქონდეს და გადამბულად რამოდენიმე დღე არ შეწყდეს. ასეთი კლიმატური პირობები განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივებისათვის მეტად მნიშვნელოვანია წყალი სახურავზე დიდხანს არ გაჩერდეს და რაც შეიძლება მალე ჩამოიწრიტოს.

მათემატიკური თვალსაზრისით, ძველმა აზიელმა მშენებლებმა ათიანში მოარტყეს. მათ მოახერხეს სახურავების ამუშავება უსწრაფესი დაღმართის მრუდის – ბრაკისტოქრონის პრინციპზე დაყრდნობით. ბრაშისტოქრონი მათემატიკაში რკალია, რომელიც უზრუნველყოფს გრავიტაციული ძალების მოქმედებით ობიექტი “A” წერტილიდან “B” წერტილში უსწრაფერს დაცემას. საინტერესოა, რომ ევროპაში ეს პრინციპი მხოლოდ 1969 წელს აღმოაჩინეს. ძველი აზიელები კი ამ პრინციპამდე (როგორც ჩანს) წმინდა ემპირიული გზით მივიდნენ.

2. სეისმური აქტივობა

აზიური სახურავები არა მხოლოდ დახრილი კონსტრუქციაა, არამედ ის შეერთებებისა და დამჭერების რთული სისტემისაგან შედგება. ისინი შექმნილია ისე, რომ მიწისძვრის შემთხვევაში მაქსიმალური მოქნილობა და სტაბილურობა უზრუნველყოს. აღნიშნული ეფექტი მრავალი გადამკვეთი ხაზის დახმარებით მიიღწევა, რომლებიც ერთმანეთთან სპეციფიკური გზითაა დაკავშირებული.

3. რელიგიური მრწამსი

ბუნებრივია არქიტექტურა (ისევე როგორც აზრიის ხალხთა წინაპართა ცხოვრების ყველა სხვა ასპექტი) გარესამყაროზე რეფლექსიითაა გაჟღენთილი. ადგილობრივი რწმენის თანახმად, ითვლებოდა, რომ მხოლოდ ამ ფორმის სახურავებია ფენ-შუის მიხედვით მართებული, რადგანაც მოხრილი ფორმა დადებითი ენერგიის უკეთეს გადაცემას უწყობს ხელს.