როგორ ამოვიყვანოთ სხვადასხვა ქსოვილიდან ტონალურის ლაქები

ტონალური კრემი ნებისმიერი ქალის კოსმეტიკურ ჩანთის განუყოფელი ნაწილია. იგი ხელს უწყობს სახისათვის სუფთა და გაბრწყინებული იერსახის მიცემას, მაგრამ ამან შესაძლოა უხერხულობაც გამოიწვიოს. მაგალითად, თუკი პროდუქტი შემთხვევით ტანსაცმელზე წაგესმევათ ანდაც სახელოთი კანზე შეიხებთ, თუმცაღა გამოსავალი არსებობს, რადგან სახლის პირობებშიც კი შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ქსოვილიდან ტონალური კრემის მოცილება. ჩვენი რედაქცია ყველაზე ეფექტურ ცხოვრებისეულ ხრიკებს გაგიზიარებთ.

ზოგადი რეკომენდაციები 

1. ლაქის მოცილებას რაც შეიძლება მალე შეუდექით, რადგანაც მიმხმარი კრემის მოცილება გაცილებით რთულდება.

2. არ დაიზილოთ ჭუჭყიანი ადგილი, რათა ლაქა არ გაიზარდოს. საჭიროა შეღებილი ადგილის დამუშავება ნელი მოძრაობებით, კიდეებიდან ცენტრის მიმართულებით.

3. წინასწარ დაასველეთ ტანსაცმელი გრილ წყალში. არ ღირს ცხელი წყლის გამოყენება, რადგანაც კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ამაღლებულ ტემპერატურაზე სწრაფად მყარდება.

4. თუ კრემის მოცილება პირველივე ჯერზე ვერ შეძელით, კვლავ გაწმინდეთ ლაქების მოსაშორებელი საშუალებით.

ტონალური კრემის მოცილების მეთოდები

თითოეული ტიპის ქსოვილისთვის კონკრეტული პროდუქტია შესაფერისი, ვინაიდან და რადგანაც მასალები განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე ნივთიერებაზე. მაგალითად, დასაშვებია ბამბისა და ქსოვილური ნივთების დამუშავება ქლორის მათეთრებელი საშუალებებით. სინთეტიკა ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. თავდაპირველად სცადეთ ლაქის მოცილება მიცელარული წყლით ან მაკიაჟის მოსაშორებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით. ეს ვარიანტი ყველანაირი მასალისათვის გამოდგება.

1. ფერადი ქსოვილები

ხალხური საშუალებებიდან შეგიძლიათ რაფინირებული ბენზინის, ლიმონის წვენის, ამიაკის ან ჩვეულებრივი საპნის გამოყენება. ლაქები უნდა დაამუშავოთ ბენზინით ან ალკოჰოლით, გააჩეროთ 5-10 წუთი და შემდეგ შეაზილოთ. ლიმონის შემთხვევაში, გაწურეთ ციტრუსის წვენი ქსოვილზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და ამოავლეთ წყლით. კიდევ ერთი ვარიანტია ლაქის საპნით ცივ წყალში ამორეცხვა, შემდეგ კი ფხვნილიან სითხეში 2-3 საათის განმავლობაში გაჩერება.

თუკი საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით სარგებლობთ, არასდროს გამოიყენოთ ქლორის შემცველი პროდუქტები. ამ კომპონენტს აქვს მათეთრებელი თვისებები, შესაბამისად, ლაქასთან ერთად, ტანსაცმელზე პიგმენტსაც მოაცილებთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნივთიერებას ჰქონდეს აღნიშვნა „ფერადი ქსოვილებისათვის“.

2. თეთრი სამოსი

თეთრი ტანსაცმლის სისუფთავის შენარჩუნება რთულია, ლაქების მოცილება კი ძალზედ მარტივი. მსუბუქი თეთრეულისა და ბამბის ქსოვილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მათეთრებელი საშუალება, მათ შორის “სითეთრე”. სხვა ვარიანტებია: ლიმონმჟავა, ძმარი, ალკოჰოლი, ანტიპიატინის საპონი, წყალბადის ზეჟანგი, სოდა. საკმარისია მჟავების და ნივთიერებების წასმა ჭუჭყიან ადგილზე, ცოტაოდენი დასველება და ამოვლება. გამოიყენეთ საპონი ლაქის მოსაშორებლად. სოდისა და ამიაკის გამოყენება კი საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ზედგამოჭრილია. პირველი, დაამუშავეთ ლაქა სპირტით, დაელოდოთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ გაშრება და მოაყარეთ სოდა. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და მზარდი მოძრაობებით გახეხეთ ლაქიანი ადგილი.

3. დელიკატური ქსოვილები

დელიკატური მასალებისგან დამზადებულ ნივთებს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებათ. მატყლის ნაწარმი მაღალ ტემპერატურაზე პატარავდება, აბრეშუმის ნაწარმი ვერ იტანს ხახუნს, ხოლო თხელი ტრიკოტაჟი მოხვევა აკრძალულია. ეფექტური ცხოვრებისეული ხრიკია სოდა-ამიაკის კომბინაცია. სამრეცხაო საპონი ან ლაქის მოსაშორებელი საშუალებაც გამოგადგებათ ლაქის მოცილებაში. წინასწარ შეამოწმეთ ცხოვრებისეული ხრიკი ტანსაცმლის შეუმჩნეველ ადგილზე, რათა უარესად არ დააზიანოთ. დელიკატური მასალების დასველება და გარეცხვა შესაძლებელია მხოლოდ 40 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

4. მუქი ტანსაცმელი

ჯინსებსა და ზედა ტანსაცმელსაც ემუქრებათ ტონალური კრემით დასვრის საშიშროება. მთავარია, არ გამოიყენოთ გამათეთრებელი საშუალებები, თორემ ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ ნივთს სამუდამოდ დაემშვიდობოთ. ჯინსისთვის საუკეთესო საწმენდი საშუალება ჩვეულებრივი საპონია. წაშალეთ ლაქა, შემდეგ დაასველეთ ნივთი ფხვნილიან წყალში და გარეცხეთ. სხვა სახის მასალებისთვის შესაფერისია ამიაკი ან რაფინირებული ბენზინი. ჭურჭლის სარეცხი გელიც გამოსადეგია. წაუსვით ცოტაოდენი სითხე ჭუჭყს, შემდეგ დაასველეთ სარეცხის ხსნარში (წყალს ჭურჭლის საპონი დაამატეთ) და გარეცხეთ. თუ რომელი მეთოდით შეძლებთ ქსოვილზე საუკეთესო შედეგის მიღებას, მხოლოდ ექსპერიმენტულად შეიძლება დადგინდეს.

5. ძველი ლაქები

თუ ლაქების მოცილებას დროულად ვერ ახერხებთ და პროცესი დროში გეწელებათ, უფრო ძლიერი საშუალებების გამოყენება მოგიწევთ. არსებული მეთოდებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი. ჭუჭყი უხვად დაატენიანეთ და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ნივთიერება გამოსადეგია ცხიმების დაშლის პროცესში, რომლებიც კოსმეტიკის ნაწილია. ალტერნატიული ვარიანტები: ჭურჭლის გელი ან შამპუნი.

რთულ შემთხვევებში გამოიყენეთ სპეციალური ქიმია. მაგალითად, რაფინირებული ბენზინი “გალოშა”, რომელიც განკუთვნილია საშინაო მოხმარებისთვის. დაამუშავეთ ლაქა, დაელოდეთ 5 წუთი და კარგად გარეცხეთ სამოსი. ასევე ცნობილია ანტიპიატინის ცნობილი საპნონი და ჟანგბადის მათეთრებლები, როგორიცაა Vanish და Sarma Active. ბაზარზე სიახლეა თხევადი ფანქრები და საწმენდი ხელსახოცები. კომპონენტის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მასალიდან გიწევთ ლაქის მოცილება.

როგორ უნდა შეამციროთ ტანსაცმლის დალაქავების რისკი

1. შეეცადეთ არ ატაროთ მაკიაჟი “გამოსასვლელი” სამოსით სიარულისას. ერთი არასწორი ნაბიჯი და ტანსაცმლის გამოცვლა მოგიწევთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიმუშაოთ კისრის მიდამო, თუკი საყელოიანი ტანსაცმელი გაცვიათ.

2. არ წაისვათ ტონალური კრემი სქელ ფენად, რათა არ დაგეწვეთოთ. პროდუქტის შერჩევა კანის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაკიაჟის ხარისხისთვის, არამედ ნივთების სისუფთავისთვისაც. აუცილებლად დაიფიქსირეთ კოსმეტიკური საშუალებები ფხვნილითა და დამაფიქსირებელი სპრეით.

3. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, რეგულარულად გაისუფთავეთ მატიანებელი ხელსახოცებით. ამ გზით თქვენ შეიმცირებთ ტანსაცმლის შემთხვევითი დაბინძურების რისკს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული რჩევები ნამდვილად არ გულისხმობს 100% დაცვას ნივთების დალაქავებისგან, მაგრამ შეამცირებს შემთხვევითი უხერხულობის მოხდენის ალბათობას. ხელთ არსებული საშუალებები, როგორებიცაა სპირტი, ლიმონის წვენი, ჩვეულებრივი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი გელი, დაგეხმარებათ რთულ ვითარებასაც კი გაუმკლავდეთ. შეეცადეთ დაიმუშაოთ ლაქა, რომელიც ჯერ კიდევ ახალია და არ დაუშვათ მისი გაშრობა. რთულ შემთხვევებში კი გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.