როგორ გავალამაზოთ ეზოიანი სახლი: არტ-ბეტონი დეკორის სახით

სწორი მიდგომით შეგიძლიათ ნაცრისფერი და მოსაწყენი ბეტონი აქციოთ მასალად, რომელიც შესაფერისი იქნება სახლის ინტერიერისა და პირადი ნაკვეთისათვის განკუთვნილი არაორდინალური არქიტექტურული ობიექტების შესაქმნელად.

მშენებლობის პროცესში ბეტონის გამოყენება არც ისე კაი იდეა იყო. რა მნიშვნელობის მატარებელია ფრაზა “ბეტონის ყუთი”? აღნიშნული სიტყვები შეიცავს ამ მასალისადმი, როგორც ნაცრისფერი მოსაწყენი მასის მიმართ, დამოკიდებულებას, რომლის დამალვაც გსურთ საღებავის ან შპალერის ფენის მიღმა.

დროა კონკრეტულ საკითხს სხვა რაკურსით შეხედოთ. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რა საოცარი რამის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვეულებრივი ნაცრისფერი მასისგან, ღირს თუ არა მას თან თანამედროვე დანამატები, სილამაზის გრძნობა და მოქანდაკის უნარი დაურთოთ.

1. ბუნებრივი ლოდები და კლდეები ნაკვეთზე ან მისაღები ოთახში

თუ ნაკვეთი ბრტყელი ლანდშაფტით გამოირჩევა, თუმცა მფლობელი ყოველთვის მთიან რელიეფებზე ოცნებობდა, მაშინ იმავე ნაცრისფერი ბეტონით, უფრო სწორად არტ-ბეტონით, შესაძლებელი იქნება პრობლემის მოგვარება. თანამედროვე პლასტიფიკატორებისა და დანამატების დახმარებით მშრალი ნარევიდან პლასტიკური მასა მიიღება. მისგან საგარეუბნო რაიონებში ქმნიან კლდეებს, უზარმაზარს ლოდებს და ქვების რთულ კომპოზიციებსაც კი, რომლებიც მთის სიმაღლეებს მოგვაგონებს.

ეს ხელოვნური კლდოვანი რელიეფი ბუნებრივისაგან დიდად არც განსხვავდება. მასში ბუნების შექმნას ახდენენ არაღრმა ნაპრალებით, აბრაზიებით, ჩაღრმავებებით, ღარებითა და ნაფოტებით. ზოგან ქვის ფრაგმენტებს ხავსებსა და ლიქენებს უხამებენ, რითიც მათი ფორმირების ხანგრძლივი და რთული პროცესი დასტურდება.

თუ დამკვირვებელს არ ეტყვით, რომ მის წინ მდებარე კლდე ბეტონისაა, მაშინ იგი ნაკლებად წარმოიდგენს, რომ ეს უბრალოდ იმიტაციაა.

“ბუნებრივი” ეფექტის მისაღწევად საკმარისი არაა, რომ ისინი ირლანდიული ან ყირიმული კლდის მსგავსად კაშკაშებდეს. აუცილებელია ქვების ტექსტურისა და ფერის ხელახალი შექმნა. ეს კი უკვე პროფესიონალი მოქანდაკეებისა და მხატვრებისთვის საქმეა. სხვადასხვა სიმტკიცის ჯაგრისების, სპატულებისა და საღებავის გამოყენებით ისინი არა მხოლოდ ბუნებას აღადგენენ, არამედ ქმნიან კლდის მოტივებზე დაფუძნებულ ორიგინალურ არქიტექტურულ ობიექტს.

კლდეები საგარეუბნო რაიონში სანახაობრივად და უჩვეულოდ გამოიყურება. შეგიძლიათ განათავსოთ 3 მ სიმაღლის ერთი ლოდი, მოაწყოთ მის ირგვლივ მწვანე გაზონი და დატკბეთ აღნიშნული ხედით კოტეჯიდან. ან შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და კლდე ფუნქციონალური ლანდშაფტის ობიექტად აქციოთ. ჩვენ ზუსტად გეტყვით, თუ რა როგორ უნდა გააკეთოთ.

– კლდის შიგნით შეგიძლიათ მოაწყოთ ადგილი ბაღის ხელსაწყოების შესანახად. ამ შემთხვევაში, არტ-ბეტონისგან დამზადებული შენობა არქიტექტურული ობიექტისა და ერთი ადამიანისათვის კომუნალური ოთახის შესანიღბი ფუნქციით იქნება აღჭურვილი. იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურის საფუძველია ლითონის ჩარჩოა, შიგნითა ოთახის გამოსაყენებლად რაც შეიძლება მოსახერხებლად გადაკეთება შეიძლება. ამავე დროს, შესასვლელი ასევე შენიღბულია ქვითა ან მასიური რკინის კარით, რომელიც კლდესთან გარეგნულად სრულ ჰარმონიაშია.

– ციცაბო ფერდობებზე იმიტაციური კლდე შესაძლოა საყრდენ კედლად იქცეს. ამგვარი კედლის სიმაღლე შესაძლოა ნახევარი მეტრიდან თვრამეტამდე მერყეობდეს. სტრუქტურის შიგნით შეგიძლიათ დამალოთ მილები და სადენები, ისე, რომ მათდამი მარტივი წვდომის უზრუნველყოფაც არ დაგავიწყდეთ.

არქიტექტურული ბეტონისგან დამზადებულ კლდით შეგიძლიათ ნაკვეთზე არსებული ტბორი ან ტბა შეავსოთ და ლანდშაფტის კომპოზიციის ნაწილად აქციოთ. მისი დადგმა შესაძლებელია წყალსაცავის კიდიდან ან ცენტრში. კიდევ ერთი ვარიანტია კლდეში ჩანჩქერის გაკეთება. იარუსის რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც წყალი შემოვა, დამოკიდებულია ნაკვეთის მახასიათებლებსა და მისი მფლობელის პრეფერენციებზე. ქვის საფეხურებზე ჩამოსული წყალი არა მხოლოდ ლამაზ ხმას გამოსცემს, არამედ დამახასიათებელ სველ ელფერსაც მისცემს ქვას.

კლდის იმიტაცია ასევე ასევე შესაძლებელია ინტერიერის, მაგალითად, მისაღები ოთახის ნაწილად იქცეს. დასრულებული სტრუქტურა ბუნებრივ ქვაზე ბევრად მსუბუქია, ასე რომ არტ-ბეტონისაგან შეგიძლიათ შექმნათ რთული, უნიკალური დეკორატიული საგნები.

2. ლითონის იმიტაცია ლითონის გარეშე

არტ-ბეტონთან მუშაობის ბოლო ეტაპი გადაღებვაა. ამ ეტაპზე ინდივიდუალურ ნაწილებს თითბერისა ან სპილენძის ბრწყინვალება მიეცემათ. ამისათვის ელემენტები იფარება მაქსიმალური მსგავსებისათვის შეფერილი ყვითელი საღებავით. არტ-ბეტონის გარდასახვა მხოლოდ თითბერითა და სპილენძით არ შემოიფარგლება. ჩრდილების სწორი შერჩევა სხვადასხვა ლითონების იმიტაციის შექმნის საშუალებას იძლევა. სად გამოიყენებიან ისინი? კერძო სახლების, ოფისებისა და საცურაო აუზების ინტერიერის დიზაინში.

არტ-ბეტონისაგან დამზადებული ლითონის ელემენტები რთული კომპოზიციების ნაწილად იქცევიან. მათი დახმარებით შეგიძლიათ ხელახლა შექმნათ შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ინტერიერი, რომლის კედლებიც გაფორმებული იქნება სხვადასხვა ზომის ლოდებით. ამისათვის სპილენძის მოქლონებს თაღოვანი ფანჯრებისა და კარების პერიმეტრების იმიტაციას აძლევენ. მათ ასევე იყენებენ კედელზე ორნამენტის გასაფორმებლად ისე, რომ ინტერიერმა ჰარმონიული იერსახე მიიღოს.

ცალკე ორიოდე სიტყვა ორნამენტზე. მისთვის მეტალის იმიტაცია ორი ვერსიით გამოიყენება:

  • კომპოზიციის ნაწილად, სადაც იგი სხვა მასალებთანაა შერწყმული;
  • დეკორის დასამზადებლად განკუთვნილ ერთადერთ მასალად;

ეს უკანასკნელი ვარიანტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს დაკბილული ბორბლის კომბინაციით, რომლის დიამეტრიც სხვა დეტალებთან ერთად, რომლებიც თითქოს ძველი მექანიზმებიდანაა ნასესხები, მეტრზე მეტია. აღნიშნული დეკორი განსაკუთრებით შესაფერისია სტიმფანქ, სხვენისა და ეკლექტიკური ინტერიერის ტენდენციებში გაფორმებული ოთახებისთვის.

3. ბეტონისგან დამზადებული ხეები, რომლებიც მოვლას არ საჭიროებენ

პლასტიურობისა და გამკვრივებისათვის საჭირო ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე არტ-ბეტონი საშუალებას გაძლევთ შექმნათ ობიექტები, რომლებშიც უმცირესი დეტალებიც კი იკვეთება. მაგალითად ავიღოთ ხეები. დიახ, ნაკვეთზე შეგიძლიათ დარგოთ დიდი ზომა, რომელიც სანერგეში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზრდებოდა. ან შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე დიდი ზომა არქიტექტურული ბეტონისგან, ლანდშაფტის ბუნებრიობისა და მიმზიდველობის დაკარგვის გარეშე. ამ მიდგომას თავისი უპირატესობებიც გააჩნია:

  • არტ-ბეტონისგან დამზადებული ხე არ საჭიროებს სეზონურ ზრუნვას ისე, როგორც ჩვეულებრივი წიწვოვანი მცენარეები, ფოთლოვანი და ხილ-კენკროვანი კულტურები;
  • ნაკვეთზე არაა აუცილებელი სპეციალური აღჭურვილობის შემოტანა – არტ-ბეტონთან სამუშაოდ საჭიროა ნარევი და ბეტონის ამრევი, თუკი ობიექტის შექმნა დიდი რაოდენობით მზა მასას მოითხოვს;
  • შეგიძლიათ შექმნათ რთული არქიტექტურული კომპოზიციები, ეგზოტიკური ხეების ქერქის ტექსტურის იმიტაცია.

არტ-ბეტონის წყალობით ნაკვეთზე შეიძლება განათავსოთ ტროპიკული მანგროს ხეები გველისმაგვარი და გენიკულაციური საჰაერო ფესვებით. ზედაპირზე კარგად ჩანს ქერქის წარმომქმნელი თხელი ზოლები. ზოგან პატარა ნიშნებიცაა, თითქოს მწერებმა დატოვეს, ზოგან ხე შიშველია, თითქოს ქერქი დიდმა ცხოველმა ბრჭყალებით მოაშორა. ხის ბოჭკოები “ღია ჭრილობებივით” ჩანს, რაც მისი ბუნებრიობის შეგრძნებას აძლიერებს.

ხეების იმიტაცია შესაფერისია არა მხოლოდ ნაკვეთების მოსაპირკეთებლად, არამედ ფასადებისთვისაც. ამრიგად, აგარაკი იძენს ორიგინალობას და იქცევა, მაგალითად,  ბიბლიური ისტორიის ნაწილად.

ამრიგად ფასადზე შესაძლოა გამოჩნდეს სამოთხის ხე მწიფე ხილით, რომელიც ლეგენდის თანახმად, ევამ დააგემოვნა. სწორედ ქერქის გამოსახულებაში არსებული ყავისფერი ჩრდილების გლუვი და ზუსტი გადასვლები ბადებს ეჭვს ხის ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

გულმოდგინედ გამოძერწილი ფოთლები და ხილი ბიბლიურ თემას განამტკიცებს. ეს ყველაფერი ნული იქნებოდა მაცდური გველის გარეშე, რომელიც ასევე არტ-ბეტონისგანაა დამზადებული და კომპოზიციის სულისკვეთებითაა შესრულებული.

4. მრავალსაუკუნოვანი ბეტონის ქვები ბაღის და ინტერიერის დეკორაციაში

ქვები, რომელთა ტექსტურაზე დრომ და ბუნებამ იმოქმედა, ყურადღებას იპყრობს ბზარებით, სხვადასხვა სიღრმის ორმოებითა და ნამსხვრევებით. ისინი ფენიანი ტექსტურით განსხვავდებიან, რომელშიც ნაცრისფერებს შორის წითელ ფენას ლოდის ისტორიის შესახებ მრავალი რამის თქმა შეუძლია. ყველა ეს ნიუანსი ინტერიერის ან ექსტერიერის ნაწილად იქცევა და ყველა მათგანის განმეორებაა შესაძლებელი არტ-ბეტონის გამოყენებით.

გამოფიტული ქვები განსაკუთრებით მოთხოვნადია  იაპონურ და ბუნებრივ ბაღებში, რომელთა მთავარი ამოცანაცაა ბუნებრივი მოტივების დაცვა. მარტო მდგარი ლოდი მკვეთრი ღორღებითა და არაღრმა ღარებით არა მხოლოდ სილამაზისთვის დგას აქ, იგი ფილოსოფიის ნაწილიცაა.

თუ ამ ხელოვნურად შექმნილ რამდენიმე ქვას ბილიკის ან ბორცვის გასწვრივ მოათავსებთ, შედეგად ლამაზ და თვითკმარ კომპოზიციას მიიღებთ. ამ შემთხვევაში ნათელი ფერების მიქსბორდერები ლანდშაფტის აღქმას გაართულებს, ამიტომაც სიმწვანით გარშემორტყმული გამოფიტული ქვები დეკორაციისთვის შესანიშნავი ვარიანტია მაშინ, როდესაც მშვიდი, “არაფერადი” ბაღის დიზაინის მიღება გსურთ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ნაცრისფერი, უსიამოვნო მასისაგან მზადდება.

მრავალსაუკუნოვანი ქვები გვხვდება არა მხოლოდ მიტოვებულ ტყეებში, მთებსა და სხვა ადგილებში. ღრმა ნაპრალები, მკვეთრი ღარები სავსენი არიან ბერძნული და რომაული არქიტექტურულისათვის დამახასიათებელი ქვის სვეტებით, გუმბათებითა და სათავსებით. მოქანდაკეები დროის ამ კვალს წარსულის აწმყოს ნაწილად გარდასაქცევად იყენებენ.

დანგრეული ბერძნული არტ-ბეტონის პავილიონები შესაძლოა საგარეუბნო რაიონებშიც იხილოთ. ცალკეული ელემენტები სავაჭრო ცენტრების შესაქმნელად გამოიყენება. შედეგად, ინტერიერი და ექსტერიერი განუწყვეტელ და უნიკალურ იერს იძენს. ამაში მთავარ როლს ასრულებს ბეტონის ზედაპირზე არსებული ბზარები და ღარები, რომლებიც ხელით იჭრება. ძველი ბერძენი და რომაელი მმართველები ჭეშმარიტად აფასებდნენ მათი თანამედროვე მოქანდაკეების ოსტატობას და არქიტექტურული ბეტონის შესაძლებლობებს.

არტ-ბეტონი მასალაა, რომელიც გამოიყენება ინტრიერისა და ექსტერიერის რთული ობიექტების შესაქმნელად.