ყავის აპარატი სურნელოვანი სასმელის მოყვარულთათვის სამზარეულოს შემადგენელი აუცილებელი ატრიბუტია. მოწყობილობის შიგნით ხისტი წყლისა და ხშირი გამოყენებიდან გამომდინარე გროვდება ნალექი. კირქვის ნალექი აუარესებს ყავის გემოს და აპარატის მუშაობის ეფექტურობაზეც აისახება. პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ თითოეული სამზარეულოსათვის აუცილებელი პროდუქტი, ლიმონმჟავა. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა გარეცხოთ ყავის აპარატი და რა პროპორციებით განაზავოთ ნივთიერება, აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ სტატიას.

რატომ ჩნდება ნალექი და რატომაა აუცილებელი მისი მოშორება

წყალი შეიცავს კალციუმის მარილებს. ხისტი მეტი შემცველობითაა, ხოლო რბილი-ნაკლები. ყავის მოდუღების პროცესში მოწყობილობის დეტალებზე მარილები ილექება და დროთა განმავლობაში გამაგრებულ ნალექად იქცევა. ნალექის ზემოქმედებით აპარატის ფუნქციონირება უარესდება და ხმაურს იწყებს. ყავას გემო ეცვლება და სასმლის მომზადება რთულდება. კირქვის ნალექებს ფოროვანი სტრუქტურა გააჩნიათ, რომელშიც პათოგენური მიკროორგანიზმები უმარტივესად მრავლდებიან. ნალექიანი ყავის მიღებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავების დაავადებების განვითარებას შეუწყოს ხელი. ნალექი ასევე მოწყობილობის შიდა ელემენტების დაჟანგებას იწვევს.

კირქვის ნალექის აკუმულირების შესამცირებლად ყავის მომზადების პროცესში უმჯობესია რბილი ჩამოსხმული წყალი გამოიყენოთ. აუცილებელია ყავის მადუღარა რეგულარულად გაწმინდოთ, ხოლო ხისტი წყლის შემთხვევაში თვენახევარში ერთხელ. რბილი სითხის შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის ჩატარება ნახევარ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. აგრეთვე თვალყური უნდა მიადევნოთ მოწყობილობის მუშაობის პროცესს, რადგანაც ზოგჯერ უმჯობესია ყავის მადუღარა მანამდეც გაწმინდოთ. ნალექის მოცილების გარდა აუცილებელია კაპუჩინატორი რეგულარულად გაასუფთავოთ. აღნიშნული დეტალი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გარეცხოთ. რძის ნარჩენების, განსაკუთრებით მიმხმარ მდგომარეობაში, მოცილება ძალზედ რთულია. აპარატის ნაწილებში ნივთიერების დაგროვებამ შესაძლოა აქაფება გაართულოს.

როგორ უნდა მიხვდეთ, თუ როდისაა ნალექის მოცილების დრო

ყავის აპარატების ზოგიერთ მოდელს სპეციალური ინდიკატორი მოჰყვება, რომელიც საჭიროების დადგომისთანავე მიუთითებს იმაზე, რომ მოწყობილობას გასუფთავება სჭირდება. ინდიკატორების მუშაობის პრინციპი მარტივია: მოწყობილობის პროგრამას გააჩნია სასმელის მომზადებასთან დაკავშირებული ლიმიტი (მაგალითად, 230 ჭიქა). მოდუღებული სასმელის რაოდენობის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოწყობილობა აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ, თუმცაღა ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აპარატის დეკალსიფიკაციაც აუცილებელია. ინდიკატორი უბრალოდ ყავის მადუღარის მოვლის საჭიროებაზე მიუთითებს.

არსებობს მოწყობილობები, რომელთა შემადგენლობაშიც თავად აპარატის გარდა წყლის სიხისტის განმსაზღვრელი ტესტებიც შედის. საჭიროა ცდა ჩაატაროთ და მოწყობილობაში მონაცემები შეგყავთ. ამ შემთხვევაში გაწმენდის შესახებ მითითებები ბევრად უფრო ზუსტად გაიცემა. თუ თქვენი აპარატი აღნიშნული ფუნქციით არაა დატვირთული, არსებობს რიგი ნიშნებისა, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ მადუღარის დეკალსიფიკაციის დროის უშეცდომოდ გაანგარიშებას.

ყავის აპარატის გაჭუჭყიანების ნიშნები:

  • მოწყობილობა ხმაურსა და არასახასიათო ბგერებს გამოსცემს;
  • ყავის მასა ჩვეულებრივზე ბევრად თხელია;
  • ყავა სუსტდება და გემოც ეცვლება;
  • ყავის მზა პორცია შემცირებულია;
  • ჭიქაში შესამჩნევი ნალექი ჩნდება.

როგორ უნდა გაასუფთაოთ ყავის მადუღარა ლიმონმჟავის გამოყენებით

ლიმონმჟავა ელექტრო მოწყობილობების გასაწმენდად განკუთვნილი ხელმისაწვდომი და ეკონომიური საშუალებაა. გარდა ამისა, აღნიშნული კომპონენტი პროფესიონალური ქიმიური საშუალებების შემადგენლობაშიც შედის, რაც სასურველი შედეგის მიღებაში გეხმარებათ.

ლიმონმჟავის უპირატესობები:

  • ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოა;
  • ეფექტური საშუალებაა, რომელიც ძველ ნალექსაც კი მარტივად უმკლავდება;
  • გათბობის დროს მჟავა ტოქსიკურ ორთქლს არ გამოყოფს;
  • მოსახმარად მარტივი და დაბალფასიანია.

გაწმენდის ეტაპები

1. მოწყობილობა კვების წყაროდან გამოაერთეთ. სასმელის ნარჩენებისაგან გაასუფთავეთ აპარატის ყველა ხელმისაწვდომი ნაწილი. წყლისათვის განკუთვნილი განყოფილებიდან გადმოასხით სითხე და გაასუფთავეთ ჭიქის სადგამი.

2. ხსნარის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 25-30 გრ. ლიმონმჟავა და 1 ლიტრი წყალი. შეეცადეთ პროპორციებს არ გადააჭარბოთ, რათა დეტალები არ დაზიანდეს.

3. მიღებული ხსნარი ჩაასხით წყლის განყოფილებაში და ყავის მომზადების პროგრამა გაუშვით. 5-6 წუთში ერთხელ გადმოასხით სითხე განყოფილებიდან. აღნიშნული პროცედურა მანამდე გაიმერეთ, სანამ მთელი მომზადებული ხსნარი არ გაგითავდებათ.

4. გარეცხეთ კონტეინერი, შეავსეთ სუფთა წყლით და განაახლეთ ყავის მომზადების პროგრამა. რეცხვის პროცედურა ორჯერ გაიმეორეთ, რათა ლიმონმჟავის ნარჩენები მოაცილოთ და მოწყობილობის სისუფთავეში დარწმუნდეთ. ჰოი, საოცრებავ-აპარატი გაწმენდილია და მზადაა შემდგომი გამოყენებისათვის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი