შეუძლებელია უფანჯრებო ოთახებიანი ახლად აშენებული ბინების არსებობა, თუმცა რეკონსტრუქციის შედეგად ასეთი შენობები საკმარისად დიდი რაოდენობით ჩნდება: სხვადასხვა სქესის ბავშვებს ცალკე საძინებლები სჭირდებათ, სახლში მომუშავე დედას კერძო ოფისი და ა.შ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ განხილვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ვენტილაცია უფანჯრებო ოთახში და როგორი ინტერიერი უნდა აარჩიოთ ახალი ოთახისთვის.

რეკონსტრუქციის  ნებართვის მისაღებად, მფლობელები განზრახ უწოდებენ ახალ ოთახებს “საცხოვრებლად გამოუსადეგარს” (ოფისი, საგარდერობო). ამასთან, ყველა ნიუანსზე შეთანხმებისთანავე კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს: ფანჯრების გარეშე ოთახი ბნელ საკუჭნაოს ჰგავს, რომლის გამოყენება საძინებლის ან მინი ოფისის ფუნქციითაც არც ისე სასურველია. გარდა ამისა, არ არის გაყვანილი ვენტილაცია, რაც ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოთახის მიკროკლიმატის ფორმირებაში. რა უნდა გააკეთოთ?

1. შეიძინეთ დამატებითი ნათურები

იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი სინათლე ოთახში ფანჯრების გარეშე ვერ ხვდება, ხელოვნური განათების ხარჯზე მისთვის ბევრად უფრო ფართო და კომფორტული იერის მიცემა მოგიწევთ, ამიტომაც დაუყოვნებლივ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ერთი ჭაღის შეძენით აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებთ. თქვენი მთავარი ამოცანა არა ძლიერი ნათურის დაყენება, არამედ დღის სინათლის სიმულაციაა. მისი დასრულებისთვის საჭიროა შეიძინოთ მცირე ზომის გასანათებელი მოწყობილობები, რომლებიც დიფუზიურ შუქს გამოსცემენ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შუქის ანთებისთანავე თვალში არ უნდა ხვდებოდნენ – ეს ერთადერთი გზაა მზის სხივების მსგავსების შესაქმნელად, რომლებიც ფანჯრიდან აღწევენ. შერჩეული სანათების ტემპერატურა ნეიტრალურ თეთრ შუქს უნდა შეესაბამებოდეს, ხოლო მათი დაყენება შესაძლებელია როგორც ჭერზე, ასევე სპეციალურ ნიშებშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნამდვილად არ ჰგვანან ჩვეულებრივ გასანათებელ მოწყობილობებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ოთახში ბევრი საკაბინეტო ავეჯია, მაგალითად, კარადები, ინტერიერის შემადგენელ ყველა ნივთს შორის განათავსეთ LED ლენტები. პირველ რიგში, ისინი დამატებით განათებას განაპირობებენ, მეორეს მხრივ კი ავეჯს უფრო მსუბუქს და ჰაეროვანს გახდიან.

რჩევა 2: დაამზადეთ ფანჯრის ღიობები

რას იტყვით “ევროპისაკენ ფანჯრის გახსნაზე“, უფრო სწორედ შემდეგი ოთახისაკენ? რა თქმა უნდა, ასეთი ფანჯარა ქუჩაში ნამდვილად არ აღმოჩნდება, თუმცაღა შეეძლება ცოტაოდენი დღის სინათლის “სესხება”. სხვათა შორის, მათი გაკეთება შესაძლებელია  არა მხოლოდ ბნელ საძინებელ  ან საცხოვრებელ ოთახებში, არამედ არასაცხოვრებელ ოთახებშიც, მაგალითად, გასახდელში, ოფისში, დერეფეანში გასასვლელსა და ა.შ. დამატებითი განათება არასდროსაა ზედმეტი, თუნდაც არასრული იყოს.

რჩევა 3: დააყენეთ განივა

ყველას შეუძლებელია მოსწონდეს კედელში ფანჯრის გახსნის იდეა – ზოგიერთ ადამიანის აზრით ინტერიერის ასეთი  გადაწყვეტა ძალზედ რადიკალური ნაბიჯია. თუ თქვენც ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნით, რომელთაც არ სურთ მათი პირადი სივრცის საზღვრები რაიმემ დაარღციოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ განივა. იგი წარმოადგენს ოთახებს შორის ჭერის ქვეშ დამონტაჟებულ პატარა ფანჯარას, რომელიც სინათლის დამატებით წყაროს ფუნქციას ასრულებს. განივები ხშირად გვხვდება საბჭოთა ბინებში – ხრუშჩოვებში მათ კედელში ამონტაჟებდნენ, რომელიც სამზარეულოსა და აბაზანას გამოყოფდა.

რჩევა 4: ჩამოკიდეთ სურათები ან ფოტოშპალერები

ბნელ ოთახში კედლების გაფორმება შესაძლებელია ნახატებით, რომლებიც ასახავენ ქალაქის ხედს, ულამაზეს ტყეს ან წყნარ ზღვას – ტილოები იქცევიან ე.წ. “ფანჯრებად ბუნებისკენ”. თუკიშეიძენთ პანორამულ ნახატს, რომელზეც გამოსახულია ღია ფანჯარა გაზონის ხედით, მაშინ გასასვლელში ნამდვილი ფანჯრის პროტოტიპს მიიღებთ. უმჯობესი იქნება ჩარჩო  კედლების ფერის შესატყვისად გამოიყენოთ, ისე, რომ სივრცეში „გაიშალოს“. ნახატების ნაცვლად, შეგიძლიათ ფოტოშპალერიც გამოიყენოთ – არანაკლებ ეფექტური იქნება.

რჩევა 5: აირჩიეთ მოძრავი პანელები

მოძრავი პანელები და სრული დასაკეცი ტიხრები შესანიშნავი ვარიანტია პატარა ბინისთვის, რომელშიც დამატებითი ოთახის აღჭურვაა საჭირო. ერთის მხრივ, ისინი საშუალებას მოგცემთ შემოღობოთ ოთახის სასურველი ადგილი, ხოლო მეორეს მხრივ, პანელი შესაძლოა ნებისმიერ დროს მოიხსნას და ოთახის ნებისმიერ კუთხეში მზის სინათლე შემოუშვას.

რჩევა 6: გაადიდეთ ოთახი სარკეებით

ოთახში ფანჯრის არარსებობა ნებისმიერ შემთხვევაში თვალშისაცემია. იმისათვის, რომ იზოლირებისა და სიმჭიდროვის განცდა მინიმუმამდე დაიყვანოთ, შეგიძლიათ კედელზე დიდი სარკე ჩამოკიდოთ. იგი არა მხოლოდ თავის ფუნქციას შეასრულებს, არამედ ვიზუალურადაც გაზრდის ოთახს, გახდის მას უფრო ნათელს და უფრო ფართოს. კიდევ ერთი ვარიანტია ჭერის ან კედლის ქვიშაქვისებური ნიმუშიანი ან იერიანი სარკით გაფორმება. ასეთი დეკორით ინტერიერი უფრო ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება.

რჩევა 7: კედლები თეთრად შეღებეთ

ალბათ, ყველამ იცის, რომ ღია ფერებს შეუძლია ვიზუალურად გაზარდონ სივრცე. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებმს, ვინც ინტერიერის დიზაინის შესახებ ინფორმაციას გაეცვნენ, ნამდვილად უსარგებლიათ ამ ნიუანსით. მსგავსი ეფექტი მიიღწევა იმის გამო, რომ თეთრი, როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ სინათლის სხივებს კი არ შთანთქავს, არამედ, პირიქით, ასახავს, ამიტომაც უმჯობესია ჭერი იყოს სუფთა თეთრი, ხოლო კედლებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ღია ჩრდილები: კრემისფერი, ნაცრისფერი, პუდრისებრი და ა.შ. ოთახის ზედმეტად გაფერმკრთალებისა და ულაზათო იერსახის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ნათელი აქსესუარები: ხალიჩა, ბალიშები, პლედი და ა.შ.

რჩევა 9: ჩამოუშვით ფარდები

ვინ თქვა, რომ თუ ოთახში ფანჯარა არაა, მაშინ ფარდების უგულებელყოფა შეიძლება? პირიქითაა მართალი. ფარდებს შეუძლიათ შექმნან ფანჯრების ილუზია – ყოველ შემთხვევაში ამგვარად აღიქვამს ტვინი ტექსტილს, ამიტომაც შეიარაღდით ქსოვილით და ლამაზად ჩამოაფარეთ ერთ კედელს- მაგალითად, დივნის უკანა მხარეს ან საწოლის გვერდზე. ფანჯრის მსგავსი ეფექტი გარანტირებული იქნება.

კიდევ რისი გაკეთება შეიძლება?

  • მომარაგებითი ვენტილაცია

იმის გათვალისწინებით, რომ ოთახს ვერანაირად ვერ განიავებთ, ოთახში გაჩნდება ობი, სოკოს და მაღალი ტენიანობა. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად ოთახში ბუნებრივი ვენტილაციის ნაცვლად გააკეთეთ ხელოვნური, მაგალითად, მომარაგებითი ერთეული.

• საჰაერო მიმწოდებელი

თუ ხელოვნური ვენტილაციის ვარიანტი არ გხიბლავთ, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო მიმწოდებელს ან, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, ვენტილატორსაც. იგი არის ბინის შიგნით კედელზე დამონტაჟებული მომმარაგებელი ერთეული. საჰაერო მიმწოდებელი შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს და არ აზიანებს ოთახის ატმოსფეროს. მრავალსართულიანი შენობის ფასადზე ყენდებაპატარა დეკორატიული ცხაური, რომელიც მოწყობილობას ტენიანობისა და მწერებისგან იცავს. ქუჩიდან ჰაერი შედის კედლის სადინარში, თუმცა ოთახში შესვლამდე იგი გადის დასუფთავებისა და გათბობის რამდენიმე ეტაპს. ვენტილატორები უნდა დამონტაჟდეს შემდეგი სქემის მიხედვით: ერთი ოთახი – ერთი საჰაერო მიმწოდებელი.

  • კონდიციონერი

საჰაერო მიმწოდებლის დაყენებისას უნდა გახსოვდეთ ერთი რამ: მას ჰაერის გაგრილება არ შეუძლია. მისი მთავარი ამოცანა ქუჩიდან სუფთა ჰაერის მომარაგებაა, თუმცა მისი ფუნქციები ამით მთავრდება, ამიტომაც ვენტილატორთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოთ კონდიციონერი. აღნიშნული მოწყობილობები კომბინაციაში კარგად მუშაობენ: საჰაერო მიმწოდებელი ქუჩიდან ოთახში ჰაერის მიწოდებას უზრუნველყოფს, ხოლო კონდიციონერი გააგრილებს მას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი