სამზარეულოების ყველაზე მრავალფეროვანი იდეები: თუ რემონტს აპირებთ

ჩვენს დღევანდელ შერჩევაში არასტანდარტული სამზარეულოს გარნიტურაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფერებში. სამზარეულო სახლში ყველაზე მოსაწყენი ოთახი აღარ იქნება. თქვენ შეძლებთ ნახოთ რომ იმაზე ბევრი ვარიანტი არსებობს სამზარეულოს ინტერიერისა, ვიდრე ფიქრობდით.

ჩვენს მიერ შეგრობილი სამზარეულოს ინტერიერის დიზაინი ექვს კატეგორიად დავყავით: წითელი და ვარდისფერი; სტაფილოსფერი და ყვითელი; ლურჯი და ცისფერი; შავი და ნაცრისფერი; ფირუზისფერი და მწვანე; ხის ფერებში. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ იმ ჯგუფის მოძიებას, რომელიც გაინტერესებთ და შემდეგ უკვე სასურველ ფერს ჩაუღრმავდეთ, რათა თქვენი გემოვნებისათვის იდეალურად შესაფერისი სამზარეულო მოიწყოთ.

1. წითელი და ვარდისფერი

მადისაღმძვრელი, როგორც ხილი და კენკრა, წითელი და ვარდისფერი სამზარეულოს გარნიტურა მყუდროდ და მიმზიდველად გამოიყურება. ის კარგად შეეფერება თეთრ და ნაცრისფრის ცივ ტონებს, ასევე გასაოცრად ერწყმის შავს.

2. სტაფილოსფერი და ყვითელი

ამ ტიპის სამზარეულოები, როგორც წესი არასტანდარტულია და ძირითადად ჰაი-ტეკის ან ამერიკული ქანთრის სტილშია გადაწყვეტილი. ის თეთრ ფონზე იდეალურია.

3. ლურჯი და ცისფერი

ღრმა, მგრძნობიარე, მაგრამ მშვიდი ცისფერი და ლურჯი ფერები კარგი წყვილია თეთრ, ნაცრისფერ და შავ ფერებთან. ხშირად ამ ფერის სამზარეულოს გარნიტურა ლოფტის, სკანდინავიურსა და თანამედროვე სტილში გამოიყენება, ასევე მას შეიძლება შევხვდეთ კოასტალის, ნეოკლასიკისა და ხმელთაშუაზღვის(ბერძნულ) დიზაინში.

4. შავი და ნაცრისფერი

მინიმალისტური შავი და ნაცრისფერი სამზარეულოები ძირითადად თანამედროვე სტილშია შესრულებული. მსგავსი გარნიტურა უმეტესად თითქმის მონოქრომულ, დამამშვიდებებლ, დახვეწილ თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში გხვდება.

5. ფირუზისფერი და მწვანე 

უაღრესად ორიგინალური ფირუზისა და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულოს გარნიტურა ეკლექტიკურ ინტერიერში გხვდება და მფლოველის ხასიათს კარგად ასახავს.

6. ხის ფერები

ხისგან დამზადებული სამზარეულოს გარნიტურაშიც შეგიძლიათ კრეატიული შეფერილობა მოიძიოთ, მაგალითად ძვირფასი ხეების, უხეშად დაჭრილი ფიცრების ან ფილების იმიტაცია.

მოგეწონათ სტატია? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი წარმოდგენილ იდეებთან დაკავშირებით.