ყველა სპეციალობაში მოიძებნებიან ისეთი მუშაკები, რომლებიც საქმეს ისე არ ასრულებენ, როგორც საჭირო არაა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ხალხი მშენებელთა შორის ხვდება. განსაკუთრებით თუ საუბარია სახლის საძირკველზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით გამოუცდელო ან უპასუხისმგებლო მშენებლებს საძირკველში ჩვეულებრივი ქვიშის გამოყენება სჩვევიათ. რატომ არაა ეს მასალა ამგვარი საქმისთვის შესაფერისი?

ფუნდამენტის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი წყლის გამტარიანობაა. წყალი არა მხოლოდ სიცოცხლის საფუძველია, არამედ მთელ რიგ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში მზაკვრული მტერია. და პირველ რიგში, მშენებლობის ამბებში წყლისგან კარგს არაფერს არ უნდა ელოდოთ. საძირკველს ქვეშ შეღწეულმა წყალმა შესაძლოა ფუნდამენტი მორეცხოს, რის შედეგადაც თავად საძირკველმა და ასევე მასზე მდგომმა მთელმა კონსტრუქციამ შესაძლოა ჩაძირვა დაიწყო. ეს ყოველივე კი გაბზარული კედლებისა და შენობის დანგრევის გარანტია.

სინამდვილეში, ქვიშის მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია. ის ფუნდამენტის ამოსავსებად საერთოდ არ გამოდგება. საქმე იმაშია, რომ მსხვილმარცლოვანთა შორის, ქვიშა წყალგამტარობით მეორე ადგილზეა. უბრალოდ გაიხსენეთ თუ რამდენად სწრაფად გადის წყალი ქვიშაში ზღვის სანაპიროზე. ქვიშის სრული საპირისპირო რასაკვირველია თიხაა.

ამიტომაც საძირკველის გაკეთებისას საჭიროა წესების კრებულის SP 45.13330 ცოდნა, რომელიც ამ სახის სამუშაოების ჩატარებას არეგულირებს. გარდა ამისა, თქვენ აუცილებლად უნდა გაეცნოთ TR 73-98, როემლიც ნიადაგის სწორი დატკეპნის ტექნოლოგიას საძირკველთან მუშაობას აღწერს. მოკლედ, ყველაზე მნიშნელოვანი წესი შემდეგნაირად ჟღერს: საძირკვლების შევსება ყოველთვის იმ მასალიდან უნდა განხორციელდეს, რომელსაც აქვს იგივე გამტარიანობის ინდექსი, როგორც ადგილობრივ ნიადაგს, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, საძირკველი იმ ნიადაგის გამოყენებით უნდა გააკეთოთ, რომელიც ორმოს ამოთხრისას მოიპოვეთ.