21-ე საუკუნეა და ინოვაციური ტექნოლოგიები უდიდესი ნაბიჯებით ვითარდება, განსაკუთრებით ჩინეთში, თუმცა, ჩინელთა უმეტესობა, როგორც მათი წინაპრები, მიწურებში ცხოვრობს. საინტერესოა ისიც, რომ ყოველწლიურად მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება. ეს განპირობებულია იმით, რომ გაღარიბებულ ადამიანებს არ შეუძლიათ სრულყოფილი სახლის შეძენა ან აგება, ამიტომ, ისინი იძულებული არიან, საცხოვრებლის პრობლემა სხვაგვარად მოაგვარონ. ყველაზე ბიუჯეტური სახლი მიწური და იაოდუნი აღმოჩნდა, რომელთა ნახვა როგორც მეგაპოლისებში, ისე მიყრუებულ ადგილებშია შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ როგორია ამ ადამიანთა ყოფა და რეალურად შესაძლებელია თუ არ ამ გზით ეკონომიის გაკეთება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ეკონომიკის ცენტრია, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ 100მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვეშ იმყოფება. ყველას არ აქვს იმდენი საშუალება, რომ კომფორტულად იცხოვროს. ამ ტიპის ადამიანებისათვის ყველაზე დიდ პრობლემას საცხოვრისის საკითხი წარმოადგენს, რადგანაც მათ უმეტესობას არ სურს ნაქირავებ ან ოთახ-კუბოში ცხოვრება, რომლის ფართობიც 1,5-2 კვ.მ-ია.

მოხერხებული ერი ყველა მეთოდით ცდილობს ალტერნატიული საცხოვრისის მოძიებას, რადგანაც ტრადიციულის ფინანსური საშუალება არ აქვთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ძველებური მიწურები გაიხსენეს – იაოდუნები (რაც, სახლ გამოქვამულს ნიშნავს), სწორედ მსგავსი ტიპის საცხოვრისებში ჩინელები უამრავი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ. ჩინეთის ზოგიერთ მხარეში მსგავსი სახლები დღემდე პოპულარულია.

ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთის 30 მილიონი მოქალაქე დღესდღეობითაც გამოქვაბულსა და მიწურში ცხოვრობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მიწურები იმას ნამდვილად აღარ ჰგავს, რაც ათასი წლის წინ იყო. ასეთი ტრანსფორმაცია დამოკიდებულია იმაზე, რომ კომფორტისაკენ უცვლელი სწრაფვა და თანამედროვე ცხოვრება გარკვეულ კვალს ტოვებს სახლის მოწყობაზე, თუნდაც ის მიწისქვეშ იყოს. ჩინელებმა სტერეოტიპები, რომლებიც მსგავსს საცხოვრისებთან იყო დაკავშირებული, სრულიად შეცვალეს. მათ მიწურებში არაა ფანჯრები და მაღალი ტენიანობაა, თუმცა თქვენ უკვე ვეღარ ნახავთ ობსა და ნესტს, ქვაბის ღუმელებს, თიხის იატაკს ან ხის ჭერზე ჭვარტლს.

ვინც მუშაობს და მცირეოდენი შემოსავალი აქვს, ცდილობს კომფორტული ინტერიერი მოიწყოს, ასევე მსგავსს დასახლებებთან გაყვანილია ცენტრალური კომუნიკაციის ხაზები, ასე რომ წყალი, ელექტრო ენერგია და ინტერნეტი ტელევიზიასთან ერთად მაცხოვრებლებს აქვთ. “ცივილიზაცია” თავს იმართლებს იმით, რომ თანამედროვე მიწურები დიდ ქალაქებთან ახლოსაა, რაც ადამიანებს სამსახურში მისვლას უიოლებს, ასევე ისინი განლაგებულია მეწარმე მესაკუთრეთა მიწებზე, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ ყველა კომფორტის მიწოდებას.

ბუნებრივია, მათ უწევთ ამ ყველა მომსახურების საფასურის გადახდა, ამას ემატება დაკავებული მიწის ნაკვეთის და საერთო სარგებლობის ტერიტორიის ქირის გადასახადი. იქიდან გამომდინარე, რომ მიწისზედა ნაგებობები არაა, სხვა მაცხოვრებლებს მოსაკრებელი და გადასახადები არ ემუქრებათ. მიწურის მშენებლობა უფრო მარტივი და ტრადიციულ სახლზე ბევრად იაფია, რადგანაც საჭირო არაა ფუნდამენტის შექმნა, კედლების აგება და წესების გათვალისწინებით ჭერის გაკეთება.

მით უფრო, შესაძლებელია მსგავს ნაგებობას თამამად უწოდოთ თანამედროვე იმ კუთხით, რომ ის “პასიური” სახლია, რომელიც ბუნებრივი კედლების წყალობით(არაა გარეთ გამავალი კედლები) იდეალური ენერგოეფექტურ სახლს წარმოადგენს, რომელიც ზამთარში გათბობას ზოგავს, ზამთარში კი გაგრილების საშუალებას იძლევა. მართალია, თქვენ ფულის დახარჯვა ნამდვილად მოგიწევთ საიმედო სავენტილაციო სისტემაზე, რადგანაც ფანჯრები არაა და ოთახის უფასო განიავება არ გამოვა, ამიტომაც აუცილებელია მუდმივი ტექნიკური მომსახურება, რომელიც მიწის თაღებისა და დაუმუშავებელი კედლების შესანარჩუნებლადაა საჭირო. ოდნავი შეცდომა და სახლი შეიძლება ჩამოინგრას, ხოლო მის აღდგენაზე კი საკმაო რაოდენობის ფინანსები და დრო დაგჭირდებათ.

საინტერესო ფაქტი: იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწურში ცხოვრობს, გასაკვირი არაა, რომ სოფლები და მთელი დასახლებები ქვეყნის ყველა პროვინციაში მოიპოვება. ერთი ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი დასახლება იანგცეა. თანამედროვე მიწისქვეშა დასახლება ფართობით 2,4ათასი კვ.მ სტიქიურად არ წარმოშობილა, ის მიწის მესაკუთრემ ააგო, რომელიც შეეცადა, რომ ყველაფერი მარტივი ყოფილიყო და საცხოვრებელ კომპლექსს დამგვანებოდა. მის ტერიტორიაზე განლაგებულია 9ქუჩა, რომელიც მიწისქვეშაა განთავსებული, საერთო ჯამში 300ოთახია(ფართობი 5-დან 10კვ.მ-მდე). მინი-ბინები უამრავი მარტოხელა ადამიანისა და ოჯახის თავშესაფარი გახდა, რომლებიც მიწისქვეშა აპარტამენტებში ცხოვრების ქირავნობისათვის 3,5-11,5ათასს რუბლს იხდიან. თუ ტრადიციული საცხოვრისის ფასს შევადარებთ, ბევრად ნაკლებია, მაგალითად პეკინში გარეუბანში ბინა 45ათასი რუბლი ღირს, ხოლო დედაქალაქის ცენტრში – 190 ათასი თვეში.

მსგავსი ცივილური დასახლებები ჯერ კიდევ იშვიათობაა, უმეტესწილად არალეგალურ დასახლებებშია სხვადასხვა სახის მიწურები, თუმცა ვხვდებით ძველ სოფლებსაც, რომელთა ისტორია ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ასე მაგალითად, შანსის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ლუსის პლატოზე, სადაც ჩინელი ერი დაიბადა, ჯერ კიდევ არსებობს მიწისქვეშა სოფელი, სადაც ცხოვრება არსებითად განსხვავდება თანამედროვე სოფლებისაგან. აქ უმეტესად მხოლოდ მოხუცებულები ცხოვრობენ, რომელთა შემოსავალი დღეში ერთ დოლარს წარმოადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საცხოვრისის კეთილმოწყობისათვის ფული არ აქვთ. მიწურში შესასვლელი ზოგჯერ დაფარულიც კი არაა, სხვა კომფორტსა და თანამედროვე კომუნიკაციაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია.

არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ამ ტერიტორიაზე პირველი მიწურები ჯერ კიდევ 4ათასი წლის წინ იყო, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე ისინი გადაკეთდა და მუდმივად განახლებული, თუმცა არც ისე ხშირად, როგორც საჭირო იყო. დიდი ქალაქებიდან მანძილის გათვალისწინებით, სოფელში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ, ხოლო მოხუცები კი ღარიბები არიან და თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ იმის ხარჯზე, რაც თვითონ გაზარდეს(შინაური ცხოველები, ბოსტნეული და ხილი). ყველაზე კრეატიულებმა მაცხოვრებელმა ისიც მოიფიქრა, რომ მიწურები ტურისტებისათვის მიექირავებინათ. დღევანდელობაში მსგავსი გართობა არაორდინალური დასვენების მოყვარულთა შორის საკმაოდ პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა “მიწის შვილების” ცხოვრების ხარისხს ყურადღებას არ აქცევს, სოფლის დატოვება მაინც გადაწყვიტეს. ამ წუთისათვის ყველა შენარჩუნებული სახლი(რომელთა ასაკი 300წელზე მეტია) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული, ხოლო თავად ტერიტორია კი ნაკრძალად იქნა გამოცხადებული, რომელიც თანდათანობით ტურისტულ დღისშესანიშნაობად გარდაიმქნება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი