როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს საღეჭი რეზინი და მისი ლაქები

თუ შემთხვევით საღეჭ რეზინზე დაჯექით, არ იჩქაროთ ნივთის გადაგდება. არსებობს უამრავი სახალხო მეთოდი იმისა თუ როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს სახეჭი რეზინი და მისგან დარჩენილი ლაქა. დღევანდელ სტატიაში სწორედ თითოეულ მათგანს განვიხილავთ.

საღეჭი რეზინის მოშორების მეთოდები

წმენდის მეთოდის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ნაჭრის ფერსა და მასალას. მატყლის, ატლასის, აბრეშუმისა და შიფონისთვის ნუ გამოიყენებთ მეთოდებს, რომლებიც საჭიროებს გაცხელებას. დელიკატურ ქსოვილებთან ნუ გამოიყენებთ ზეთსა და აცეტონს, რადგან გაწმენდის ნაცვლად, პირიქით გაუარესებთ დაბინძურებას. გავრცელებული შეცდომაა ასევე მიწებებული საღეჭი რეზინის ახლით მოშორების მცდელობა, ამ მეთოდით თქვენ რისკავთ კიდევ უფრო გაზარდოთ ტანსაცმელზე მიკრული საღეჭი რეზინის რაოდენობა.

1. სკოჩი

ახალი მიკრული საღეჭი რეზინის შემთხვევაში მეტად მუშა მეთოდია. აიღეთ ფართე სკოჩი, დააწებეთ მიწებებულ საღეჭ რეზინს და სწრაფი მოძრაობით ააფხრიწეთ. თუ საღეჭი რეზინი პირველივე ჯერზე ბოლომდე არ მოცილდა, განაგრძეთ აღნიშნული პროცედურა ქსოვილის ბოლომდე გასუფთავებამდე. როგორც კი სკოჩის წებოვანი მხარე დაბინძურდება, ჩაანაცვლეთ ის ახლით. ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოშორების შემდეგ მასზე ლაქა დარჩება, თუმცა მას ნებისმიერი ლაქების ამომყვანი მეტად მარტივად გაუმკლავდება.

2. გაყინვა

თუ საღეჭი რეზინის ლაქა უკვე გამაგრდა, ამ შემთხვევაში მის მოსაშორებლად ტემპერატურასთან დაკავშირებული მეთოდების გამოყენება დაგჭირდებათ. დაკეცეთ გაფუჭებული ნივთი, ჩადეთ ცელოფანში ისე, რომ დაბინძურების ადგილი ზემოდან მოექცეს. მოათავსეთ საყინულეში 1საათის განმავლობაში – საღეჭი რეზინი ბოლომდე უნდა გაიყინოს. გაყინული საღეჭი რეზინი გაქვავდება და აღარ იქნება წებოვანი, ამიტომაც მისი მოშორება მარტივი გახდება. აღნიშნული მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ დელიკატური ქსოვილების შემთხვევაშიც, რადგანაც ის მის ბოჭკოებს არ დააზიანებს. გაყინვის შემდეგ საღეჭი რეზინი ბასრი საგნის საშუალებით მოაშორეთ და მოწმინდეთ ნარჩენები.

3. ყინული

თუ დასვარეთ ნივთი და ის საყინულეში არ ეტევა, გამოიყენეთ ყინული. მაგალითად, საღეჭი რეზინი მიეკრო ნოხს, ავეჯს ან ბეწვეულს. მოათავსეთ ცელოფანში ყინულის რამოდენიმე კუბი და “კომპრესი” რამოდენიმე წუთით დაადეთ დასვრილ ადგილს. ნუ შეახვევთ ყინულს ნაჭერში, ყინული გადნება, წყლისგან კი შეიძლება ლაქები დარჩეს. გამაგრების შემდეგ საღეჭი რეზინი მოფხიკეთ ძველი მაგარ ზედაპირიანი კბილის ჯაგრისით. ყინულის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამყინავი სითხე. გაიხადეთ დასვრილი ტანისამოსი და დალაქულ ადგილას შეასხურეთ გამყივანი სითხე და მექანიკური მეთოდით მოაშორეთ საღეჭი რეზინი.

4. მდუღარე წყალი

ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში დახმარე დაგჭირდებათ. ასევე საჭიროა მდუღარე წყალი და ძველი კბილის ჯაგრისი. აადუღეთ წყალი ქვაბში. ერთმა ადამიანმა მუდმი რეჟიმში უნდა ასხას დაბინძურებულ ადგილას მდუღარე წყალი, მეორემ კი ჯაგრისის გამოყენებით მოაშოროს ლაქა.

სხვა მეთოდი – მოათავსეთ დაბინძურებული ადგილი მდუღარე წყალში და გააჩერეთ 1წუთის მანძილზე, შემდეგ კი შეეცადეთ ბასრი საგნით ან ჯაგრისით მოშორება. შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხს მანქანაში. თუ ნივთი ძალიან დიდია, გამოიყენეთ დუში. მიუშვირეთ დაბინძურებულ ადგილს ცხელი წყლის ნაკადი და შემდეგ კი გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცედურა.

5. უთო

ამოტრიალეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, საღეჭი რეზინის დაბლა მოათავსეთ მუყაო, ქაღალდი, ნებისმიერი ნატურალური ქსოვილი ან გაზეთი. უთოზე შეარჩიეთ რეჟიმი “ბეწვეული” და დაადეთ დაბინძურებულ ადგილს. გაუთოება საჭირო არაა, რათა საღეჭი რეზინი ტანსაცმლის ზედაპირს კიდევ უფრო მეტად არ მოედოს. სითბოს ზემოქმედების შედეგაც საღეჭი რეზინი ქვეშ ამოდებულ მუყაოს მიეწებება. როცა საღეჭი რეზინი მოშორდება, გარეცხეთ ლაქების ამომყვანის საშუალებით.

6. ფენი

ფენის საშუალებით შეგიძლია ტანსაცმელი გახდის გარეშე გაწმინდოთ. ჩართეთ ფენი მაღალ სიმძლავრეზე და მიუშვირეთ დაბინძირებულ ადგილს. აშრეთ იქამდე, სანამ საღეჭი რეზინი არ გახდება მშრალი, დაკარგავს ელასტიურობასა და წებოვნებას. შემდეგ მონარჩენი საღეჭი რეზინი ჯაგრისის საშუალებით მოაშორეთ. მსგავსი გაწმენდის მეთოდი საკმაოდ ფაქიზია. ფენის გამოყენება დელიკატურ ქსოვილებთანაც შეგიძლიათ. თუმცა ფრთხილად იყავით ნოხის ზედაპირთან, თერმულმა დამუშავებმა შეიძლება მისი ბოჭკოების დაზიანება გამოიწვიოს.

7. ძმარი

ძმარი – უნიკალური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხასხასა და ფერადი ნივთებისთვისაც. ჩაასხით კონტეინერში 1,5-2ჭიქა ძმარი და გააცხელეთ 40გრადუსამდე. შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი(45წუთის განმავლობაში), გაზქურა ან მოათავსოთ ძმრიანი კონტეინერი წყლიან აბაზანაში(გათბობისათვის დასჭირდება დაახლოებით 2წუთი). მნიშვნელოვანია არ მოხდეს პროდუქტის გადაცხელება. დაასველეთ გამთბარ ძმარში ღია ფერის მასალისგან დამზადებული ხელსახოცი. გააჩერეთ ის ძმარში 1წუთის განმავლობაში და დაადეთ დაბინძურებულ ადგილს. ძმარი საღეჭ რეზინს დაშლის და დაარბილებს. ამის შემდეგ დაასველეთ ძმარში ჯაგრისი და წრიული მოძრაობით გაწმინდეთ საღეჭი რეზინის ლაქა. ბოლოს კი ჩვეულებრივ გარეცხეთ ნივთი.

8. ზეთი

არატრადიული, თუმცა ეფექტური მეთოდია. დაგჭირდებათ ნებისმიერი არამღებავი ზეთი, მაგალითად მზესუმზირის ან ზეითუნის. წაუსვით 1ს.კ. ზეთი საღეჭ რეზინს ისე, რომ არ მოხვდეს ქსოვილის სუფთა ნაწილზე. თუ დააბინძურეთ ქსოვილი, სარეცხი საშუალებით ან ლაქების ამომყვანით დაამუშავეთ. შემდეგ გარეცხეთ ნივთი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ საღეჭი რეზინი თმაში ჩაგეკრათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწისთხილის კარაქი. წაუსვით იგი დაბინძურებულ ადგილს და თან ეცადეთ საღეჭი რეზინი ტალღური მოძრაობით მოაშორეთ. საღეჭი რეზინის მოშორების შემდეგ დაიბანეთ თავი.

9. მაიონეზი

ალტერნატიული ვარიანტია მაიონეზი, მის შემადგენლობაშიც შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საღეჭი რეზინის მოშორებაში დაგეხმარებათ. შეაზილეთ მაიონეზი საღეჭ რეზინს და დაბინძურება ფენა-ფენა მოშორდება. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ლაქა შეიძლება დარჩეს, მოაშორეთ ის ლაქების ამომყვანი საშუალებით.

10. ლიმონის წვენი

გაწურეთ ლიმონი და წაუსვით მიღებული წვენი მიწებებულ საღეჭ რეზინს, დატოვეთ რამოდენიმე წუთით და ბასრი საგნით მოაშორეთ. მეორე ვარიანტი – აავსეთ კონტეინერი ლიმონის წვენით და მასში ჩაალბეთ დაბინძირებული ტანსაცმელი. დასასრულს გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში.

11. კბილის პასტა

კბილის პასტა საღეჭ რეზინს წებოვნებას მოაშორებს. დაამუშავეთ ის კბილის პასტის საშუალებით, დაელოდეთ სანამ ბოლომდე გაშრება და მოაშორეთ ტანსაცმელს საღეჭი რეზინი.

12. რეცხვა

თუ არცერთი მეთოდი არ გამოგადგათ, საღეჭ რეზინას დააყარეთ დიდი რაოდენობით სარეცხი ფხვნილი, დაასველეთ და უკვე შემდეგ მოათავსეთ ცხელ წყალში. საღეჭი რეზინი ნაწილობრივ მაინც უნდა მოშორდეს, შემდეგ კი გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში.

როგორ მოვიქცეთ თუ ლაქა დარჩა

საღეჭი რეზინის მოშორების შემდეგ შესაძლოა დარჩეს ცხიმიანი ან ფერადი ლაქა. თუ დაბინძურება ახალი, ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებაც გამოდგება. ძველი და გამჯდარი ლაქების შემთხვევაში კი საჭიროა გამხსენლის გამოყენება.

1. აცეტონი

საკმაოდ აგრესიული მეთოდია, ამიტომაც სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. არ გამოიყენოთ ფერად ქსოვილებზე, რათა აცეტონმა ფერი არ ამოიყვანოს. დაამუშავეთ ნივთიერებით ლაქა, დატოვეთ რამოდენიმე წუთით და მორეცხეთ.

2. ლაქის მოსაშორებელი ხსნარი

საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც არ შედის აცეტონი, უფრო სენსიტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება ფერად ტანსაცმელზეც შეგვიძლია. გამოყენების პრინციპი იგივეა: დაამუშავეთ ლაქა ხსნარით, დაელოდეთ რამოდენიმე წუთით და მორეცხეთ.

3. ლაქების ამომყვანი

საყოფაცხოვრებო ქიმია რთულ შემთხვევებშიც დაგეხმარებათ, მთავარია სარეცხი საშუალება ქსოვილისა და დაბინძურების ტიპის მიხედვით შეარჩიოთ, რათა ნივთი არ გააფუჭოთ.

გირჩევდით უფრო დელიკატური მეთოდებით დაგეწყოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი ეფექტური არ აღმოჩნდება, სცადოთ უფრო აგრესიული მიდგომა.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.