ტაივანური სატრანსპორტო კომპანია Evergreen, რომლის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში მთელმა მსოფლიომ შეიტყო, ჯერ კიდევ 1968წელს დაარსდა. სუეცის არხის ინციდენტმა საწარმოს უდიდესი ეკონომიკური და რეპუტაციური ზიანი მიაყენა. საინტერესოა, რომ მსგავსი ამ კომპანიაში პირველად არ ხდება. ბოლო კვირების განმავლობაში, ლოჯისტიკური კომპანიას სასაცილო ინციდენტთა გარკვეული სახის სერია ჰქონდა, რაც ისე ჩანს, თითქოს მუშები ამას განზრახ აკეთებდნენ.

1. რა მოხდა სუეცის არხში?

სუეცის არხში უბედური შემთხვევა 2021წლის 23მარტის დილას მოხდა. ხომალდი “Ever Given”, რომელზეც 18ათასი სატვირთო კონტეინერი იყო, სუეცის არხში ისე შემობრუნდა და სანაპირო ზოლებში გაიჭედა, რომ სხვა გემებისათვის გასასვლელი მთლიანად ჩაკეტა. უბედური შემთხვევის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. სატვირთო გემი არხში დღემდეა გაჭედილი, რითაც მსოფლიო ეკონომიკას ყოველდღიურად 9,6მილიარდი დოლარის ზიანს აყენებს. გასასვლელ გზას უკვე 400-ზე მეტი ხომალდი ელოდება. სუეცის ბლოკირებამ ნავთობტანკერების გადაადგილების შეჩერება გამოიწვია, რის შედეგაც ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა.

2. კომპანიის კონტეინერთა უჩვეულო მარშრუტები

სუეცის არხში მომხდარი შემთხვევის მერე, ბევრი დააკვირდა თუ როგორ მოძრაობდნენ სატვირთო გემები სატრანსპორტო არტერიაში შესვლამდე. ფაქტია, რომ არხში მოხვედრამდე, არაერთ გემს უწევს თავის რიგს დაელოდოს და ამ დროის მანძილზე წრიულად იმოძრაოს. აღმოჩნდა, რომ “Ever Given”-ის მარშრუტს თუ დავაკვირდებით, ის არხში შესვლამდე ისეთი ტრაექტორიით მოძრაობს, რომ მამაკაცის ორგანოს გამოსახულებას მივიღებთ… მართლა სასაცილო და ირონიული დამთხვევაა.

3. ბოლო ხანებში კიდევ რა “საინტერესო” ამბები შეემთხვა კომპანიას?

ახლახანს კომპანიას კიდევ ერთი მეტად უხერხული შემთხვევა ჰქონდა, 2021წლის 28მარტს აღნიშნული კომპანიის ლოგოტიპის მქონე სატვირთო მანქანამ გემის “გმირობა” გაიმეორა, ოღონდ ახლა უკვე ხმელეთზე. ტრაილერმა მაგისტრალზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგაც ავარია მოხდა. სატვირთო მანქანა ჩინეთის გზატკეცილზე 45გრადუსიანი კუთხით ჩარჩა და დანარჩენ მანქანებს რამოდენიმე საათის განმავლობაში პარალიზება გაუკეთა.

4. წარსულში რომელი ინციდენტით გამოირჩეოდა კომპანია?

მართალია კომპანიის თანამშრომლებს სუეცის არხში მომხდარი ინციდენტის დონის სხვა რაიმე არ ჩაუდენიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა ის აქამდეც ყოფილა სკანდალის ცენტრში. მაგალითად, 1992წლის ზამთარში კომპანიის სხვა კონტეირმზიდიდან – “Ever Laurel” შტორმისას ერთ-ერთი კონტეინერი გადავარდა, რომელშიც აბაზანის სათამაშოები იყო მოთავსებული. შედეგაც მსოფლიო ოკენაში 28000 პლასტმასის იხვმა, ბაყაყმა, კუმ და თახვმა შეცურა. შედეგად სათამაშოებს აშშ-ს, იაპონიის, ინდონეზიის, ავსტრალისაა და კიდევ დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე პოულობდნენ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ნაპოვნი სათამაშოები აუქციონებზე ათასობით დოლარად გაიყიდა.

5. მხოლოდ “Evergreen”-ს მოსვლია მსგავსი?

რასაკვირველია, არა. სუეცის არხში უბედური შემთხვევები არც ისე ხშირად, თუმცა მაინც ხდება. მოძრაობა დაბლოკილი აქამდეც ყოფილა, მაგალითად, 1990წელს ამერიკული ტვირთგადამზიდი გემის “Robert Lee” მიერ, ასევე 2004წელს ტანკერით “Tropic Brilliance”, კიდევ 1990 წელს ტანკერის “Silver Energy” მიერ, 2007წელს კი პრობლემის მიზეზი ხომალდი “Eiffel” გახდა, ასევე აღსანიშნავია 2017წელს მომხდარი შემთხვევა, როცა არხის ჩაკეტვის მიზეზი კომპანიის OOCL გადამზიდი გახდა. გარდა ამისა, სუეცის არხი 1967წლიდან 1975წლამდე 8წლის განმავლობაში ე.წ.ექვსდღიანი ომის დროს იბლოკებოდა.