6 გზა რთულად მისაწვდომი ადგილების გასაწმენდად. ისინი ხშირად გვავიწყდება

სახლს რეგულარულად რომ ალაგებდეთ და ამ პროცედურას მთელ დასვენების დღეებსაც კი უთმობდეთ, მაინც შეიძლება სახლში დარჩეს ისეთი ადგილები, რომლებიც ბოლომდე სუფთა არ იქნება. ღუმელი, ჟალუზი, კედლები და იატაკი უნიტაზის ქვეშ – ეს და სხვა რთულად მისადგომი ადგილები, რომლებიც ხშირად ავიწყდებათ, მტვრისა და ჭუჭყის ბუდედ იქცევა ხოლმე. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ და გასწავლით თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ჭუჭყი რთულად მისადგომ ადგილებში.

1. ტუალეტის ავზი

დიასახლისთა აბსოლუტური უმეტესობა დალაგებისას მხოლოდ ტუალეტის შიგნითა ნაწილს ასუფთავებს, რადგანაც ასი პროცენტით სჯერათ, რომ სწორედ აქ გროვდება მიკროორგანიზმებისა და ჭუჭყის ძირითადი ნაწილი, მაგრამ უსიამოვნო სუნისა და ულამაზო ლაქების მიზეზი შეიძლება დაბინძირებული ავზი გახდეს, რომლის შიგნითაც ბაქტერიები მრავლდებიან. განსაკუთრებით ასეთი შემთხვევები ხშირია თუ სახლში ხისტი და ხშირად ჟანგიანი წყალია.

როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას? აღიჭურვეთ უხეში ჯაგრისითა და სოდით. ახადეთ ავზს თავსახური, ჩარეცხეთ ტუალეტი, წმენდა რომ გაადვილდეს, და სოდიანი ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ როგორც ავზის ძირი, ასევე კედლები. ჩასარეცხი მექანიზმის გარეცხა გაგიჭირდებათ, რადგან მეტად რთულად მისადგომია.

2. ღუმელი

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ღუმელი იშვიათად ირეცხება. როგორც წესი, მისი გაწმენდა სულ სამომავლოდ იდება, მანამდე კი ცხიმის ლაქებსა და ჭუჭყის შემჩნევას ერიდებიან. როდესაც დალაგებისას, როგორც იქნა, მიდიან ღუმელის გაწმენდამდეც, სიტუაცია უკვე იქამდეა მისული, რომ სპეციალური საშუალებების გარეშე რაიმეს გაკეთება შეუძლებელი ხდება. თუმცა მათი ყიდვა საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში აუცილებელი არაა, სახლშივე შეგიძლიათ საკუთარი ხელებით დაამზადოთ. საბედნიეროდ მის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ისეთია, რომ ყველა სამზარეულოში მოიპოვება. აიხეთ თანაბარ რაოდენობაში საჭმელი სოდა, ძმარი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, შეურიეთ ისინი ქაფის მდგომარეობამდე, შემდეგ კი მიღებული ხსნარი წაუსვით ღუმელის შიგთავს და დატოვეთ რამოდენიმე საათით. ამ დროის მანძილზე ლაქები ამოვა და მათი სველი ღრუბლით გაწმენდას შეძლებთ.

თუ თქვენს სამზარეულოში ემალირებული ღუმელია, მის გასაწმენდად ჩვეულებრივი ორთქლი გამოგადგებათ. გახსენით წყალში სარეცხი საშუალება, მოათავსეთ მიღებული ხსნარი კონტეინერითურთ ღუმელში, გააცხელეთ იგი და დატოვეთ ერთი საათი. ამ დროის მანძილზე ორთქლი მოაშორებს ჭუჭყსა და საჭმლის ნარჩენებს, რისი წყალობითაც შეძლებ სწრაფად და მარტივად გაწმინდოთ ცხიმოვანი ნალექი.

მიაქციეთ ყურადღება: თუ ღუმელის წმენდის შემდეგ არასასიამოვნო სუნი დარჩა, ერთ ხალხურ რეცეპტს გირჩევდით: ჩაასხით თეფში წყალი, ჩააგდეთ შიგნით აქტივირებული ნახშირი, მოათავსეთ ღუმელის შიგნით და აადუღეთ რამოდენიმე წუთით. ან მოამზადეთ ხსნარი სოდისა და ძმრისაგან, შემდეგ კი გაწმინდეთ მისით ძირი და კედლები.

3. ფილებს შორის ღრიჭოები

ფილებს შორის ღრიჭოები ზედმიწევნით წმენდას საჭიროებს, რასაც ჩვეულებრივი ღრუბელი ან ჯაგრისი ვერ უზრუნველყოფს. ამასთანავე, აღნიშნული ინსტუმენტების გამოყენება, პროცესს რამოდენიმე საათით ახანგრძლივებს. ამიტომაც უმჯობესია გამოიყენოთ კბილის საწმენდი ჯაგრისი, რადგანაც ის უფრო მარტივად აღწევს ღრიჭოებში, წმენდს წყლის ნალექსა და ობს. პროცედურა შემდეგია: წაუსვით კაფელს აუცილებელი ქიმიური საშუალება, დატოვეთ ინსტრუქციის მიხედვით მითითებულ დროის მანძილზე, შემდეგ კი გაწმინდეთ ღრიჭოები ჯაგრისის საშუალებით. ბოლოს კი მორეცხეთ წყლის საშუალებით და გადაუსვით მიკროფიბრის საშუალებით.

4. კედლები

თუ ბავშვები გყავთ, დიდი ალბათობით დაგჭირვებიათ კედლების ფლომასტერებისა და საღებავებისაგაც გაწმენდა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მელამინის ღრუბელი. ეს ბიუჯეტური საშუალება შეგიძლიათ იპოვოთ ყველა საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიაში, ხოლო მისი ეფექტურობა კი დიდი ხანია დადასტურებულია. ყველაფერი რაც გჭირდებათ – ეს არის გაიკეთოთ ხელთათმანები, დაასველოთ ღრუბელი და გაწმინდოთ კედელზე არსებული ლაქები. ვერ გეტყვით, რომ ლაქები ხუთ წუთში მოშორდება, ამიტომაც იქონიეთ მოთმინება და განაგრძეთ ძირფესიანი წმენდა.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა. წაუსვით ის ხელსახოცს და შეუდექით მარკერის ლაქების წმენდას. კბილის პასტის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სუფთა სახით, ასევე შეგიძლიათ მცირეოდენი წყალი შეურიოთ. მას მერე, რაც წაუსვათ კედელს, დატოვეთ 10-15წუთის მანძილზე, შემდეგ კი წრიული მოძრაობით გაწმინდეთ ლაქები. დასასრულს უნდა მოწმინდოთ სველი ხელსახოცით.

5. ჟალუზი

მტვერი, რომელიც ჰორიზონტალურ ჟალუზზე გროვდება, საკმაოდ რთული მოსაშორებელია, თუმცა მისი გასუფთავება კვირაში ერთხელ მაინცაა საჭირო. გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური მიკროფიბრის ფუნჯი. თუ ის არ მოიპოვება სახლში, მაშინ შემდეგ ხერხს გთავაზობთ: იპოვეთ ძველი წინდა, ჩამოიცვით ხელზე და წმინდეთ ზემოდან ქვემოთ, აღნიშნული მეთოდი დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ჟალუზებს შორის დაგროვილი მტვრის მოშორება. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია – მტვერსასრუტის გამოყენება.

თუ მტვერი ჩამჯდარია, დაასველეთ წინდა ძმარში, გაწურეთ, ჩამოიცვით ხელზე და მხოლოდ ამის მერე შეუდგით წმენდას. მას მერე, რაც დაასრულებთ, ღია დატოვეთ, რათა ბოლომდე გამოშრეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ წმენდის ასეთი მეთოდი არ გამოდგებათ ქაღალდისა და სხვა მსგავსი მასალისგან დამზადებული ფარდების შემთხვევაში.

6. კლავიატურა

გსმენია ფრაზა “დაფერთხე კლავიატურა – შეაგროვე პეჩენია”? ეს პუნქტი სწორედ ამ შემთხვევებისთვისაა. მაუსსა და კლავიატურაზე დიდი რაოდენობით მიკრობები გროვდებიან, არანაკლები ვიდრე ტუალეტზე, ამიტომაც საჭიროა მათი კვირაში ერთხელ მაინც გაწმენდა. თუ თაგვს ხელსახოცით გაწმენთ მარტივად, კლავიატურის შემთხვევაში საქმე ცოტაოდენ რთულდება. პირველ რიგში, გამორთეთ ნოუთბუქი, ამოატრიალეთ კლავიატურად და შეანჯღრიეთ. ამ პროცედურის შემდეგ, ნამცეცების ნაწილი გადმოიფერთხება. შემდეგ აიღეთ ყურის საწმენდი ჩხირი, დაასველეთ სპირტში და გაწმინდეთ კლავიშებს შორის არსებული ღრიჭოები. წმენდის ბოლო ეტაპია მშრალი ბამბის ან ჰიგიენური ხელსახოცის გამოყენება, რომელიც კლავიატურას უნდა გადაუსვათ, რათა დარჩენილი ჭუჭყი და საწმენდი საშუელებების ნარჩენები მოაშოროთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი კბილის ჯაგრისი, ის ყველაზე რთულად მისასველ ადგილებშიც კი აღწევს, ამიტომაც იდეალურად ასუფთავებს კლავიატურას. წმენდის დაწყებამდე ჯაგრისი საპნიან წყალში გარეცხეთ.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.