10 ორიგინალური იდეა მცირე ფართში ბევრი ფეხსაცმლის შენახვისთვის

პატარა ბინაში თითოეული სანტიმეტრი გათვლილია. რა შეგიძლიათ თქვათ ფეხსაცმელზე, რომლის შესანახ ადგილსაც ვერასოდეს პოულობთ.  თითო ადამიანზე სულ მცირე 3-4 წყვილი მოდის, რაც დამოკიდებულია სეზონსა და ცხოვრების წესზე. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ სად და როგორ უნდა შეინახოთ ფეხსაცმელი, სივრცის დაზოგვის მიზნით.

მოსამზადებელი ეტაპი

პირველი ნაბიჯი მათი გადახარისხებაა. დაალაგეთ ნივთები სეზონის მიხედვით და გადააგდეთ ან გააჩუქეთ ზედმეტი წყვილი. განათავსეთ ფეხსაცმელი, რომელსაც ამჟამად იყენებთ, გასასვლელთან ახლოს, რათა თავისუფლად იყოს ხელმისაწვდომი. სხვა სეზონებისთვის განკუთვნილი წყვილი ან სპეციალური შემთხვევისთვის განსაზღვრული ფეხსაცმელი გარეცხეთ, დაამუშავეთ ან  შეინახეთ ერთ-ერთ შემოთავაზებულ ვარიანტში.

1. ფეხსაცმლის თაროები

თქვენი ფეხსაცმლის მოწესრიგების უმარტივესი გზაა. ნაცვლად იმისა, რომ იატაკზე განათავსოთ წყვილი, დაალაგეთ ისინი რამდენიმე დონეზე. თაროები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ოჯახის წევრების სივრცის გამყოფის ფუნქციითაც. მაგალითად, ქვედა ნაწილში მოათავსეთ მოზრდილი ფეხსაცმელი, ხოლო ზედაში – ბავშვთა ფეხსაცმელი. ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ თაროები ღიაა, ამიტომაც ნივთებს მტვერი დაედებათ. ალტერნატიული ვარიანტია რამდენიმე იარუსიანი ჩვეულებრივი თაროების ჩამოკიდება.

2. კარადა დერეფანში

იმისათვის, რომ კართან მდგარ ხალიჩაზე არეულობა არ დატრიალდეს, განათავსეთ დერეფანში დახურული კარადა ანდაც ფეხსაცმლის პუფი. იდეალურ შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ან შეუკვეთოთ მრავალუჯრიანი მაღალი ავეჯი, ისე, რომ მასში ყველა წყვილი ეტეოდეს. ფეხსაცმელი ერთ ადგილზე გექნებათ შენახული და არ მოგიწევთ ანტრესორებსა ანდაც მთელ სახლში მათი დამალვა.

3. დეკორატიული ბადე ან კიბე

იაფფასიანი და კარგი განწყობის შემქმნელი. გარდა ამისა, აღნიშნული ვარიანტი შესაძლოა ინტერიერის უმთავრეს დეტალად იქცეს. განათავსეთ ბადე, პატარა კიბე ან საფეხური და ჩამოკიდეთ მათზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. დადებით მხარე ისაა, რომ აღნიშნული დეტალის შეღებვა და სტილიზაცია შესაძლებელია ინტერიერის შესაბამისად, უარყოფითი კი ისაა, რომ იგი მხოლოდ საზაფხულო ფეხსაცმლისთვისაა შესაფერისი.

4. ორგანაიზერი კარზე

ტექსტილის ორგანაიზერი შედგება მრავალი განყოფილებისგან, რომლებშიც ფეხსაცმელებს ათავსებენ. იგი სპეციალური ასაფხრეწით კარზე ან კარადზეა ჩამოკიდებული. ზომიდან გამომდინარე, ორგანაიზერებში შესაძლოა 10-დან 50 წყვილამდე ფეხსაცმლის შენახვა. ძაან თუ მოინდომებთ, მასში ჩექმასაც კი დაატევთ.

5. დაყოფილი ორგანაიზერები

ტექსტილის ორგანაიზერების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ქსოვილის ჩემოდნებს წააგავს. სკუბები მარტივად იწყობა და სხვადასხვა ზომის და სიმძლავრისაა. ამ ყუთებში შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ფეხსაცმელი: სანდლებიდან დაწყებული ჩექმებით დამთავრებული. ისინი დაბალია, ამიტომაც ადვილია მათი საწოლის ან კარადის ქვეშ მოთავსება. გარდა ამისა, ტექსტილის ორგანაიზერში ფეხსაცმელი სუნთქავს.

6. ფუნქციური ავეჯი

პატარა ბინისთვის შეარჩიეთ ავეჯი ჩამონტაჟებული უჯრით. რაც უფრო მეტი საიდუმლო კარადებია, მით უფრო მრავალფეროვანია შენახვის შესაძლებლობები.

7. ზღუდეებიანი სადგამი

ორიგინალური ვარიანტი წვიმიანი და თოვლიანი ამინდისთვის. ჩვეულებრივი ხალიჩის ნაცვლად გააკეთეთ შემავსებლიანი ლანგარი. ასეთი ხელსაწყო მოახდენს ინტერიერის დივერსიფიკაციას და არ დაუშვებს ფეხსაცმლის იატაკის ლაქისაგან დატენიანებას. აიღეთ შესაფერისი ზომის ლანგარი და ჩაყარეთ მასში ქვები, რათა სადრენაჟე ეფექტი შექმნათ. გარედან მიღებული ტენიანობა გადაედინება შთამნთქმელ შემავსებელზე, ამიტომაც ყოველ ჯერზე იატაკის გაპრიალება არ დაგჭირდებათ.