რაოდენ ქათქათაც არ უნდა იყოს მაქმანი, ის დროთა განმავლობაში ნაცრისფერდება და ყვითლდება. ხშირი რეცხვა, მზის სხივების ზემოქმედება, სამზარეულოში გამწოვის არარსებობა, სიგარეტის კვამლი და მასალის დაბალი ხარისხი ფერის ცვლილების მთავარი მიზეზებია. მომჩვარული ნივთი თვალს აღარ ახარებს და ინტერიერსაც აფუჭებს. ნუ იჩქარებთ მაქმანის გადაგდებას, მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ გამოცდილ მეთოდებს, რომელიც ნებისმიერ მაქმანს პირვანდელ სიქათქათეს დაუბრუნებს.

ძირითადი რეკომენდაციები

მაქმანის განახლება ხელთ არსებული საშუალებებითაც შეიძლება და საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებითაც. მთავარია შეარჩიოთ თქვენი ქსოვილის შესაბამისი მეთოდი, რომელიც დაბინძურებას ეფექტურად გაუმკლავდება. ნატურალური მასალები(ვისკოზა, აბრეშუმი და ბამბა) შეგიძლიათ ქიმიური საშუალებებით დაამუშავოთ, მაღალ ტემპერატურაზე და ძლიერი გაწურვით. სინთეტიკისათვის(ორგანზა, კაპრონი და შიფონი) მისაღებია მხოლოდ დელიკატურ რეჟიმზე რეცხვა. მაქმანს ლაქები წინასწარ უნდა მოაშოროთ. ასევე, ის შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი ჟელეს ხსნარში ჩაალბოთ. თუ გავლებისას მცირეოდენ ძმარს დაამატებთ, მაქმანი სიქათქათეს დაიბრუნებს.

მაქმანის გათეთრების მეთოდები

1. სარეცხ მანქანში რეცხვა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების პლიუსი ისაა, რომ თქვენ არ გიწევთ ქიმიასთან კონტაქტი, გათეთრება კი სწრაფად და თანაბრად ხდება. ჩამოხსენით მაქმანი და თეთრ შალითაში ან სარეცხ ჩანთაში მოათავსეთ. სარეცხი მანქანის შესაბამისს განყოფილებაში სარეცხი ფხვნილი და გამათეთრებელი ჩაყარეთ. თუ თხევად გელს გამოიყენებთ, ის პირდაპირ ბარაბანში ჩაასხით. ასევე შეგიძლიათ ლიმონმჟავაც გამოიყენოთ. კონტეინერში ერთი პაკეტი ჩაყარეთ და ჩართეთ სარეცხი მანქანა. ნატურალური მასალისგან დამზადებული ქსოვილებისათვის დაშვებული ტემპერატურა 60გრადუსამდეა, ასევე ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გაწურვის ფუნქციაც გამოიყენოთ, აი რაც შეეხება სინთეტიკას, საჭიროა დელიკატური რეჟიმი და ტემპერატურის მაქსიმალური ნიშნული 30გრადუსს არ უნდა გადასცდეს. მნიშვნელოვანია: გამათეთრებელი საშუალებები დაბინძურებას ვერ გაუმკლავდება. თუ ფარდა დალაქავებულია, ჯერ სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ, ამის შემდეგ კი გამათეთრებელთან ერთად.

2. სოდა და მარილი

სინთეტიკური მასალებისათვის დელიკატური ვარიანტი არსებობს. თუ ნივთი ძალიანაა დაბინძურებული, მოამზადეთ წყალხსნარი სარეცხი ფხვნილისა და სუფრის მარილის გამოყენებით. სათლში 30 გრადუსამდე გამთბარი 5ლ წყალი ჩაასხით, 30გ სუფრის მარილი(იოდირებული ან ზღვის არ გამოდგება) გახსენით და 100გ სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ჩაალბეთ ქსოვილი არანაკლებ 6 საათით, უმჯობესია, პროცედურა საღამოს ჩაატაროთ და დილამდე დატოვოთ.

ან სათლში 10 ლ წყალი მოაგროვეთ და 2 ს.კ. სუფრის მარილი ჩაუმატეთ. თუ წყალხსნარს 100 გ სარეცხ ფხვნილს დაუმატებთ, ის უფრო ეფექტური გახდება. მიღებულ ხსნარში ფარდა ნახევარი საათით ჩაალბეთ, ეს მეთოდი ცხიმიანი ლაქების ამოყვანაში დაგეხმარებათ. შემდეგ კი მაქმანი უნდა გარეცხოთ.

3. ბრილიანტის მწვანე

სამედიცინო პრეპარატი მარილის მოქმედებას აძლიერებს. შეურიეთ 5ლ წყალი და 5ს.კ. სუფრის მარილი. აიღეთ ცალკე ჭურჭელი, ცოტაოდენი სითხე ჩაასხით და 5-7წვეთი ბრილიანტის მწვანე ჩაამატეთ. დაელოდეთ, სანამ ბრილიანტის მწვანე ბოლომდე გაიხსნება, გადაწურეთ და შემდეგ მარილიან წყალში ჩაამატეთ. მიღებულ წყალხსნარში 3-5 წუთით ჩაალბეთ ქსოვილი. ბრილიანტის მწვანეს გამოყენება მარილის გარეშედაც შეგიძლიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია პროპორცია და ჩალბობის დრო დაიცვათ, რათა მაქმანმა ფირუზისფერი არ მიიღოს.

4. მეთილის ლურჯი

კიდევ ერთი არასტანდარტული, თუმცა მუშა მეთოდი. მეთილის ლურჯი შეიძლება, როგორც თხევად, ასევე ფხვნილის სახით შეგხვდეთ, დოზირება სახეობაზეა დამოკიდებული. მთავარია, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მშრალი ნივთიერება სარეცხი მანქანის ბარაბანში არ ჩაყაროთ, რადგანაც ამ შემთხვევაში ლაქები დარჩება, უმჯობესია ხელით გარეცხოთ.

თუ მეთილის ლურჯი თხევად მდგომარეობაშია, ამ შემთხვევაში 10ლ წყალში, ლურჯი თხევადის შეფუთვას მოყოლილი სპეციალური საზომი ჭიქის საშუალებით, 1თავსახური საშუალება გახსენით. მაქმანი წყალხსნარში 1-3წუთი გააჩერეთ. თუ მეთილის ლურჯი ფხვნილის სახითაა წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში ჭურჭელში ცოტაოდენი წყალი ჩაასხით და მასში 1/2ჩ.კ. ფხვნილი გახსენით. მიღებული ხსნარს დაელოდეთ დაილექოს, შემდეგ კი გაცერით. მიღებული კონცენტრატი წყალში გახსენით და ქსოვილი მასში 30-60 წამით ჩაალბეთ. დასასრულს გაავლეთ.

5. ამიაკი და წყალბადის ზეჟანგი

ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ ნატურალური მასალის შემთხვევაშია დაშვებული, მაქმანის ჩალბობა ცხელ წყალში მოგიწევთ. სათლში დააგროვეთ 10 ლ 60 გრადუსზე ცხელი წყალი, შეურიეთ ამიაკი ზეჟანგთან პროპორცით 1:3 და სამედიცინო ხსნარი წყალში ჩაუმატეთ. ქსოვილი მასში 15წუთით ჩაალბეთ, შემდეგ კი კარგად გაავლეთ.

6. კალიუმის პერმანგანატი

“მარგანცოვკის” გამოყენებით უკიდურესად გაყვითლებული მაქმანის გათეთრებასაც კი შეძლებთ. ამისათვის დაგჭირდებათ 10ლ წყალში გახსნათ 5გ კონცენტირებული მარგანეცი. დაელოდეთ სანამ წყალხსნარში ნალექი წარმოიქნება და გაცერით. წინასწარ გერეცხილი ფარდა მასში 20-30წუთით ჩაალბეთ, შემდეგ კი წყალში გაავლეთ.

7. გადახარშვა

მუშა მეთოდია ნატურალური მასალის შემთხვევაში. მოიმარჯვეთ დიდი ემალირებული ჭურჭელი და წყლით გაავსეთ. სახეხზე საყოფაცხოვრებო საპონი გახეხეთ და ხსნარში შეურიეთ. მოათავსეთ ქვაბში ქსოვილი, გაზქურაზე დაადგით და დაახლოებით ერთი საათი ხარშეთ, ურიეთ უწყვეტად. მაქმანი თბილ წყალში გაავლეთ და დაფინეთ.

8. სახამებელი

გამოიყენება დელიკატური ქსოვილების შემთხვევაში. კიდევ ერთი პლუსი – საშუალება მაქმანს ბზინვარებასა და გამძლე ფორმას მიანიჭებს. სათლში 30გრადუსამდე ტემპერატურის 5ლ წყალი მოაგროვეთ და მასში 100გ სახამებელი ჩაამატეთ. კარგად მოურიეთ, კენჭებუ რომ არ გაჩნდეს. ფარდა მასში 4-6 საათით ჩაალბეთ, გაწურეთ და გააშრეთ. ქსოვილის გავლება საჭირო არაა.

9. საყოფაცხოვრებო ქიმია

სპეციალური საშუალებები კარგია, თუმცა ზედმეტად აგრესიულად მოქმედებენ. სინთეტიკისათვის მათი გამოყენება რეკომენდირებული არაა. საყოფაცხოვრებო გამათეთრებლების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა კვალი ქსოვილის ხარისხზე დატოვოს. ერთი და იმავე მაქმანის 2-3-ზე მეტჯერ დამუშავება სასურველი არაა.

გამათეთრებელთა სახეობები

  1. ქლორის შემცველი. დასაშვებია, თუმცა მეტად აგრესიული საშუალებებია. ფრთხილად გამოიყენეთ, სხვა შემთხვევაში ქსოვილის დაზიანებას რისკავთ.
  2. თავისუფალი ჟანგბადით. კონცენტრატი უფრო დელიკატურად მოქმედებს, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ცხელ წყალშია შესაძლებელი, ეს კი ყველა მასალას არ შეეფერება.
  3. ოპტიკური საშუალებები. უფრო სითეთრის ეფექტს ქმნიან, ვიდრე ნივთს რეალურად ათეთრებენ. მცირე ხნიან ეფექტს იძლევა.

გაუფრთხილდით მაქმანს, რომ მან სიქათქათე შეინარჩუნოს. მაგალითად მზის პირდაპირი სხივებისაგან ჟალუზი დაიცავს, ხოლო გამონაბოლქვისგან – გამწოვი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი